მაიდუგური (ინგლ. Maiduguri) — ქალაქი ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორნოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
მაიდუგური
ინგლ. Maiduguri
ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
შტატი ბორნოს შტატი
კოორდინატები 11°50′00″ ჩ. გ. 13°09′00″ ა. გ. / 11.83333° ჩ. გ. 13.15000° ა. გ. / 11.83333; 13.15000
დაარსდა 1907
ცენტრის სიმაღლე 320
მოსახლეობა 1 197 497 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+1
მაიდუგური — ნიგერია
მაიდუგური

ისტორია რედაქტირება

ქალაქი დაარსდა 1907 წელს, როგორც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების სამხედრო და ადმინისტრაციული ფორპოსტი ნიგერიის ჩრდილოეთში. შემდგომში იგი გახდა ბორნოს სულთნის რეზიდენცია, ძველი დედაქალაქების — კუკავას და დიკვას მაგივრად. 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან დაწყებული ქალაქი არაერთხელ იყო ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი სისხლიანი ძალადობის აქტების მოწმე. სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მასობრივი შეჯახებები აღინიშნა 1982 და 2001 წლებში[1][2].

2006 წლის თებერვალში ქალაქში ადგილი ჰქონდა მუსულმანური მოსახლეობის მასობრივ მღელვარებებს, რომელიც გამოიწვია ერთ-ერთ დანიურ გაზეთში წინასწარმეტყველ მაჰმადის კარიკატურების გამოქვეყნებამ. მღელვარება გადაიზარდა ქრისტიანული საცხოვრებელი კვარტლების განადგურებაში. მოკლული იქნა 15 ადამიანი, დაიწვა 12 ეკლესია[3][4]. 2013 წლის 14 მაისს ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა ისლამური დაჯგუფების — ბოკო ჰარამის მოღვაწეობის გამო მაიდუგურის რაიონში და ქვეყნის ჩრდილოეთის მთელ რიგ სხვა რაიონებში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა[5]. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ქალაქში შედარებით წყნარი სიტუაცია იდგა, მაგრამ 2014 წლის 4 ივნისს ქალაქის შემოგარენში, მაიდუნგის უნივერსიტეტის სიახლოვეს არსებულ სოფელ ბარდერში ბოკო ჰარამის ბოევიკები თავს დაესხნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მოკლეს დაახლოებით 45 ადამიანი.

გეოგრაფია და კლიმატი რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მდინარე ნგადის ნაპირზე, დაახლოებით 100 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით ჩადის ტბიდან. ქალაქში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, ქალაქის მუზეუმი. 1964 წლიდან მაიდუგურთან გაყვანილია ტრანსნიგერიული სარკინიგზო ხაზი, რომელიც ქალაქს აკავშირებს გვინეის ყურის (პორტ-ჰარკორტამდე) სანაპიროსთან[6]. არსებობს საერთაშორისო აეროპორტი.

მაიდუგურის კლიმატი ხასიათდება, როგორც ცხელი ნახევრადარიდული. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა (47 °C) აღინიშნა 1983 წლის 28 მაისს, ხოლო რეკორდულად დაბალი (5 °C) — 1979 წლის 26 დეკემბერს.

მოსახლეობა რედაქტირება

2009 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 197 497 ადამიანს. მათი უმრავლესობა მიეკუთვნება ჰაუსას ხალხს, მაიდუგურში ასევე ცხოვრობენ კანურის ტომის ხალხი და ბაგარები. უნივერსიტეტში ასწავლიან ინგლისურ ენაზე. ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული რელიგიაა ისლამი, ასევე ცხოვრობს ქრისტიანული უმცირესობა. ქალაქი მაიდუგური ჩრდილოეთ ნიგერიის ტრადიციული სავაჭრო ცენტრია. მაიდუგურში ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ ნიგერიაში.

სქოლიო რედაქტირება

  1. Eclipse triggers Nigeria riot. Barnaby Phillips, BBC. Wednesday, 10 January 2001.
  2. Nigerian Toll Put at 452 In Religious Riots. REUTERS, New York Times. November 1, 1982.
  3. Al Jazeera: Fifteen killed in Nigerian cartoon riots. ციტირების თარიღი: 2007-04-06.
  4. ReliefWeb: Nigeria's northeast state imposes curfew after religious crisis. ციტირების თარიღი: 2007-04-06.
  5. Nigeria: State of Emergency Declared (14 May 2013). ციტირების თარიღი: 6 June 2013.
  6. NigeriaFirst.org: Revamping the Nigerian Railway. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-16. ციტირების თარიღი: 2007-04-06.