წმიდა მოციქული და მახარებელი მათე (ებრ. מתי, ბერძ. Ματθαίος, ლათ. Matthaeus) ძე ალფესი, (თორმეტ მოციქულთაგანი) წარმოშობით გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. ხსენება - 16 (29) ნოემბერი.

წმინდა მათე მახარებელის ანგელოზი
მათე მახარებელი

ცხოვრება რედაქტირება

მათე მოციქული ახალი აღთქმის პირველი წიგნის ავტორია. მოგეხსენებათ წმინდა ოთხთავი შედგება ოთხი წიგნი-სახარებისაგან. სწორედ პირველი ადგილი უკავია მათეს სახარებას. ცნობილია ,რომ მან სახარება უფლის ზეცად ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ დაწერა (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან). მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს პალესტინაში, თუმცაღა პირვანდელი სახით ,არამეულად დაწერილი ,ჩვენამდე მოღწეული არ არის ,არამედ გვაქვს ბერძნული თარგმანი.

მოწოდება რედაქტირება

სახარებიდან ცნობილია, რომ მათე მეზვერე ანუ გადასახადების (ბაჟის) ამკრეფი იყო. მათე მოციქული მოიხსენიება სახარებაში:

და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა.

—(მათ.9:9-10)

ქადაგება რედაქტირება

სულთმოფენობის შემდეგ მათე მოციქულმა 15 წელი იქადაგა იერუსალიმში, შემდეგ წავიდა მაკედონიაში, სირიაში, სპარსეთში, პართიაში , მიდიაში და ბოლოს ეთიოპიაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება