მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية الإسلامية الموريتانية) — სახელმწიფო ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა
არაბ. الجمهورية الإسلامية الموريتانية
მავრიტანია
მავრიტანიის
დროშა
ჰიმნი: მავრიტანიის ეროვნული ჰიმნი
მავრიტანიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ნუაქშოტი
18°09′ ჩ. გ. 15°58′ დ. გ. / 18.150° ჩ. გ. 15.967° დ. გ. / 18.150; -15.967
ოფიციალური ენა არაბული ენა
მთავრობა სამხედრო ხუნტა
 -  პრეზიდენტი მუჰამედ ულდ აბდელ აზიზი
 -  პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ულდ ბილალი
ფართობი
 -  სულ 1 030 700 კმ2 (29)
 -  წყალი (%) 0.03
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 3 069 000 (135-ე)
 -  1988 აღწერა 1 864 236 
 -  სიმჭიდროვე 3,0 კაცი/კმ2 (221-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $7.159 მილიარდი (144-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $2,402 (132-ე)
აგი (2007) 0.550 (საშუალო) (137-ე)
ვალუტა უგია (MRO)
დროის სარტყელი UTC±00:00
ქვეყნის კოდი MRT
Internet TLD .mr
სატელეფონო კოდი 222

პოლიტიკური წყობილება რედაქტირება

  • სენატი - 56 წევრი
  • ეროვნული ასამბლეა - 81 წევრი.
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 12 პროვინცია და დედაქალაქის რაიონი.

ისტორია რედაქტირება

მავრიტანიის ძველი და შუა საუკუნეების ისტორია ნაკლებად არის შესწავლილი. XV საუკუნეშო მოვიდნენ ევროპელები. პორტუგალიელებმა და ესპანელებმა შექმნეს დასაყრდენი ბაზები მავრიტანიის სანაპიროზე და დაიწყეს შავკანიანი მონების, ოქროსა და გუმიარაბიკის გაზიდვა. მალე მათ მეტოქეობა დაუწყეს ნიდერლანდელებმა, ინგლისელებმა და ფრანგებმა. ვერსალის ზავით (1783) მავრიტანიის სანაპირო საფრანგეთის განსაკუთრებული ინტერესების სფეროდ ცნეს. XIX საუკუნის შუა ხანებიდან საფრანგეთმა ხელი მიჰყო მავრიტანიის ინტენსიურ კოლონიზაციას, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის შეუპოვარი წინააღმდეგობის გამო მავრიტანია ოფიციალურად მხოლოდ 1920 წელს გამოცხადდა კოლონიად და შევიდა საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში. ფრანგმა კოლონიზატორებმა შემოიღეს პირდაპირი მმართველობის სისტემა, თუმცა ტრადიციულ ბელადებს მნიშვნელოვანი გავლენა შეუნარჩუნეს. კოლონიზატორებმა მკვიდრ მოსახლეობას წაართვეს ელემენტარული უფლებები; მძიმე გადასახადებით დაბეგრეს და დააკისრეს იძულებითი შრომა.

გეოგრაფია რედაქტირება

 

მავრიტანიის ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს დასავლეთ საჰარის ქვიშიან და ქვიან უდაბნოებს. რელიეფში ჭარბობს დაბლობი ვაკე და დაბალი პლატოები, რომელთაგან აღსანიშნავია ადრარის პლატო (სიმაღლე 732 მ-მდე, მთა ამოზაგა). სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება სპილენძისა და რკინის მადანი, ქვამარილი, თაბაშირი და სხვა.

ჰავა ტროპიკული უდაბნოსია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 16-20 °C-ია, ივლისის 30-32 °C, მაქსიმალური 40-45 °C-ზე მაღალია. ნალექები 100 მმ-ზე ნაკლებია წელიწადში, ჩრდილო-ამოსავლეთით 50 მმ-ზე ნაკლები, სამხრეთით 200-400 მმ. მუდმივნაკადიანი მდინარეები არ არის, გარდა მდინარე სენეგალისა, რომელიც საზღვარზე გადის. წყალმომარაგების მიზნით იყენებენ მიწისქვეშა წყლებსა და წყაროებს.

უდაბნო რაიონებში გავრცელებულია მეჩხერი და მარცვლოვან-ბუჩქნარიანი და ეფემერული ბალახოვანი მცენარეულობა, სამხრეთით ნახევარუდაბნოებია, სადაც ხარობს სიმშრალის მოყვარული ბუჩქნარი და აკაცია. ცხოველთა სამყაროში ჭარბობს უდაბნოს სახეობები (ქვეწარმავლები, მღრღნელები, მტაცებლებიდან - ტურა, მელა), ზოგიერთ რაიონში შემორჩენილია სირაქლემა და ჩლიქოსნები (ქურციკი, ანტილოპები). სანაპირო წყლები მდიდარია თევზით.

მოსახლეობა რედაქტირება

 
სკოლის ასაკის ბავშვები

1988 წლის აღწერი მონაცემებით, მავრიტანიის მოსახლეობა 1 864 236 ადამიანს შეადგენდა, თუმცა 2017 წლისთვის ეს რიცხვი სავარაუდოდ 4 266 448 უნდა ყოფილიყო Population Pyramids of the World კვლევის მიხედვით. მკვიდრი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ დასავლეთ საჰარის არაბები (მავრები). მათი სალაპარაკო ენაა ჰასინია, არაბული ენის დიალექტი. ჩრდილოეთი და ცენტრალური მავრიტანია ეთნიკურად შედარებით ეეთგვაროვანი, ძირითადად მომთაბარე ხალხითაა დასახლებული. სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია ბერბერ-ზენაგას მცირე ჯგუფი. დანარჩენი მავრიტანიელები ნეგროიდული ხალხებია, რომლებიც ქვეყნის სამხრეთის, უმთავრესად სენეგალის ველის ბინადრები არიან. გაბატონებული რელიგიაა ისლამი.

ხელოვნება რედაქტირება

ნეოლითის ხანის ძეგლები დაკავშირებულია ძველი ნეგროიდული ხალხებისა და ბერბერების კულტურასთან (კლდის მხატვრობა, ქვის აკლდამები). შუა საუკუნეების მავრიტანიის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო არაბ-ბერბერული კულტურა. XI-XIII საუკუნეებში ქალაქებში აგებენ ალიზის სახლებსა და მინარეთებიან მეჩეთებს. XX საუკუნეში, ქალაქებში ნუაქშოტსა და ნაუდიბუში (პორტ-ეტიენი) შენდება თანამედროვე ნაგებობები. ბევრმა ქალქმა შეინარჩუნა შუა საუკუნეების სახე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 345-346.
  • Foster, Noel, Mauritania: The Struggle for Democracy (Lynne Rienner Publishers, 2010).
  • Hudson, Peter, Travels in Mauritania (Flamingo, 1991).
  • Murphy, Joseph E, Mauritania in Photographs (Crossgar Press, 1998).
  • Pazzanita, Anthony G, Historical Dictionary of Mauritania (Scarecrow Press, 2008).
  • Ruf, Urs, Ending Slavery: Hierarchy, Dependency and Gender in Central Mauritania (Transcript Verlag, 2001).
  • Sene, Sidi, The Ignored Cries of Pain and Injustice from Mauritania (Trafford Publishing, 2011).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება