მაგელანგი (ინდონ. Magelang) — ქალაქი ინდონეზიაში, მაგელანგის სარეგენტოში, ცენტრალური იავის პროვინციაში, მერაბუსა და სუმბინგის მთებს შორის. გაშენებულია ქალაქ ჯოკიაკარტიდან 43 კმ–ით ჩრდილოეთით და პროვინციის დედაქალაქ სემარანგიდან 75 კმ–ით სამხრეთით.

ქალაქი
მაგელანგი
ინდონ. Magelang
დროშა გერბი

ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პროვინცია ცენტრალური იავა
შიდა დაყოფა Magelang Selatan[1] , Magelang Utara[1] და Magelang Tengah[1]
კოორდინატები 7°28′00″ ს. გ. 110°13′00″ ა. გ. / 7.46667° ს. გ. 110.21667° ა. გ. / -7.46667; 110.21667
დაარსდა 11 აპრილი, 907
ფართობი 18,12 კმ²
ცენტრის სიმაღლე 350
მოსახლეობა 118 227 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 6 524 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი +62293
ოფიციალური საიტი magelangkota.go.id
მაგელანგი — ინდონეზია
მაგელანგი

გეოგრაფია რედაქტირება

მაგელანგი პატარა ქალაქია. მდებარეობს ნაყოფიერ სასოფლო–სამეურნეო არეალში, ცენტრალური იავის ერთ–ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში. დასავლეთიდან ჩამოუდის მდინარე პროგო, აღმოსავლეთით კი ელო. იყოფა რამდენიმე რაიონად.

ისტორია რედაქტირება

მაგელანგი ახ. წ. 907 წელს დაარსდა სახელწოდებით მანტიასიჰი. შედიოდა შუა საუკუნეების იავური სახელმწიფო მატარამის შემადგენლობაში.

დემოგრაფია რედაქტირება

ბოლო, 2010 წლის კონაცემებით 118 227 ადამიანს შეადგენს.[2]. მოსახლეობის დინამიკა წლების მიხედვით:

1980 1990 2000 2005 2010 2012
123 484 123 156 115 594 124 374 118 227 117 846[3]

ძეგლები რედაქტირება

მაგელანგის სიახლოვეს მდებარეობს IX საუკუნის ბუდისტური ტაძარი ბორობუდური.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  2. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-09. ციტირების თარიღი: 2012-12-12.(ინგლისური)
  3. расчётное