მაგდებურგის წყლის ხიდი

მაგდებურგის წყლის ხიდი (გერმ. Kanalbrücke Magdeburg, სრული სახელია გერმ. Wasserstraßenkreuz Magdeburg) — ორი არხის შემაერთებელი წყლის ხიდი გერმანიაში, ესენია: ელბა-ჰაველის არხი და შუაგერმანიის არხი, რომელთა მხრიდანაც მიმდინარეობს კავშირი ინდუსტრიულ რაიონთან.

მაგდებურგის წყლის ხიდი
გერმ. Kanalbrücke Magdeburg
ადგილმდებარეობა გერმანია
მაგდებურგის ხიდზე არხთა შეერთების რუკა

ხიდი გაშენებულია მაგდებურგის ცენტრიდან 10 კმ-ით ჩრდილოეთით. ელბას მარჯვენა სანაპიროზე ხიდს გააჩნია დასახლებული პუნქტი ჰოენვარტე.

ხიდის სიგრძე წარმოადგენს 918 მეტრს.

თავდაპირველად ასეთი ხიდის გაშენების იდეა ჯერ კიდე 1919 წელს ითქვა, და 1938 წლისთვის ამწევი აპარატი როტენზე და ხიდის საძირკველი მზად იყო. თუმცა მშენებლობა ჩერდებოდა პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს. მას შემდეგ, რაც გერმენია დაყოფილი იყო ცივი ომის დასაწყისში, მშენებლობა გაჩერებული იყო გაურკვეველი დროით, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ. გერმანიის გაერთიანებით მისი მშენებლობა გახდა უპირატესი ამოცანა.

მშენებლობა დაიწყო 1997 წელს და დასრულდა ექვს წელიწადში (2003 წლის ოქტომბერში). მასზე დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო დაიხარჯა, 68 000 მ³ ბეტონი და 24 000 ფოლადი.

ახლა ხიდი აერთიანებს ბერლინის შიდა პორტს რეინის პორტებთან. მის დასრულებამდე გემები იძულებულები იყვნენ შეესრულებინათ ოც კილომეტრიანი დუგმა როტენზის პალოზე, ელბაზე და „ნიგრიპის“ პალოს გავლით.

მონაცემები რედაქტირება

  • საშუალო სიგრძე: 918 (აქედან 690 მ ხმელეთის ზემოთ, 228 მ წყლის ზემოთ)
  • სიგანე: 34 მ
  • სიღრმე: 4,25 მ
  • მაქსიმალური მონაკვეთი: 106 მ
  • გამოყენებული მასალა: საშუალოდ 68 000 მ³ ბეტონი, 24 000 ტონა ფილადი.
  • მშენებლობა დაიწყო 1997 წელს და დასრულდა 2003 წელს

პოპ კულტურა რედაქტირება

ხიდი გამოსახულია კინოფილმში Hanna, ფილმის დაახლოებით 75-ე წუთზე ასევე ნაჩვენებია ფილმში „Vitou the Kong“

პალო რედაქტირება

ელბა-ჰაველის არხზე გემთა მიმოსვლის შესუსტებისთვის აშენებული იყო ორმაგი პალო. ხიდის მეორე მხარეს სახომალდო ამწევი როტენზე გამოიყენება შუაგერმანიის არხში ჩასაშვებად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება