მაგდებურგის საკათედრო ტაძარი

მაგდებურგის საკათედრო ტაძარი, ოფიციალურად წმინდა ეკატერინესა და მორისის საკათდერო ტაძარი იყო პირველი გოტიკური ტაძარი გერმანიაში და 100,98 მ სიმაღლით ყველაზე მაღალი კათედრალია ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში. ტაძარი მდებარეობს მაგდებურგში, საქსონია-ანჰალტის დედაქალაქში, გერმანია. ამ ტაძარში დაკრძალულია ოტო I დიდი.

ხედი მაგდებურგზე კათედრალით მარჯვენივ

კათედრალის ადგილას პირველი ეკლესია აშენდა 937 წელს და ის იყო წმ. მორისის სააბატო. დღევანდელი კათედრალი შენდებოდა 300 წლის განმავლობაში 1209 წლიდან, ხოლო კოშკის ქიმები 1520 წელს დასრულდა. მრავალგზის დარბევის მიუხედავად კათედარლი მდიდარია ხელოვნების ნიმუშებით ანტიკურიდან თანამედროვე პერიოდის ჩათვლით.