ლუს სახელმწიფო, (ჩინ.: 魯國)[1]ჯოუს დინასტიის ვასალური სახელმწიფო, ჩინეთის ისტორიის ჩუნციუს პერიოდში. სათავადო დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე Х საუკუნეში, მისი მმართველები თავის გვარად იყენებდნენ „ჯი“-ს. პირველი მმართველი იყო ბოკინი (ჩინ.: 伯禽),[1] სახელი დაახლოებით ითარგმნება როგორც „მხეცების წინამძღვარი“). მისი ტერიტორია მოიცავდა დღევანდელი შანდუნის ცენტრალურ და სამრეთ-დასავლეთ ტერიტორიას, ხოლო დედაქალაქი იყო ციუიფუ. მას ჩრდილოეთიდან ცის, ხოლო სამხრეთიდან ჩუს ძლიერი სახელმწიფოები ესაზღვრებოდა. ქრისტეშობამდე 684 წელს მათ ჩაბშაოს ბრძოლაში ცის შემოტევა მოიგერიეს, თუმცა ჩუნციუს პერიოდს ლუს სახელმწიფოს შესუსტება მოჰყვა. ლუს პოლიტიკური ძალაუფლება საბოლოოდ გაიყო სამ ძლიერ მემამულეს: ჯისუნს, მენგსუნს და შუსუნს შორის (სამივე მათგანი ლუს მმართველის ხუანის შვილი იყო). მენგსუნის და შუსუნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა ცის სამეფომ, ხოლო ჯისუნმა შექმნა ცალკე სახელმწიფო, რომელსაც „ბი“ (费) უწოდა. ძველი წელთაღრიცხვით 256 წელს ჩუს სამეფომ მოახდინა ლუს სამეფოს საბოლოო ანექსია.

ლუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში

ლუ იყო კონფუცის სამშობლო. გაზაფხულის და შემოდგომის ანალები დაიწერა ლუს ისტორიის მიხედვით.[2] ჩინეთის ისტორიის შესახებ მეორე დიდი ნამუშევარი ძო ჯუანი (ძოს ანალები) ასევე ლუში დაიწერა.

ლუს მმართველების სია რედაქტირება

  • ხიაო 796-769;
  • ხუი 768-723;
  • ინი 722-712;
  • ხუანი 711-694;
  • ჯუანგი 693-662;
  • მინი 661-660;
  • ხი 659-627;
  • ვენი 626-609;
  • ხუანი 608-591;
  • ჩენგი 590-573;
  • ხიანგი 572-542;
  • ჯაო 541-510;
  • დინგი 509-495;
  • აი 494-477;

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Lu Feudal Lords. Chinaknowledge.de. ციტირების თარიღი: November 5, 2010.
  2. Spring and Autumn Annals