ლუცერნი (გერმ. Luzern; ფრანგ. Lucerne) — ქალაქი ჩრდილო-ცენტრალურ შვეიცარიაში, ქვეყნის გერმანულენოვან ნაწილში. ლუცერნის კანტონისა და თავისივე სახელწოდების რაიონის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 76 200 ადამიანია და ამ მხრივ წარმოადგენს ცენტრალური შვეიცარიის უდიდეს ქალაქსა და რეგიონის სატრანსპორტო, სატელეკომუნიკაციო და პოლიტიკურ ცენტრს. ურბანული არეალი მოიცავს 17 ქალაქს და განთავსებულია სამი სხვადასხვა კანტონის ტერიტორიაზე; მისი მთლიანი მოსახლეობა 250 000 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი
ლუცერნი
გერმ. Luzern

ლუცერნისა და ფირვალდშტეტის ტბის ხედი პილატუსის მთიდან
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
კანტონი ლუცერნი
კოორდინატები 47°03′00″ ჩ. გ. 8°18′00″ ა. გ. / 47.05000° ჩ. გ. 8.30000° ა. გ. / 47.05000; 8.30000
მმართველი Beat Züsli
ფართობი 29,06 კმ²
ცენტრის სიმაღლე 436
ოფიციალური ენა გერმანული ენა
მოსახლეობა 77 491 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 668 კაცი/კმ²
აგლომერაცია 250 000
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 041
საფოსტო ინდექსი 6000
საავტომობილო კოდი LU
ოფიციალური საიტი lucerne.ch
ლუცერნი — შვეიცარია
ლუცერნი

ფირვალდშტეტის ტბის ნაპირებზე, შვეიცარიის ალპების პილატუსისა და რიგის მთების ძირში მდებარეობის გამო, ლუცერნი მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულებისაა. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა კაპელაპბრიუკიXIV საუკუნის ხის ხიდი.

ლუცერნის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. ისტორიკოსების აზრით, რომაულ ხანაში, იმ ადგილას, სადაც ფირვალდშტეტის ტბიდან მდინარე როისი გამოედინებოდა, უკვე არსებობდა პატარა დასახლება.

დემოგრაფიული ისტორია რედაქტირება

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

ლუცერნი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Twin cities of the city Luzern Official web page of the city Luzern