ლუქსემბურგის საჰერცოგო

ლუქსემბურგის საჰერცოგო (ფრანგ. Luxembourg, ლუქს. Lëtzebuerg) — საღვთო რომის იმპერიაში შემავალი სახელმწიფო. ლუქსემბურგების (შემდგომში ლიმბურგები) დინასტიის მემკვიდრეობითი მიწა. ლიმბურგები XIV საუკუნის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ, რომლებიც ჰაბსბურგებს ცენტრალურ ევროპაში დომინანტობას ეცილებოდნენ.

ლუქსემბურგის საჰერცოგო
ლუქს. Herzogtum Lëtzebuerg
გერმ. Herzogtum Luxemburg
ფრანგ. Duché de Luxembourg
საღვთო რომის იმპერიის სახელმწიფო.

 

1353–1795

დროშა

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ლუქსემბურგი 1350 წელს.
დედაქალაქი ლუქსემბურგი
ენები ლუქსემბურგული, ფრანგული, გერმანული
რელიგია რომის კათოლიკური ეკლესია
მთავრობა ფეოდალური მონარქია
ლუქსემბურგის ჰერცოგი
 -  1353–1383 ვენცელ I
 -  1415–1419 ელიზაბეტი
 -  1419–1425 ვილჰელმ III
 -  1425–1443 ელიზაბეტი
 -  1439–1482 ვილჰელმ III
ისტორია
 -  საჰერცოგოდ აღიარება 1353
 -  ბურგუნდიის ჰეროგების მმართველობა 1443
 -  ჰაბსბურგების მმართველობა 1482
 -  საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის ოკუპაცია 1795

1411 წელს სიგიზმუნდ I-ს, დაგროვილი ვალების გამო ლუქსემბურგის საჰერცოგოს თავის ძმისწულ ელიზაბეტზე გადაცემა მოუწია. ელიზაბეტმა მოგვიანებით საჰერცოგო ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპს მიჰყიდა. ბურგუნდიის ჰერცოგების მამრობითი შტო შეწყდა, როდესაც ფილიპის შვილი შარლ მამაცი ნანსის ბრძოლაში გარდაიცვალა. ბურგუნდიის ჰერცოგების მემკვიდრე გახდა შარლის ერთადერთი შვილი მარი, რომელიც ჰაბსბურგების დინასტიის წარმომადგენელზე, საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ზე დაქორწინდა. შედეგად ლუქსემბურგის საჰერცოგო ჰაბსბურგების მმართველობაში გადავიდა.

1555 წელს კარლ V-ს (ის ასევე იყო ესპანეთის მეფე კარლ I) ტახტიდან გადადგომის გამო, ლუქსემბურგი მის შვილს ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს გადაეცა. ნიდერლანდების რევოლუციის დროს, ნიდერლანდის შვიდი ჩრდილოეთი პროვინცია გამოეყო ესპანეთს და 1581 წელს შექმნა გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა. დანარჩენი სამხრეთული პროვინციები (მათ შორის ლუქსემბურგიც) 1714 წლამდე ესპანეთის შემადგენლობაში რჩებოდა. ესპანური მემკვიდრეობისთვის ომის შემდეგ, რომელიც 1700 წელს ესპანური ჰაბსბურგების მამაკაცის შტოს შეწყვეტის შემდეგ დაიწყო, 1714 წელს სამხრეთ ნიდერლანდის პროვინციები ავსტრიელი ჰაბსბურგების ხელში გადავიდა. ლუქსემბურგი ავსტრიული გავლენის ქვეშ 1795 წლის საფრანგეთის რევოლუციამდე რჩებოდა.

ლუქსემბურგის საჰერცოგომ ტერიტორიის ნაწილი 1813 წელს პრუსიის სასარგებლოდ დაკარგა. 1815 წელს ნაპოლეონის ვატერლოოსთან დამარცხების შემდეგ, ლუქსემბურგის სტატუსი გახდა დიდი საჰერცოგო. მმართველად დაინიშნა ვილიამ I, რომელიც ასევე ახლად შექმნილი ნიდერლანდის გაერთიანებული სამეფოს პირველი მეფე იყო. 1830 წელს, როდესაც ბელგიამ მიიღო დამოუკიდებლობა, ლუქსემბურგის ტერიტორიის დიდი ნაწილი მას გადაეცა (იხილეთ - ლუქსემბურგის დაყოფა). 1890 წელს, ვილიამ III-ს გარდაცვალების შემდეგ ნიდერლანდის გვირგვინი გადაეცა მის ქალიშვილ ვილგელმინიას, ხოლო ლუქსემბურგის გვირგვინი ადოლფს.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ermesinde et l'affranchissement de la ville de Luxembourg; Études sur la femme, le pouvoir et la ville au XIIIe siècle, sous la direction de Michel Margue, Publications du Musée d'Histoire de la Ville de Luxembourg, Publications du CLUDEM tome 7, Luxembourg 1994.
  • Tatsachen aus der Geschichte des Luxemburger Landes, Dr. P. J. Müller, Luxemburg 1963, Verlag "de Frendeskres", Imprimerie Bourg-Bourger.
  • Vivre au Moyen Age: Luxembourg, Metz et Trèves; Études sur l'histoire et l'archéologie urbaines, sous la direction du usée d'Histoire de la Ville de Luxembourg, Publications Scientifiques du Musée d'Histoire de la Ville de Luxembourg, tome 2, Luxembourg 1998.

სქოლიო რედაქტირება

  1. Francia Media: Lorraine & Burgundy. Friesian.com (6 August 1914). ციტირების თარიღი: 1 February 2013.