ლუსიენ ფევრი

ფრანგი ისტორიკოსი

ლუსიენ ფევრი (დ. 22 ივლისი, 1878 — გ. 11 სექტემბერი, 1956) — ფრანგი ისტორიკოსი. იგი ცნობილია თავისი როლით, რომელიც ითამაშა ანალების სკოლის ისტორიის შექმნაში. ის ანატოლ დე მონსისთან ერთად იყო Encyclopédie française-ის მთავარი რედაქტორი.

ლუსიენ ფევრი
ფრანგ. Lucien Febvre
დაბ. თარიღი 22 ივლისი, 1878(1878-07-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ნანსი[9]
გარდ. თარიღი 11 სექტემბერი, 1956(1956-09-11) (78 წლის) ან 26 სექტემბერი, 1956(1956-09-26)[8] (78 წლის)
გარდ. ადგილი სენტ-ამური[9]
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ისტორიკოსი[8] და პროფესორი[10]
მუშაობის ადგილი საფრანგეთის კოლეჯი[10] , ბურგუნდიის უნივერსიტეტი, სტრასბურის უნივერსიტეტი, სოციალური მეცნიერებების უმაღლესი სკოლა და მაღალი კვლევების პრაქტიკული სკოლა
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და ბურგუნდიის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Henri Brunschwig
ჯილდოები საბრძოლო ჯვარი 1914–1918, სამხედრო ჯვარი, საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[1] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[1] და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[1]

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა და გაიზარდა ნანსში. მისი მამა იყო ფილოლოგი, რომელმაც ფევრს გააცნო უძველესი თემები და ენები, რამაც გავლენა მოახდინა ფევრის აზროვნებაზე. ოცი წლის ასაკში ის გაემგზავრა პარიზში, რათა ჩაწერილიყო პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში. 1899 და 1902 წლების მონაკვეთში იგი ძირითადად სწავლობდა ისტორიასა და გეოგრაფიას. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1902) ისწავლა lycée, სადაც მან დაიცვა დისერტაცია ფილიპე II-სა (ესპანეთი) და ფრანშ-კონტეზე. როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო 1914 წელს, ფევრი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახურეობრივი პოსტი და ჯარში წასულიყო, სადაც ოთხი წელი იმსახურა. 1911-1919 წლებში ის იყო ბურგუნდიის უნივერსიტეტის პროფესორი, 1919-1933 წლებში სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. ის დაუახლოვდა მარკ ბლოკს და ახლო ურთიერთობა დაამყარეს. ბლოკმა ფევრს თავისი ფილოსოფიური და პოლიტიკური შეხედულებები გააცნო. ფევრმა დიდი როლი ითამაშა მსოფლიო მხედველობის გარდაქმნაში.

1929 წელს ლუსიენ ფევრმა თავის კოლეგასთან და ახლო მეგობართან, მარკ ბლოკთან ერთად გამოაქვეყნა ჟურნალი, Annales d'histoire économique et sociale (ცნობილია, როგორც ანალები).

ლუსიენ ფევრი იყო ენციკლოპედიური განათლების და ინტერესთა ფართო წრის მეცნიერი. მან დაწერა სამეცნიერო შრომები XVI საუკუნის ისტორიის შესახებ: „მარტინ ლუთერის ბედი“ (1928), „ორიგენი და დეპერიე“ (1942), „ჰეპტამერონის შესახებ“ (1944), „ურწმუნოების პრობლემა XVI საუკუნეში, რაბლეს რელიგია“ (1942). მისი საქმიანობა არ შემოიფარგლებოდა XVI საუკუნის ხალხთა ფსიქოლოგიის და კულტურის შესახებ. ფევრმა ბევრი იღვაწა ისტორიული შემეცნების ახალი ცნობიერების დასამკვიდრებლად. თავისი შემოქმედება მიუძღვნა „ისტორიისთვის ბრძოლას“, ახალ ისტორიულ მეცნოერებას-მეცნიერებას ადამიანის, მისი მენტალობის შესახებ, აზროვნების, გრძნობათა სტერეოტიპის შესახებ.

ლუსიენ ფევრმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ახალი დისციპლინის „წიგნის ისტორიის“ დამკვიდრებაში. 1950 წლიდან იგი იკვლევდა წიგნის ბეჭდვის გამოგონების მიზეზებს და შედეგებს. მან მოიწვია ახალგაზრდა ბიბლიოგრაფი, ისტორიკოსი ანრი-ჟან მარტენი და მიანდო მას გამოცემის რედაქტირება და დასაბეჭდად გამზადება. ფევრის სიკვდილის შემდეგ (1956) მარტენმა გააგრძელა მუშაობა და 1958 წელს გამოსცა „L’apparition du livre“ („წიგნის დაბადება“).

რჩეული ნაშრომები ფრანგულ ენაზე რედაქტირება

  • Philippe II et la Franche-Comté. Étude d’histoire politique, religieuse et sociale, Paris, Honoré Champion, 1911, 808 p.
  • Notes et documents sur la Réforme et l’Inquisition en Franche-Comté, Paris, 1911, 336 p.
  • Histoire de la Franche-Comté, Paris, Boivin, 1912, 260 p.
  • La Terre et l'évolution humaine, Paris, Albin Michel, " L'évolution de l’Humanité ", 1922.
  • Un Destin. Martin Luther, Paris, Presses Universitaires de France, 1928.
  • Civilisation. Évolution d’un mot et d’un groupe d’idées, Paris, Renaissance du livre, 1930, 56 p.
  • Le Rhin. Problèmes d’histoire et d'économie, Paris, Armand Colin, 1935.
  • (dir.) : Encyclopédie française, 11 volumes parus de 1935 à 1940.
  • Le Problème de l’incroyance au XVIe. La religion de Rabelais, Paris, Albin Michel, Coll. L'évolution de l’humanité, 1942, 548 p.
  • Origène et Des Périers ou l'énigme du Cymbalum Mundi, Paris-Genève, Droz, 1942, 144 p.
  • Autour de l’Heptaméron. Amour sacré, amour profane, Paris, Gallimard, 1944, 300 p.
  • Les Classiques de la liberté : Michelet, Lausanne, Traits, 1946, 162 p.
  • Combats pour l’histoire, Paris, Armand Colin, 1953, 456 p.
  • Au cœur religieux du XVIe, Paris, SEVPEN, 1957, 359 p.
  • L’Apparition du livre, Albin Michel, Paris, 1958 (réimpr. 1971, 1999), 19×12,5 cm. (ანრი-ჟან მარტენთან თანამშრომლობით)
  • Pour une histoire à part entière, Paris, SEVPEN, 1962, 860 p.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Léonore databaseministère de la Culture.
  2. Fink C. K. Encyclopædia Britannica
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. GeneaStar
  5. Babelio — 2007.
  6. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 8.2 BeWeB
  9. 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118683160 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. 10.0 10.1 კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია