ლუნენბურგი (ინგლ. Lunenburg) — ქალაქი კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციის ლუნენბურგის საგრაფოში. მდებარეობს პროვინციის სამხრეთის სანაპიროს რეგიონში, მაჰონის ყურის დასავლეთით, ნახევარკუნძულზე. ქალაქი დაახლოებით 90 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთითაა დაცილებული ჰალიფაქსის რეგიონალური მუნიციპალიტეტის საზღვარს. 2006 წლის მონაცემებით, ლუნენბურგის მოსახლეობა 2 317 ადამიანს შეადგენს.

ძველი ქალაქი ლუნენბურგი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
კოორდინატები 44°22′37″ ჩ. გ. 64°19′08″ დ. გ. / 44.37694° ჩ. გ. 64.31889° დ. გ. / 44.37694; -64.31889
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 741
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 741
ინგლ.რუს.ფრ.

1995 წლიდან ქალაქის ისტორიული ნაწილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ქალაქი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურითა და სამოქალაქო მონახაზით, რაც ბრიტანეთის კოლონიური დასახლების გეგმარების საუკეთესო მაგალითია მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ქალაქის პანორამა