ლუი ფილიპ I (ორლეანი)

ლუი ფილიპ I ორლეანელი (ფრანგ. Louis Philippe Ier d'Orléans), მეტსახელად მსუქანი (ფრანგ. le Gros; დ. 12 მაისი, 1725 — გ. 18 ნოემბერი, 1785) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგი 1752-1785 წლებში. ლუი ორლეანელისა და ავგუსტა ბადენ-ბადენელის ვაჟი. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ ორლეანელის პაპა.

ლუი ფილიპ I
ორლეანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 4 თებერვალი, 1752
მმართ. დასასრული: 18 ნოემბერი, 1785
წინამორბედი: ლუი
მემკვიდრე: ლუი ფილიპ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 მაისი, 1725
გარდ. თარიღი: 18 ნოემბერი, 1785, (60 წლის)
მეუღლე: ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი
(ქ. 1743 - გარდ. 1759)
შარლოტ ბეროდ დე ლა აიე დე რიუ
(ქ. 1773)
შვილები: ლუი ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი
ბატილდა, კონდეს პრინცესა
დინასტია: ორლეანები
მამა: ლუი, ორლეანის ჰერცოგი
დედა: ავგუსტა ბადენ-ბადენელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუი ფილიპი დაიბადა 1725 წლის 12 მაისს ვერსალში. იგი იყო ჰერცოგ ლუი ორლეანელისა და მისი ცოლის, მარკგრაფინია ავგუსტა ბადენ-ბადენელის პირველი შვილი. დედამისი მისი გაჩენიდან ერთ წელიწადში გადაჰყვა მშობიარობას, რა დროსაც გოგონა გააჩინა, რომელიც ჩვილობაშივე დაიღუპა. ამის შემდეგ მამამისი მეორედ აღარ დაქორწინებულა. იგი დაბადებიდანვე ფლობდა შარტრის ჰერცოგის წოდებას.

1752 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ლუი ფილიპ I ორლეანის ჰერცოგი გახდა. მიუხედავად ჭარბწონიანობისა, იგი საფრანგეთის სამხედრო სამსახურში მსახურობდა და არაერთ ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა. მან თავი გამოიჩინა 1742, 1743, 1744 და 1745 წლის ბრძოლებში.1757 წელს წამოვიდა სამხედრო სამსახურიდან და თეატრალურ წარმოდგენებში ჩაება.

1743 წელს ლუი ფილიპი პირველად დაქორწინდა ლუიზ ანრიეტა დე ბურბონზე, კონტის პრინც ლუი არმან II-ის ასულზე, რომელთანაც შეეძინა ორლეანის მომდევნო ჰერცოგი და ერთი ქალიშვილი, ბატილდა, რომელიც კონდეს უკანასკნელი პრინცესა გახდა.

დაქვრივებიდან 15 წლის შემდეგ იგი მეორედ, მალულად დაქორწინდა თავის საყვარელ შარლოტ ბეროდ დე ლა აიე დე რიუზე. იგი საკმაოდ ლამაზი და ჭკვიანი ქალი იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა თეატრალურ წრეებში. წყვილი ბედნიერად და განმარტოვებით ცხოვრობდა ლე-რენსის სასახლეში. მათ ერთად დააარსეს პატარა თეატრი, სადაც მთავარ როლებს თავადვე ასრულებდნენ ხოლმე. მათ დაიქირავეს ცნობილი დირიჟორი და სცენარისტები, რის გამოც ყოველთვის ხარისხიან წარმოდგენებს დგამდნენ.

ლუი ფილიპი გარდაიცვალა 1785 წლის 18 ნოემბერს სენ-ასისის ციხესიმაგრეში, 60 წლის ასაკში. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1784 წელს მან ორლეანელთა დინასტიის რეზიდენცია — სენ-კლოდის სასახლე საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ს მიჰყიდა.

მისი მეორე ცოლი, მარკიზა შარლოტი მისი გარდაცვალებიდან კიდევ 20 წელს ცხოვრობდა. იგი 1806 წელს სიკვდილით დასაჯეს რევოლუციონერებმა.

შვილები რედაქტირება

პირველ ცოლთან, ლუიზ ანრიეტა დე ბურბონთა ჰყავდა სამი შვილი:

  1. გოგონა (1745), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. ლუი ფილიპ II (1747-1793), ორლეანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარი ადელაიდა დე ბურბონი, რომელთანაც შეეძინა საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I;
  3. ბატილდა (1750-1822), თავდაპირველად იყო პარმის ჰერცოგის საცოლე, თუმცა შემდეგ ცოლად გაჰყვა კონდეს უკანასკნელ პრინც ლუი ანრი II-ს, რომელთანაც შეეძინა ენგიენის ჰერცოგი ლუი ანტუანი.

მეორე ცოლთან ჰყავდა სამი შვილი:

  1. ლუი ეტიენი (1759-1825), სენ-პარის გრაფი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  2. ლუი ფილიპი (1761-1829), სენ-ალბინის გრაფი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  3. მარი ეტიენეტი (1761-?), ცოლად გაჰყვა ბროსარდის გრაფ ფრანსუა კონსტანტინს;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Antoine, Michel, Louis XV, Librairie Arthème Fayard, Paris, 1989, p. 473.
  • Dufresne, Claude, Les Orléans, CRITERION, Paris, 1991, chapter: Un "bon gros prince", pp. 191-196.
  • Born Maria Kunigunde Dorothea Hedwig Franziska Xaveria Florentina von Sachsen she would never marry and die as the Princess-Abbess of Thorn and Essen in 1826
  • Ambrose. Tom, GODFATHER OF THE REVOLUTION, The Life of Philippe Égalité, duc d'Orléans, Peter Owen, pg.20-1
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Orleans, Louis Philippe, Duke of". Encyclopædia Britannica. 20 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Reynolds, Francis J., ed. (1921). "Louis Philippe" . Collier's New Encyclopedia. New York: P. F. Collier & Son Company.