ლუიშ ფიგუ (პორტ. Luís Figo; დ. 4 ნოემბერი, 1972; ლისაბონი, პორტუგალია) — ყოფილი პორტუგალიელი ფეხბურთელი. პორტუგალიის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, მან ეროვნულ ნაკრებში 127 მატჩი გამართა და 32 გოლი გაიტანა.

ლუიშ ფიგუ
Luís Figo
ფიგუ 2009 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Luís Filipe Madeira Caeiro Figo
დაბადების
თარიღი
4 ნოემბერი, 1972 (1972-11-04) (51 წლის)
დაბადების
ადგილი
ლისაბონი, პორტუგალია
სიმაღლე 180 სმ.
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
ახალგაზრდული კარიერა
1984–1989 სპორტინგი ლისაბონი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1989–1995 სპორტინგი ლისაბონი 137 (16)
1995–2000 ბარსელონა 172 (30)
2000–2005 რეალ მადრიდი 164 (36)
2005–2009 ინტერი მილანი 105 (9)
ეროვნული ნაკრები
1991–2006 პორტუგალია 127 (32)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ფიგუმ საფეხბურთო კარიერა ლისაბონის სპორტინგში დაიწყო, სადაც 1995 წელს ამავე კლუბის ახალგაზრდული აკადემიიდან მოხვდა. სპორტინგიდან ფიგუ კატალონიურ გრანდ ბარსელონაში გადავიდა, სადაც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და კარგი თამაშით იმ პერიოდის გამორჩეულ ფეხბურთელთა რიგებში დაიმკვიდრა ადგილი. 2000 წელს, ეგრეთ წოდებული გალაქტიკოსის პროექტის ფარგლებში, ფიგუ მეორე ესპანურმა გრანდმა, რეალ მადრიდმა შეიძინა 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ. აღნიშნული კლუბების ისტორიული დაპირისპირების და მტრული დამოკიდებულების გამო, ბარსელონელმა გულშემატკივარმა ფიგუს რეალში გადასვლა ღალატად მიიჩნია, რის გამოც რეალ მადრიდის რიგებში ბარსელონას წინააღმდეგ მატჩების ჩატარება ფეხბურთელს ნამდვილ ჯოჯოხეთში უწევდა. მადრიდში გატარებული ხუთი წლისა და ძალიან ბევრი მოგებული ტიტულის შემდეგ ფიგუ იტალიურ ინტერში გადაბარგდა, სადაც კარიერის ბოლომდე დაჰყო და თანამემამულე ჟოზე მოურინიუს თავკაცობით უამრავი ტიტულიც მოიგო.

2000 წელს ჟურნალმა France Football-მა, ფიგუ დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად და გადასცა ოქროს ბურთი, ის მესამე პორტუგალიელია ვინც ეს ჯილდო მოიპოვა. 2001 წელს ფიფამ დაასახელა წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება