ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი

ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი (ფრანგ. Louise Françoise de Bourbon; დ. 1 ივნისი, 1673 — გ. 16 ივნისი, 1743) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის უკანონო ქალიშვილი რომელიც შემდგომში ლეგიტიმურ შვილად სცნეს და რომელსაც სახელი მამამისის კიდევ ერთი საყვარლის, ლუიზა დე ლა ვალიერის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ასევე მისი ნათლია იყო. დაბადებიდან გათხოვებამდე, იგი ატარებდა მადმუაზელ ნანტის წოდებას.

ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი
Louise Françoise de Bourbon
კონდეს პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1709
მმართ. დასასრული: 16 ივნისი, 1743
წინამორბედი: ანა ჰენრიეტა კურპფალცელი
მემკვიდრე: მარი ანა დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 ივნისი, 1673
დაბ. ადგილი: ტურნუა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 16 ივნისი, 1743, (70 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი III, კონდეს პრინცი
შვილები: ანა მარი, მადმუაზელ ბურბონი
ლუი IV, კონდეს პრინცი
ლუიზ ელიზაბეტი, კონტის პრინცესა
ლუიზ ანა, მადმუაზელ შაროლუა
მარი ანა, მადმუაზელ კლერმონი
შარლი, შაროლუას გრაფი
ანრიეტა ლუიზა, მადმუაზელ ვერმანდუა
ელიზაბეტ ალექსანდრინა, მადმუაზელ სენი
ლუი, კლერმონის გრაფი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი XIV, საფრანგეთის მეფე
დედა: მადამ დე მონტესპანი
რელიგია: კათოლიციზმი

თორმეტი წლის ასაკში ცოლად გაჰყვა ბურბონის ჰერცოგ ლუი დე ბურბონს, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ კონდეს პრინციც ხდება. იგი ახლოს იყო თავის ნახევარძმასთან, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონთან, რის გამოც მან შესძლო და თავისი ვაჟი ლუი ანრი საფრანგეთის პრემიერ მინისტრად აქცია. შემდგომში, პარიზში მან ააგო ბურბონის სასახლე, სადაც გადასახლდა კიდეც და იქ იცხოვრა გარდაცვალებამდე.

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუიზ ფრანსუაზი დაიბადა 1673 წლის 1 ივნისს ტორნუაში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უკანონო ქალიშვილი, რომლის ლეგიტიმაციაც პარიზის პარლამენტმა მალევე მოახდინა, ისევე როგორც მისი ძმების: მაინისა და ვექსინის ჰერცოგების. თუმცა, იმისათვის რომ ლუიზ ფრანსუაზი კანონიერ შვილად ეცნოთ, გარკვეულ დათმობებზე მოუწიათ წასვლა, როგორიცაა ის ფაქტი, რომ მას სამუდამოდ აეკრძალა დედასთან კონტაქტი და როდესაც გარდაიცვალა მისი გლოვის ნებაც კი არ დართეს. ეს იმიტომ, რომ მონტესპანი გათხოვილი ქალი იყო, რაც მის მეფესთან კავშირს კიდევ უფრო უწმინდურს ხდიდა. ლეგიტიმაციისთანავე, ლუიზ ფრანსუაზი მადმუაზელ დე ნანტი გახდა.

იგი თავის და-ძმებთან ერთად იზრდებოდა, მადამ დე მონტენონის ზედამხედველობის ქვეშ. 1685 წლის 24 ივლისს თორმეტი წლის ასაკში, ლუიზ ფრანსუაზი მამის ბრძანებით ცოლად გაჰყვა კონდეს პრინც ანრი ჟიულის ვაჟს, ბურბონის ჰერცოგ ლუი III-ს. მათი ქორწინება ვერსალის სამეფო სასახლის სამლოცველოში შედგა.

ლუიზ ფრანსუაზს საშინელი ქორწინება ჰქონდა და მიუხედავად ქმრის მხრიდან იგნორისა, წყვილს ცხრა შვილი შეეძინა, რომელთაგან აღსანიშნავია ლუი ანრი, რომელიც ლუი XV-ის პრემიერმინისტრი გახდა. ლუი III მოძალადე და სასტიკი ბუნების კაცი იყო, რასაც ასაკში შესვლასთან ერთად დაემატა შიზოფრენიის ნიშნებიც, რაც მას მემკვიდრეობით ერგო. გარდა ამისა, მათი ქორწინება სკანდალური იყო, ვინაიდან ლუი ევროპის რამდენიმე სამეფო ოჯახის შთამომავალი იყო, ლუიზ ფრანსუაზი კი ბასტარდად შობილი, თუმცა მისი მზითვის გამო ლუიმ ქორწინებაზე უარი ვერ თქვა.

ლუი III 1710 წელს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, რითაც შესაძლოა ითქვას, რომ ლუიზ ფრანსუაზმა ამოისუნთქა. მას შეუნარჩუნდა კონდეს პრინცესის წოდება, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ მეორედ აღარასდროს გათხოვდებოდა და საცხოვრებლად ვერსალში გადავიდა.

ლუიზ ფრანსუაზს დიდი გავლენა ჰქონდა თავის შვილებზე. მისი უფროსი ქალიშვილი ანა მარი დედის გავლენით მონაზვნად აღიკვეცა, ვინაიდან მას გონებრივი პრობლემები ჰქონდა და ლუიზ ფრანსუაზი ფიქრობდა, რომ იგი მხოლოდ ღვთის სამსახურში ჩადგომით თუ განიკურნებოდა. ასევე ლუიზ ფრანსუაზმა შესძლო და თავისი ვაჟი ლუი ანრი საფრანგეთის პრემიერმინისტრად აქცია, თუმცა ეს თანამდებობა მალევე დაჰკარგა მადამ დე პრიესთან რომანის გამო. მისი მეორე და მესამე ვაჟები კი დაუქორწინებლად გარდაიცვალნენ, რომელთაც მთელი ცხოვრების მანძილზე უამრავი საყვარელი ჰყავდათ. ესპანური მემკვიდრეობის ომის დროს, ლუი XIV ესპანეთში გასათხოვებლად თავისი ოჯახიდან გოგონას ეძებდა. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ლუიზ ფრანსუაზისა და მისი დის, ორლეანის ჰერცოგინია ფრანსუაზ მარის ქალიშვილებს შორის. მეფემ საბოლოო არჩევანი ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელზე შეაჩერა, რომელიც ესპანეთის დედოფალი გახდა, რამაც ლუიზ ფრანსუაზის განაწყენება გამოიწვია, ვინაიდან მას სურდა, რომ ესპანეთის მეფეს მისი გოგონა გაჰყოლოდა ცოლად.

იგი ძალიან ახლოს იყო თავის ნახევარ-ძმასთან, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონთან. ისინი ერთად ხშირად დადიოდნენ შატო დე მედონში, სადაც ლუიზ ფრანსუაზი და ლუი გეგმებს აწყობდნენ, თუ რას გააკეთებდნენ ლუის გამეფების შემთხვევაში, თუმცა ლუი 1711 წელს გარდაიცვალა და მათი დიდი გეგმებიც მასთან ერთად.

ლუიზ ფრანსუაზი ძალიან პროვოკაციული და ინტრიგების მოყვარული ქალი იყო, რაშიც ის დედას ჰგავდა. სამეფო კარზე იგი თავის საუკეთესო მეგობარ მარკიზა დე ლასაისთან ერთად დიდ დროს ატარებდა და მონაწილეობას იღებდა შეთქმულებებში.

სიცოცხლის ბოლო წლებში, პარიზის ცენტრში მან ააშენა ბურბონის სასახლე, რომელიც საბოლოოდ ეროვნული ასამბლეის ადგილსამყოფელად იქცა. იგი გარდაიცვალა 1743 წლის 16 ივნისს, 70 წლის ასაკში.

შვილები რედაქტირება

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ანა მარი   22 დეკემბერი,

1690

30 აგვისტო,

1760,

(69 წლის)

მადმუაზელ დე ბურბონი და სენ-ანტუან-დე-შამპის აბატისა, გარდაიცვალა გაუთხოვარი და

უშვილო

ლუი ანრი   18 აგვისტო,

1692

27 იანვარი,

1740,

(47 წლის)

ბურბონის ჰერცოგი და კონდეს პრინცი, პირველად იქორწინა მარი ანა დე ბურბონზე, ხოლო

მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლად შეირთო კაროლინა ჰესენ-როტენბურგელი, რომელთანაც

შეეძინა თავისი ერთადერთი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე

ლუიზ ელიზაბეტი   22 ნოემბერი,

1693

27 მაისი,

1775,

(81 წლის)

ცოლად გაჰყვა კონტის პრინც ლუი არმან II-ს, რომელთანაც შეეძინა კონტის პრინცი ლუი

ფრანსუა I და ორლეანის ჰერცოგინია ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი

ლუიზ ანა   23 ივნისი,

1695

8 აპრილი,

1758,

(62 წლის)

მადმუაზელ დე შაროლუა, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო
მარი ანა   16 ოქტომბერი,

1697

11 აგვისტო,

1741,

(43 წლის)

მადმუაზელ დე კლერმონი, ცოლად გაჰყვა ეპინუასა და ჟოიეზის ჰერცოგ ლუი დე მელუნს,

თუმცა შვილები არ ჰყოლია

შარლი   19 ივნისი,

1700

23 ივლისი,

1760,

(60 წლის)

შაროლუას გრაფი, მან მალულად იქორწინა ჟანა დე ვალუა-სენ რემზე, რომელიც საფრანგეთის

მეფე ანრი II-ის უკანონო შთამომავალი იყო, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია. შარლს

თავის საყვარელ მარგარიტა კარონთან ჰყავდა ორი არალეგიტიმური ქალიშვილი

ანრიეტ ლუიზი   15 იანვარი,

1703

19 სექტემბერი,

1772,

(69 წლის)

ბავშვობაში დანიშნული იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ზე, თუმცა ნიშნობის ჩაშლის შემდეგ

იგი მონაზვნად აღიკვეცა, საბოლოოდ კი ბემონ-ლე-ტურის აბატისა გახდა და გარდაიცვალა

გაუთხოვარი და უშვილო

ელიზაბეტ

ალექსანდრინა

  15 სექტემბერი,

1705

15 აპრილი,

1765,

(59 წლის)

მადმუაზელ დე სენი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო
ლუი ფრანსუა   15 ივნისი,

1709

16 ივნისი,

1771,

(62 წლის)

კლერმონის გრაფი, აქტიურად იბრძოდა ჰანოვერში, შვიდწლიანი ომის დროს, გარდაიცვალა

დაუქორწინებელი და უშვილო

ლიტერატურა რედაქტირება

  • Jacques Bernot, Mademoiselle de Nantes, fille préférée de Louis XIV, Nouvelles Editions Latines, 2004, 269 p.