ლუიზა ფრანგი (ფრანგ. Louise de France; დ. 15 ივლისი, 1737 — გ. 23 დეკემბერი, 1787) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და დედოფალ მარია ლეშჩინსკას ნაბოლარა ქალიშვილი. თავდაპირველად წლების მანძილზე იყო მონაზონი წმინდა ავგუსტინეს მონასტერში, საბოლოოდ კი სენ დენის აბატისა გახდა.

ლუიზა ფრანგი
დაბადების თარიღი 15 ივლისი, 1737
ვერსალი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 23 დეკემბერი, 1787, (50 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
წოდება სენ-დენის აბატისა
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: ლუი XV, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ლეშჩინსკა
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუიზა დაიბადა 1737 წლის 15 ივლისს, ვერსალის სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას მეათე, ნაბოლარა შვილი და მერვე ქალიშვილი, სწორედ ამიტომ მას მადამ დარნიერს (ფრანგ. Madame Dernière, ანუ უკანასკნელ ქალბატონს) უწოდებდნენ. 1738 წელს თავის სამ უფროს დასთან ერთად სასწავლებლად გაიგზავნა ფონტერვუდის სააბატოში, საიდანაც იგი 1750 წელს დაბრუნდა ვერსალში.

თავისი ძმის, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონისა და მისი ცოლის, მარია ჟოზეფა საქსონიელის ნაადრევად გარდაცვალების შემდეგ, მათ შვილებზე მზრუნველობა ლუიზამ და მისმა დებმა იკისრეს, რის გამოც მეტად მორცხვ მეფე ლუი XVI-ს ყოველთვის ძალიან და გამორჩეულად უყვარდა თავისი მამიდები.

თავისი თითქმის ყველა უფროსი დის მსგავსად (გამონაკლისია მხოლოდ ლუიზა ელიზაბეტი) ლუიზაც არასდროს გათხოვილა. 1770-იანი წლებიდან, ლუიზამ სამუდამოდ დატოვა ვერსალის სამეფო კარი და წმინდა ავგუსტინეს მონასტერში იგი მონაზვნად აღიკვეცა, 1785 წლიდან კი იგი უკვე სენ-დენის აბატისად გვევლინება.

ლუიზა ფრანგი გარდაიცვალა 1787 წლის 23 დეკემბერს, 50 წლის ასაკში. მისი გარდაცვალებიდან სულ ორ წელიწადში საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო, რომელმაც მისი ბევრი ოჯახის წევრის სიცოცხლე შეიწირა, ბევრი კი იძულებული გაჰხადა საფრანგეთი დაეტოვებინა.

წინაპრები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება