ლუიზა პრუსიელი (1808-1870)

ლუიზა პრუსიელი (გერმ. Luise von Preußen, ნიდერლ. Louise van Pruisen; დ. 1 თებერვალი, 1808 — გ. 6 დეკემბერი, 1870) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელის ქალიშვილი. ნიდერლანდების პრინც ფრედერიკის მეუღლე. შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალ ლუიზა ნიდერლანდელის დედა.

ლუიზა პრუსიელი
წოდებები
პრუსიის პრინცესა (დაბადებით)
ნიდერლანდების პრინცესა (ქორწინებით)
დაიბადა 1 თებერვალი, 1808
გარდაიცვალა 6 დეკემბერი, 1870, (62 წლის)
საგვარეულო ჰოენცოლერნები
მეუღლე(ები) ფრედერიკ ნიდერლანდელი
შვილ(ებ)ი ლუიზა, შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი
მამა ფრიდრიხ ვილჰელმ III, პრუსიის მეფე
დედა ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელი
რელიგია კალვინიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუიზა დაიბადა 1808 წლის 1 თებერვალს ბერლინში. იგი იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელის უმცროსი ქალიშვილი. მან თავისი ქმარი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო, ხოლო 1823 წელს უკვე შედგა მისი და პრინცი ფრედერიკ ნიდერლანდელის ნიშნობა, რომელზეც 1825 წლის 21 მაისს იქორწინა ბერლინში.

1838 წლიდან მოყოლებული ფრედერიკი და ლუიზა ჰააგაში, კორტე-ვორუტის სასახლეში ცხოვრობდნენ, რომელიც მალევე იქცა მათ რეზიდენციად. თავისი ოჯახიდან გამომდინარე, ლუიზას ყოველთვის აქტიური მიმოწერა ჰქონდა რუსეთის, შვედეთისა და გერმანიის სამეფო კარებზე. 1870 წელს იგი ნიდერლანდების ჩარევას მოითხოვდა საფრანგეთ-პრუსიის ომში, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მისი რძალი, დედოფალი სოფია ვიურტემბერგელი, რასაც მათ შორის დიდი კონფლიქტი მოჰყვა.

ლუიზა 1870 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა ვაზენაარში, 62 წლის ასაკში. მისი ქმარი მეორედ აღარ დაქორწინებულა და გარდაიცვალა 1881 წელს, 84 წლის ასაკში.

შვილები რედაქტირება

  1. ლუიზა (1828-1871), ცოლად გაჰყვა შვედეთისა და ნორვეგიის მეფე კარლ XV-ს, რომელთანაც შეეძინა დანიის დედოფალი ლუიზა შვედი;
  2. ვილემი (1833-1834), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ვილემი (1836-1846), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ვილჰელმინა (1841-1910), ცოლად გაჰყვა ვიედის მთავარ ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა ალბანეთის მთავარი ვიედ I;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Johann Karl Kretzschmer: Friedrich Wilhelm III.: sein Leben, sein Wirken u. seine Zeit, Gerhard, 1841, S. 556
  • Handbuch über den Königlich Preußischen Hof und Staat. Berlin: Decker. 1821. p. 72.