ლუდჰიანა (პენჯაბ. ਲੁਧਿਆਣਾ) — ქალაქი ინდოეთის პენჯაბის შტატში. 1 613 878 მცხოვრებით (2011), იგი შტატის უდიდესი ქალაქია. მოსახლეობა კიდევ უფრო იზრდება მოსავლის აღების სეზონზე, მუშათა მიგრაციის გამო უტარ-პრადეშის, ბიჰარის, ორისისა და დელის შტატებიდან. ფართობი დაახლოებით 310 კმ²-ია. ქალაქი გაშენებულია მდინარე სატლეჯის ძველ ნაპირზე, მისი ამჟამინდელი დინებიდან 13 კმ-ით სამხრეთით. წარმოადგენს ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ სამრეწველო ცენტრს. აწარმოებენ ტექსტილს, საინჟინრო ნაწარმს, მეტალურგიასა და ტყავს.

ქალაქი
ლუდჰიანა
პენჯაბ. ਲੁਧਿਆਣਾ
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი პენჯაბი (ინდოეთი)
კოორდინატები 30°55′00″ ჩ. გ. 75°51′00″ ა. გ. / 30.91667° ჩ. გ. 75.85000° ა. გ. / 30.91667; 75.85000
ფართობი 310 კმ²
ცენტრის სიმაღლე 262
მოსახლეობა 1 613 878 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 5 614 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91-161-XXX XXXX
საფოსტო ინდექსი 141001
ოფიციალური საიტი http://www.ludhiana.nic.in/
ლუდჰიანა — ინდოეთი
ლუდჰიანა

ლუდჰიანა შტატის დედაქალაქ ჩანდიგარჰიდან 100 კმ-ით დასავლეთით, ეროვნულ გზატკეცილ 1-ზე მდებარეობს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ დელის არმისტართან აკავშირებს.

კლიმატი ტროპიკულია, მკვეთრად განსხვავებული მშრალი და წვილიანი სეზონებით. იანვრის საშუალო ტემპერატურა — +13 °C, ივნისის — + 32 °C.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება