ლუდმილა ტერ-პეტროსიანი

ლუდმილა ტერ-პეტროსიანი (დ. 20 დეკემბერი, 1948, სანქტ-პეტერბურგი, სსრკ; სომხ. Լյուդմիլա Տեր-Պետրոսյան) — სომხეთის პირველი ლედი 1991-1998 წლებში. სომხეთის მეორე პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მეუღლე. დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა სომეხი ქალის კავშირი“. ორგანიზაციის მიზანია ქალთა უფლებების დაცვა სომხეთში. ჰყავს ერთი შვილი, დავითი და სამი შვილიშვილი.

ლუდმილა ტერ-პეტროსიანი
Լյուդմիլա Տեր-Պետրոսյան
სომხეთის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ნოემბერი, 1991 – 3 თებერვალი, 1998
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრებელა ქოჩარიანი

დაბადებული20 დეკემბერი, 1948 (1948-12-20) (75 წლის)
სანქტ-პეტერბურგი, სსრკ
მოქალაქეობასომხეთი
ეროვნებასომეხი
მეუღლელევონ ტერ-პეტროსიანი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა სანქტ-პეტერბურგში, მისი ქალიშვილობის გვარია პლეკოვსკაია. მისი მამა იყო არმიის ოფიცერი და მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, მისი დედა კი იყო — ექიმი. დაამთავრა ლენინგრაფის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტი. 1972 წელს დაქორწინა ლევონ ტერ-პეტროსიანზე. 1990-იან წლებში იგი გახდა სამოქალაქო აქტივისტი რომელიც მუშაობდა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე. მან მოაწყო ოთხი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სომხეთში (1994, 2005, 2006, 2007).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება