ლუდივინ სანიე (ფრანგ. Ludivine Sagnier; დ. 3 ივლისი, 1979, ლა-სალ-სენ-კლოდი, იველინი, საფრანგეთი) — ფრანგი მსახიობი და მოდელი. ნომინირებული იყო სეზარის პრემიაზე მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმებში: „აუზი“ და „საიდუმლო“.

ლუდივინ სანიე
დაბადების თარიღი 3 ივლისი, 1979 (1979-07-03) (44 წლის)
ლა-სალ-სენ-კლოდი, იველინი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 1989–დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუდივინ სანიე დაიბადა 1979 წლის 3 ივლისს. დედამისი ექს მდივანია, ხოლო მამამისი პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი.[1] თეატრალურ კურსებზე გამოსვლები ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში დაიწყო. მისი კინოკარიერა ათვლას 1989 წლიდან იწყებს, როდესაც იგი გადაიღეს ფილმში „ქმრები, ცოლები, საყვარლები“. იმ დროისათვის სანიე მხოლოდ 8 წლისა იყო.

ერთი წლის შემდეგ, სანიემ კვლავ მიიღო როლი კინოში. ამჯერად მონაწილეობა მიიღო ფილმში „სირანო დე ბერჟერაკი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე. შემდეგ როლი მიიღო სერიალში. 1990-იან წლებში უმეტესწილად სერიალებში მონაწილეობდა. ამავე წლებში ეპიზოდური როლები მიიღო რამდენიმე კინოფილმში. 2000 წლის შემდეგ იგი რეგულარულად იღებს კინოში როლებს. 2000 წელს ითამაშა ფრანსუა ოზონის ფილმში „წვიმის წვეთები გაბზარულ კლდეებზე“, 2002 წელს ფილმში „8 ქალბატონი“, ხოლო 2003 წელს ფილმში „აუზი“.

2008 წელს ითამაშა ფილმში „მერინი“, სადაც მოთხრობილია ისტორია მძარცველსა და საზოგადოდ ცნობილ ჟაკ მერინზე.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1990 სირანო დე ბერჟერაკი Cyrano de Bergerac უმცროსი და
1999 საუკუნის შვილები Children of the Century ჰერმინ დე მუსე
2000 წვიმის წვეთები გახურებულ ქვებზე Gouttes d'eau sur pierres brûlantes ანა
2001 ჩემი ცოლი მსახიობია Ma Femme est une actrice ჯერალდინა
2002 8 ქალბატონი 8 femmes კატერინა
2003 აუზი Swimming Pool ჯული
2003 პატარა ლილი La Petite Lili ლილი
2003 პიტერ პენი Peter Pan ტინკერ ბელი
2006 მე შენ მიყვარხარ პარიზო Paris, je t'aime კლერი
2007 სიმღერები სიყვარულზე Love Songs ჯული პომერაიე
2007 მოლიერი Molière სელიმენი
2008 მერინი Mesrine სილვია ჟანჟაკო
2010 კრიმინალური სიყვარული Love Crime იზაბელ გუერინი
2011 ეშმაკის ორეული The Devil's Double სარაბი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Tang, Jean. (6 July 2003) MORE THAN MEETS THE EYE. The Boston Globe.