ლორა ელიზაბეტ მეტკალფი (ინგლ. Laurie Elizabeth Metcalf; დ. 16 ივნისი, 1955) — ამერიკელი მსახიობი. 40 წლიანი კარიერის განმავლობაში, იგი მრავალი ჯილდოს და ნომინაციის მფლობელი გახდა. მან მოიგო სამი პრაიმტაიმ ემის ჯილდო, ორი ტონი პრემია და ნომინირებული იყო როგორც ოსკარზე, ასევე ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოვებაზე.

ლორი მეტკალფი

ლორი მეტკალფი
დაბადების სახელი ლორა ელიზაბეთ მეტკალფი
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1955 (1955-06-16) (68 წლის)
ილინოისი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1974-დღემდე
მეუღლე(ები)
შვილ(ებ)ი 4

მეტკალფმა კარიერა სტეპენვოლფის თეატრალურ კომპანიაში დაიწყო, ხშირად მუშაობს ჩიკაგოს თეატრში სცენაზე გამოსვლისთვისა და ბროდვეის თეატრში მუშაობისთვის, მეტკალფმა მიიღო ექვსი ტონი პრემიის ნომინაცია, მათ შორის, 2017 წელს მოიგო ტონის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის სპექტაკლში.

მან დიდი ყურადრება მიიპყრო ჯეკი ჰარისის როლის შესრულებით სიტკომში, როუზანი (1988-1997, 2018) და ქონერები (2018-დღემდე), რომლისთვისაც მან მოიგო სამი პრაიმტაიმ ემის ჯილდო კომედიური სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის (1992-1994). ის სულ თერთმეტჯერ ნომინირდა ემის ჯილდოზე. გარდა ამისა, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა სერიალებშიც, მათ შორის არის: 3rd Rock from the Sun, ნორმალური შოუ, ფრეზიერი, სასოწარკვეთილი დიასახლისები და დიდი აფეთქების სერიალი. მან მთავარი როლი შეასრულა HBO-ს კომედიურ სერიალში მიგიღონ იქ (20132015), რისთვისაც მან მიიღო კრიტიკოსთა მოწონება და პრაიმტაიმ ემის ჯილდო[1]. ასევე ითამაშა სერიალის, ''ჰორასი და პიტის'' ერთ-ერთ ეპიზოდში.

მეტკალფმა ითამაშა მრავალ ფილმში და ცნობილია თავისი კრიტიკულად აღიარებული გამოსვლით, გრეტა გერვიგის კომედიურ-დრამატულ ფილმში "ლედი ბერდი", რომლისთვისაც იგი ნომინირებული იყო აკადემიის ჯილდოზე, ოქროს გლობუსის პრემიაზე, SAG ჯილდოსა და BAFTA პრემიაზე. 1995 წლიდან იგი ახმოვანებს მისის დევის, ანიმაციურ ფილმების სერიაში, სათამაშოების ისტორია.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ლორი მეტკალფი დაიბადა 1955 წლის 16 ივნისს, კარბონდეილში, ილინოისის შტატში. არის სამი შვილიდან უფროსი. ის, მისი ძმა ჯეიმსი და მისი და ლინდა გაიზარდნენ ედვარდსვილში, ილინოისის შტატში. მისი მამა, ჯეიმსი 1984 წელს გარდაიცვალა. დედა, ლიბი, ბიბლიოთეკარი იყო. [2] [3] მისი დიდი დეიდა იყო პულიცერის პრემიის ლაურეატი დრამატურგი ზოო აკინსი. მეტკალფი არის ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

მეტკალფი კოლეჯში სწავლის დროს მდივნად მუშაობდა, იგი ხშირად იმდენად იყო კონცეტრირებული თავის საქმეზე, რომ ხშირად წახემსება ავიწყდებოდა. სანამ მიხვდებოდა რომ თეატრი მისი გატაცება იყო, გერმანული ენის სპეციალისტი იყო, ფიქრობდა, რომ შეეძლო თარჯიმნად მუშაობა, შემდეგ კი ანთროპოლოგიაში. მან თქვა, რომ თეატრალური საქმიანობა ასევე გულისხმობს ადამიანის ქცევის ინტერპრეტაციას და შესწავლას. იგი თავს საშინლად მორცხვად თვლიდა, თუმცა მაინც იპოვა გამბედაობა რომ სკოლის რამდენიმე სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა. [4]

 
მეტკალფი 1992 წლის ემის დაჯილდოებაზე

მეტკალფი სწავლობდა ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1976 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი თეატრში. მეტკალფმა პროფესიული კარიერა სტეპენვოლფში დაიწყო.[5] [6] შემდეგ, მეტკალფი ნიუ-იორკში გაემგზავრა, რომ 1984 წელს სპექტაკლში, „ბალზამში“ გამოჩენილიყო. [7], რისთვისაც მან მიიღო 1984 წლის ობის პრემია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის და 19841985 წლების თეატრის მსოფლიო პრემია.

მოგვიანებით საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და დაიწყო მუშაობა როგორც კინოში, ასევე თეატრში, მათ შორის ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა დევიდ მამატის ნოემბერი, რომელიც ბროდვეის თეატრში 2008 წელს დაიდგა. [8]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

1983 წელს მეტკალფმა იქორწინა ჯეფ პერიზე, სტეპენვოლფის თეატრალური კომპანიის თანადამფუძნებელზეე. მათ 1983 წელს შეეძინათ ქალიშვილი ზოი პერი. ისინი დაშორდნენ 1986 წელს. [9]

მოგვიანებით მეტკალფმა დაიწყო ურთიერთობა მეტ როთთან, როუზანის როლის შემსრულებელთან. 1993 წლის ნოემბრისთვის მათ ვაჟი უილი შეეძინათ და საბოლოოდ იქორწინეს. ისინი ასევე ერთად მუშაობდნენ ფილმებში, მათ შორის იყო 1994 წლის მხატვრული თრილერი თვალის დახამხამება და 1998 წლის დრამა ჩიკაგოს კაბინა; [10] ისინი ასევე გამოჩნდნენ სასოწარკვეთილი დიასახლისების ეპიზოდში. მათი ქალიშვილი, მეი აკინსი, 2005 წელს დაიბადა. მათ ჰყავდათ მეორე ვაჟი, დონოვანი, რომელიც მათ 2006 წელს იშვილეს. 2008 წლის 26 ნოემბერს, მეტკალფი და როთი ერთმანეთს დაშორდნენ. 2011 წლის სექტემბერში როტმა შეიტანა განცხადება განქორწინების შესახებ, ისინი საბოლოოდ 2014 წელს განქორწინდნენ. [11]

მეტკალფმა თავი შრომისმოყვარედ შეაფასა. მისი თქმით, მას ურჩევნია თეატრი სხვა მედიასაშუალებებს, რადგან იქ ის თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს.

ის ასევე გამოჩნდა Plan USA-ს, ჰუმანიტარული ორგანიზაციის რეკლამებში, რომელიც ეხმარება გაჭირვებულ ბავშვებს მსოფლიო მაშტაბით. [12]

სქოლიო რედაქტირება

  1. Laurie Metcalf Emmy Awards & Nominations. Primetime Emmy® Award Database. Emmys.com. ციტირების თარიღი: August 5, 2012
  2. "Laurie Metcalf Biography, filmreference.com, accessed October 9, 2016.
  3. Kelly, Robert (September 1, 1992). „Mother In Edwarsville Cheers Daughter's Emmy“. St. Louis Post-Dispatch. ციტირების თარიღი: February 29, 2020.
  4. Christon, Lawrence (April 23, 1995). „She's No Mere Sister Act: Laurie Metcalf is known to TV fans as sibling to the turbulent star. Now she's traveling about 3,000 miles away from Roseanne. But it's not what you think. (Really.)“. Los Angeles Times.
  5. Erickson, Hal. „Laurie Metcalf: Biography“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 18, 2008. ციტირების თარიღი: August 5, 2012.
  6. Laurie Metcalf: Ensemble Member Bio. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 14, 2012. ციტირების თარიღი: August 5, 2012
  7. Rich, Frank (June 1, 1984). "Theater: Revival Of 'Balm In Gilead'" The New York Times.
  8. Hernandez, Ernio (December 20, 2007). "Election Day: Lane Is U.S. President in Mamet's 'November' on Broadway" Playbill.
  9. Hoffman, Barbara (April 10, 2008). „Different Family Values“. New York Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2012. ციტირების თარიღი: August 5, 2012.
  10. Laurie Metcalf Biography (September 25, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 25, 2009. ციტირების თარიღი: November 17, 2018
  11. Dyball, Rennie (September 21, 2011). „Laurie Metcalf Is Getting Divorced“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 1, 2012. ციტირების თარიღი: December 24, 2012.
  12. Plan International USA – Laurie Metcalf (June 4, 2010). ციტირების თარიღი: December 24, 2012