ლონდონის ხიდი (ინგლ. London Bridge) — ხიდი ცენტრალურ ლონდონში, მდინარე ტემზაზე, რომელიც ლონდონის სიტის საუთარკთან აკავშირებს. ისტორიულად ამ ადგილას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხიდი იყო გადებული. პირველი ხის ხიდი ლონდონის რომაელმა დამაარსებლებმა ააგეს.[1] 1176 წლიდან 1832 წლამდე აქ აგებული იყო შუა საუკუნეების ქვის ხიდი, რომელიც 1832 წელს ვიქტორიანულმა ნაგებობამ ჩაანაცვლა. დღევანდელი კონსტრუქცია 1973 წელს გაიხსნა. იგი არის 269 მ. სიგრძის და 32 მ. სიგანის.

ლონდონის ხიდი
ინგლ. London Bridge
კოორდინატები: 51°30′29″ ჩ. გ. 00°05′16″ დ. გ. / 51.50806° ჩ. გ. 0.08778° დ. გ. / 51.50806; -0.08778
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ადგილმდებარეობა ლონდონი
ლონდონის ხიდი — გაერთიანებული სამეფო
ლონდონის ხიდი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


სქოლიო რედაქტირება

  1. დანტონი, ლარკინ (1896). სამყარო და მისი ხალხი. Silver, Burdett, გვ. 23.