ლომონოსოვის რაიონი (ლენინგრადის ოლქი)

ლომონოსოვის რაიონი (რუს. Ломоносовский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლომონოსოვი. ლომონოსოვის რაიონი ლენინგრადის ოლქის შემადგენლობაში ერთადერთ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს, რომლის თვითმმართველი ორგანო ფედერაციის სხვა ადმ. სუბიექტში — ქალაქ ლომონოსოვში მდებარეობს, რომელიც პეტროდვორცოვის რაიონის შემადგენლობაშია (სანქტ-პეტერბურგი). 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 70 347 ადამიანს შეადგენდა.

მუნიციპალური რაიონი
ლომონოსოვის რაიონი
Ломоносовский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ლომონოსოვი[1]
შიდა დაყოფა Anninskoye urban settlement[1] , Villozskoye rural settlement[1] , Gorbunkovskoye rural settlement[1] , Gostilitskoye rural settlement[1] , Kipenskoye rural settlement[1] , Koporskoye rural settlement[1] , Lagolovskoye rural settlement[1] , Lebyazhenskoye urban settlement[1] , Lopukhinskoye rural settlement[1] , Nizinskoye rural settlement[1] , Orzhitskoye rural settlement[1] , Penikovskoye rural settlement[1] , Ropshinskoye rural settlement[1] , Russko-Vysotskoye rural settlement[1] და Bolsheizhorskoye urban settlement[1]
კოორდინატები 59°55′00″ ჩ. გ. 29°46′00″ ა. გ. / 59.91667° ჩ. გ. 29.76667° ა. გ. / 59.91667; 29.76667
დაარსდა 1 აგვისტო, 1927
ფართობი 1919.1 კმ²
მოსახლეობა 70 347 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 36.66 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი 812 და 81376
ოფიციალური საიტი lomonosovlo.ru

ლომონოსოვის რაიონს აღმოსავლეთით — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი სანქტ-პეტერბურგი ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით — გატჩინის, სამხრეთითვოლოსოვის და სამხრეთ-დასავლეთით — კინგისეპის რაიონები ესაზღვრება, ასევე ჩრდილო-დასავლეთით — სოსნოვი-ბორის საქალაქო ოკრუგი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — ფინეთის ყურის წყლები აკრავს. რაიონის ფართობია 1919,1 კმ², რაც ლენინგრადის ოლქის საერთო ფართობის 2,69 %-ია.

ისტორია რედაქტირება

1927 წელს ლენინგრადის ოლქის შემადგენლობაში შეიქმნა ორანიენბაუმის რაიონი (ადმ. ცენტრი ქალაქი ორანიენბაუმი). 1930 წელს რაიონების გაუქმების შედეგად მისი ტერიტორია უშუალოდ ოლქის დაქვემდებარებაში გადავიდა. დიდი სამამულო ომის დროს რაიონის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ოკუპურებული იყო, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი ორანიენბაუმის პლაცდარმის ნაწილს შეადგენდა. 1996 წელს ადმინისტრაციული კანონის მიხედვით რაიონს მიენიჭა მუნიციპალური სტატუსი. 2006 წელს იგი დაიყო 2 საქალაქო და 13 სასოფლო დასახლებად.[2]

დემოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება