ლოკუსიქრომოსომის, გენის ლოკალიზაციის ადგილი ქრომოსომაში. ლოკუსის დადგენა, ე. ი. იმის გამორკვევა, თუ რომელ ჰომოლოგიურ ქრომოსომაში და მის რომელ უბანზეა გენი, ხდება გენეტიკური ანალიზის საშუალებით. ზოგიერთი მიკროორგანიზმის ქრომოსომაში გენები, რომლებიც განსაზღვრულ ბიოქიმიურ პროცესს აკონტროლებენ, ერთიმეორის მეზობლადაა განლაგებული. ლოკუსები განეწყობიან ისეთი თანმიმდევრობით, როგორითაც ბიოსინთეზის რეაქცია მიმდინარეობს. ანალოგიური მოვლენა ეუკარიოტებში არა არის დადგენილი. ტერმინი ლოკუსი ზოგჯერ გენისა და ცისტრონის მაგივრადაც იხმარება.

ქრომოსომა:1. ქრომატიდები; 2. ცენტრომერები; 3. მოკლე მკლავი; 4. გრძელი მკლავი;
ადამიანის 22 ქრომოსომა; ციტოლოგიური რუკა

ლიტერატურა რედაქტირება