ლობელის შხამა (ლათ. Veratrum lobelianum) — მრავალწლოვანი ერთლებნიანი ბალახოვანი მცენარე შროშანასებრთა ოჯახისა.

ლობელის შხამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Veratrum lobelianum

ღერო სქელია, მრავალფოთლიანი. ზედა ნაწილში შებუსვილი. აღწევს 1-1,5 მ სიმაღლეს. ფოთლები ძარღვების გასწვრივ ნაკეცებიანია და ქვედა მხრიდან შებუსვილი. ქვედა ფოთლები უფრო დიდი ზომისაა, მოყვანილობით ფართო-ელიფსური და ბოლოწაწვეტილი, ზედა ლანცეტაა და გრძლად წაწვეტილი; ფოთლები ღერომხვევია, მჯდომარე. თანაყვავილები ფართოკვერცხისებრია, ყვავილის ყუნწზე ბევრად გრძელი. ყვავილსაფარი გვირგვინისებრია, მომწვანო-ყვითელი, გადაშლილი, თითოეული მისი ფოთოლი ელიფსურია, ძირისკენ ფრჩხილად გადასული, გამჭვირვალე ფოჩით შემოვლებული.

მტვრიანები ყვავილსაფარის ფუძეზეა მიმაგრებული. ნაყოფი 3-ბუდიანი მოგრძო კოლოფია, რომელიც ბუდეებად ძირამდე იხსნება. თესლი მოყვითალოა, ბრტყელი და ფრთიანი. ფესურა მოკლეა, სქელი.

ლობელის შხამა იზრდება სუბალპურ სარტყელში, ადის ალპურ ზონაშიც ზღვის დონიდან 2500 მ–მდე. იშვიათად გვხვდება ტყის სარტყელში. ის მაღალი მთის საძოვრებზე მეტად გავრცელებული და აბეზარა სარეველაა. მისი ყველა ნაწილი შხამიანია. ხშირია მთელ საქართველოშიყაზბეგის, ბორჯომ-ბაკურიანის, ბახმაროს, დუშეთის და სხვა მიდამოებში. გარდა ამისა, გავრცელებულია იმიერკავკასიაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ციმბირში, შუა აზიაში, შორეულ აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვის მხარეში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება