ლი (ლენორ) კრასნერი ( ინგლ. Lee (Lenore) Krasner; დ. 27 ოქტომბერი, 1908, ბრუკლინი — გ. 19 ივნისი, 1984, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მხატვარი, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდევარი; მხატვარ ჯექსონ პოლოკის მეუღლე.

კრასნერი ბესარაბიელი ებრაელი იმიგრანტების ოჯახში დაიბადა. 1935-43 წლებში ჯერ კუპერ იუნიონში, შემდეგ კი დიზიანის ეროვნულ აკადემიაში სწავლობდა და ფედერალური ხელოვნების პროექტში მუშაობდა. 1937 წლიდან ის ჰანს ჰოფმანთან იღებს კლასებს, რომელმაც მას კუბიზმის პრინციპები ასწავლა. მისმა გავლენამ მიმართულება მისცა კრასნერის შემოქმედებას ნეოკუბისტურ აბსტრაქციაში. მის შემოქმედებაზე კომენტარისას ჰოფმანს უთქვამს, "ეს იმდენად კარგია, რომ თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რომ ქალის მიერ არის დახატული".

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება