ლიშინგა, ძველად ვილა-კაბრალი (პორტ. Lichinga) — ქალაქი მოზამბიკში. ნიასის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ლიშინგის პლატოზე, რომლის სიმაღლეა 1360 მეტრი (მაქსიმალური სიმაღლე 1398 მეტრი)[1]. ქალაქიდან დასავლეთით 45 მეტრში მდებარეობს ტბა ნიასა.

ქალაქი
ლიშინგა
Lichinga
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია ნიასის პროვინცია
კოორდინატები 13°18′46″ ს. გ. 35°14′26″ ა. გ. / 13.31278° ს. გ. 35.24056° ა. გ. / -13.31278; 35.24056
ადრეული სახელები ვილა-კაბრალი
ამჟამინდელი სტატუსი 1962
ფართობი 280 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1398±1 მეტრი
ოფიციალური ენა პორტუგალიური ენა
მოსახლეობა 162 100 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2
ლიშინგა — მოზამბიკი
ლიშინგა

ისტორია რედაქტირება

ქალაქი დაარსდა პორტუგალიელების მიერ 1931 წელს ვილა-კაბრალის[2] სახელწოდებით. დასახლება სწრაფად ვითარდებოდა როგორც სასოფლო სამეურნეო და ადმინისტრაციული ცენტრი, 1962 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. განვითარებულია ტყის გაშენება, ძირითადად პლანტაციებზე მოშენებულია ფიჭვი. მოზამბიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1975 წელს, ვილა-კაბრალს გადაერქვა ლიშინგა. 1975-1992 წლებში სამოქალაქო ომს შედეგად მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ეკონომიკას.

კლიმატი რედაქტირება

ქალაქის მაღალი მდებარეობის გამო, კლიმატი აქ ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, cwa/cwb კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით. მეტნაკლებად გრილი მშრალი სეზონი გრძელდება მარტიდან სექტემბრამდე, საშუალო ტემპერატურა ივლისში — 15,5°C. ზაფხულის პერიოდში ოქტომბრიდან აპრილამდე ყველაზე თბილი თვეა ოქტომბერი, საშუალო ტემპერატურა — 22°C. ზაფხული — წვიმების პერიოდი, ნალექების საშუალოწლიური რაოდენობაა 1171 მმ.

დემოგრაფია რედაქტირება

ქალაქის მოსახლეობა წლების მიხედვით[3]:

1970 1997 2007 2010
36 715 89 043 142 253 162 100

ტრანსპორტი რედაქტირება

ლიშინგა კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებულია სარკინიგზო ხაზით, რომელიც საპორტო ქალაქ ნაკალამდე მიდის. ქალაქიდან ჩრდილოეთით 2 კმ-ში მდებარეობს ლიშინგის აეროპორტი. აეროპორტს ემსახურება მოზამბიკური ავიაკომპანია LAM (პორტ. Linhas Aéreas de Moçambique).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Lichinga, Mozambique Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-11. ციტირების თარიღი: 2011-06-16.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-09. ციტირების თარიღი: 2013-03-05.
  3. Lichinga. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-11. ციტირების თარიღი: 2011-06-16.