ლიტლ რიჩარდი

ამერიკელი მომღერალი, პიანისტი და სიმღერების ავტორი

ლიტლ რიჩარდი (ინგლ. Little Richard), ნამდვილი სახელი და გვარი — რიჩარდ უეინ პენიმანი (Richard Wayne Penniman; დ. 5 დეკემბერი, 1932, მეიკონი, ჯორჯია, აშშ, — გ. 9 მაისი, 2020, ტალაჰომა, ტენესი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და პიანისტი. მისმა შემოქმედებამ 1950-იან წლებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როკ-ენ-როლის განვითარებაში.

ლიტლ რიჩარდი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 დეკემბერი, 1932(1932-12-05)[1] [1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი მეიკონი[5]
გარდ. თარიღი 9 მაისი, 2020(2020-05-09)[6] [7] [8](87 წლის)
გარდ. ადგილი Tullahoma[9]
დასაფლავებულია Oakwood Memorial Gardens Cemetery[10]
ეროვნება აფრო-ამერიკელები[11]
ჟანრ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • ფორტეპიანო
ლეიბლ(ებ)ი
ლიტლ რიჩარდი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა მრავალშვილიან ოჯახში. აშშ-ის სამხრეთში ორმოცდაათიანელთა ერთ-ერთ ეკლესიაში გოსპელის ჟანრის სიმღერებს სწავლობდა, შემდეგ მოხეტიალე მკურნალების წარმოდგენებში და ღამის კლუბებში რიტმ-ენდ-ბლიუზს ასრულებდა და სახელი გაითქვა ენერგიული სასცენო ოინბაზობებით. ახალგაზრდა ასაკის გამო აირჩია ფსევდონიმი „ლიტლ რიჩარდი“ („პატარა რიჩარდი“). მისი პირველი ჩანაწერები — როი ბრაუნის მშვიდი ჯამპ-ბლიუზის სტილში შესრულებული სიმღერები — 1950-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა, თუმცა მათში ჯერ კიდევ არ ჩანდა რიჩარდის შემდგომდროინდელი მძლავრი ვოკალი. რიჩარდის კარიერაში გარდამტეხი 1955 წლის სექტემბერში ახალ ორლეანში ჩაწერილი სიმღერა „Tutti Frutti“ აღმოჩნდა. ჰიტებად იქცა და შავ- და თეთრკანიან მსმენელთა მოწონება დაიმსახურა რიჩარდის მომდევნო სიმღერებმაც („Rip It Up“, „Long Tall Sally“, „Ready Teddy“, „Good Golly“, „Miss Molly“, „Send Me Some Lovin’“ და სხვ.). გამოირჩეოდა სასცენო შესრულებისა და პიანინოზე დაკვრის ექსპრესიული მანერით, აგრესიული რიტმებითა და ენერგიული ვოკალური იმპროვიზაციებით, სიმღერების ტექსტებში კი ერთმანეთს უხამებდა სახუმარო, ხშირად ინფანტილურ მოტივებს და ეროტიულ ელფერს; ფართოდ იყენებდა აშშ-ის სამხრეთის ჟარგონს. თავისი თანამედროვის, ელვის პრესლის ჩანაწერებთან ერთად რიჩარდის ნამუშევრები სასიმღერო და საშემსრულებლო მოდელებად იქცა როკ-ენ-როლის და როკის ჟანრში მოღვაწე ბევრი მუსიკოსისთვის. გადაღებული იყო მუსიკალურ ფილმებში: „ნუ აძაგებთ როკს“ (Don’t Knock the Rock), „გოგოს სხვაგვარად არ ძალუძს“ (The Girl Can’t Help It, ორივე 1950), „ბატონი როკ-ენ-როლი“ (Mr. Rock and Roll, 1957).

1950-იანი წლების მიწურულს წარმატების მწვერვალზე მყოფმა რიჩარდმა გადაწყვიტა, რომ როკ-ენ-როლი „ეშმაკისეული“ იყო, მუსიკალური მოღვაწეობა მიატოვა და მოგზაური ევანგელისტი მქადაგებელი გახდა. 1964 წელს ანსამბლ „ბითლზის“ (the Beatles) მიერ მუსიკალური სცენის დაპყრობამ, მათ მიერ რიჩარდის არაერთი საჰიტო სიმღერის შესრულებამ და თავიანთ წინამორბედად აღიარებამ ლიტლ რიჩარდს სცენაზე დაბრუნებისკენ უბიძგა. 1960-იან და 1970-იან წლებში რიჩარდმა რამდენიმე ახალი ჩანაწერი გამოაქვეყნა; ის ინარჩუნებდა მის ვოკალურ შესაძლებლობებს, თუმცა სიმღერების ხასიათი უკვე ნაკლებად ექსტრავაგანტური იყო. სასცენო მოღვაწეობას თავი საბოლოოდ 2013 წელს დაანება. ლიტლ რიჩარდი XX საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლადაა აღიარებული; შეყვანილია როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში (1986).

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები რედაქტირება

  • Here's Little Richard (1957)
  • Little Richard (1958)
  • The Fabulous Little Richard (1958)
  • Pray Along with Little Richard (1960)
  • Pray Along with Little Richard (Vol 2) (1960)
  • The King of the Gospel Singers (1962)
  • Little Richard Is Back (And There's A Whole Lotta Shakin' Goin' On!) (1964)
  • Little Richard's Greatest Hits (1965)
  • The Incredible Little Richard Sings His Greatest Hits - Live! (1967)
  • The Wild and Frantic Little Richard (1967)
  • The Explosive Little Richard (1967)
  • Little Richard's Greatest Hits: Recorded Live! (1967)
  • The Rill Thing (1970)
  • Mr. Big (1971)
  • The King of Rock and Roll (1971)
  • Friends from the Beginning – Little Richard and Jimi Hendrix (1972)
  • Southern Child (1972)
  • The Second Coming (1972)
  • Right Now! (1974)
  • Talkin' 'bout Soul (1974)
  • Little Richard Live (1976)
  • Going All The Way With Little Richard (live) (1979)
  • God's Beautiful City (1979)
  • Lifetime Friend (1986)
  • Shake It All About (1992)
  • Little Richard Meets Masayoshi Takanaka (1992)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება