ლიტერატურა ტაილანდში

ლიტერატურა ტაილანდში - ტაილანდის ლიტერატურული ძეგლები. ჩვეულებრივად გამოიყენებოდა ტაილანდური ენა, ხანდახან განსხვავებული დამწერლობით. XIX საუკუნემდე მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებების უმეტესობა ლექსად იწერებოდა [1], პროზა გამოიყენებოდა ისტორიული ჩანაწერების, ქრონიკების და იურიდიული დოკუმენტებისათვის. შესაბამისად ტაილანდური პოეტური ფორმები მრავალფეროვანი და განვითარებულია. მიუხედავად იმისა, რომ 1767 წელს ლიტერატურული ძეგლების დიდი ნაწილი დაიკარგა,

ტაილანდს ლიტერატურის ფართო ფონდი აქვს - უმეტესად მას ადგენენ ორიგინალური ან უცხოურ წყაროებზე დაფუძვნებული ეპიკური და სხვა სახის პოემები [2] დაარქივებული 2022-11-12 საიტზე Wayback Machine. . ამაში მდგომარეობს მთავარი განსხვავება ტაილანდის და აღმოსავლეთი აზიის სხვა ქვეყნების, მაგ. იაპონიის და ჩინეთის ლიტერატურილ ტრადიციათა შორის - იქ გალექსილი ისტორიები იშვიათია, ეპიკური პოემები კი თითქმის არარსებული. ტაილანდურმა კლასიკურმა ლიტერატურამ დიდი გავლენა იქონია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, განსაკუთრებით მეზობელი კამბოჯის, ლაოსისა და ბირმის ლიტერატურაზე.

თანამედროვე ლიტერატურა რედაქტირება

XIX საუკუნის მეფეები რამა V და რამა VI ასევე მწერლები იყვნენ, წერდნენ ძირითადად არამხატვრულ ნამუშევრებს, სადაც ცდილობდნენ გაერთიანებინათ ტაილანდური და დასავლური კულტურა. მეფე რამა VI- ის კარზე სამეფო ლიტერატურის კლუბი არსებობდა.

XX საუკუნის ტაილანდელი მწერლები ნაკლებად სერიოზულ ნამუშევრებს ჰქმნიდნენ, მაგრამ ზოგმა მწერალმა შეძლი აღიარების მოპოვება, მათში შედის კუკრიტ პრამოი, კულაპ საიპრადიტი, სუვერია სირიზინგი, სქემა კორბჯიტი, პრაბდა იუნი, დუანვად პიმვანა და პიჩაია სუდბანთადი. მათი ზოგიერთი ნამუშევარი თარგმნილია ინგლისურად.

გავლენა რედაქტირება

 

ტაილანდურმა ლიტერატურამ, განსაკუთრებით მისმა პოეტურმა ტრადიციამ, ძლიერი გავლენა მოახდინა მეზობელი ქვეყნების, განსაკუთრებით ბირმის და კამბოჯას კულტურაზე. ბირმული ლიტერატურის ორივე ოქროს ხანა ტაილანდური ლიტერატურის გავლენის პირდაპირი შედეგი იყო. პირველი მოხდა ორი ათწლეულის პერიოდში (1564–1583), როდესაც დღევანდელი ბირმის გუს დინასტიამ სიამი (დღევანდელი ტაილანდი) ვასალურ სახელმწიფოდ აქცია. დაპყრობამ ბირმული ლიტერატურაში მრავალი ტაილანდური ელემენტი შეიტანა. ყველაზე თვალსაჩინო იყო იადუ ან იატუ (ရာ တု), ემოციური და ფილოსოფიური ლექსის ჟანრი და იაგანის (ရာ ကန်) ჟანრი. ტაილანდის ლიტერატურული გავლენის შემდეგი მოხდენა ბირმაზე მოხდა აიუტაიას სამეფოს დაცემის შემდეგ 1767 წელს, აიუთაიას (ტაილანდი) მეორე დაპყრობის შემდეგ, მრავალი ტაილანდელი მოცეკვავე და პოეტი ბირმის კარზე დააბრუნეს. რამაკიენი, (ရာမယန) ინდური რამაიანას ტაილანდური ვერსია თარგმნილი და ადაპტირებული იქნა ბირმულ ენაზე იამა ზატდაუს სახელით. მრავალი ბირმული დრამატული სიმღერა და ლექსი პირდაპირ ტაილანდურიდანაა გადმოღებული. გარდა ამისა, ბირმელებმა ასევე გადმოიღეს ნირატის პოეზიის ტაილანდური ტრადიცია, რომელიც პოპულარული გახდა ბირმის სამეფო კარზე და არისტოკრატიის შორის.[3]

კამბოჯა მეფე ნარეზუანის დროს სიამის ჰეგემონიის ქვეშ მოექცა, მაგრამ მხოლოდ თონბურის სამეფოს დროს დღევანდელი ტაილანდის კულტურა მ დაიწყო სისტემატიური გავრცელება კამბოჯას სამეფო კარზე. ბევრი ტაილანდური ნაწარმოები ქმერულად ითარგმნა და სამეფოში გავრცელდა. მეფე ნაროდომის მმართველობის დროს ტაილანდური ლაქონის კამბოჯას პიესები სამეფო კარზე ტაილანდურ ენაზე იდგმეოდა.[4] რამაიანას თანამედროვე ქმერული თარგმანი პირდაპირ ტაილანდური წყაროდანაა ნათარგმნი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Kulke, Hermann (2004). A history of India. Rothermund, Dietmar 1933- (4th ed.). New York: Routledge. ISBN 0203391268. OCLC 57054139.
  • La Loubère, Simon (1693). A new historical relation of the kingdom of Siam. London: Printed by F.L. for Tho. Horne, Francis Saunders, and Tho. Bennet. p. 49.
  • Cœdès, George(1968). Walter F. Vella (ed.). The Indianized States of Southeast Asia. trans. Susan Brown Cowing. University of Hawaii Press. ISBN 978-0-8248-0368-1.
  • Lithai (1345). Traibhumikatha: The Story of Three Planes of Existence. ASEAN (1987). ISBN 9748356310.
  • Maurel, Frédéric (2002). "A Khmer "nirat", 'Travel in France during the Paris World Exhibition of 1900': influences from the Thai?". South East Asia Research. 10 (1): 99–112. doi:10.5367/000000002101297026. JSTOR 23749987. S2CID 146881782.