ლისი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლისი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლისისოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბევრეთი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ქვემო ლისი, ძალანთხევი, წოდორეთი).[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ლისის ტბის დასავლეთით, ზღვის დონიდან 800 მ, მცხეთიდან 25 კმ.

სოფელი
ლისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი ლისი
კოორდინატები 41°45′24″ ჩ. გ. 44°40′22″ ა. გ. / 41.75667° ჩ. გ. 44.67278° ა. გ. / 41.75667; 44.67278
ცენტრის სიმაღლე 820
მოსახლეობა 598[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლისი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ლისი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
ლისი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ლისი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
ლისი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთის მუნიციპალიტეტი
ლისი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

ისტორია რედაქტირება

საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა დიღმის მერძევეობა-მებოსტნეობოს მეურნეობა, ბიბლიოთეკა. ლისის სასოფლო საბჭოში შემავალი სოფლები ლელობი და ტაბარუკი დაიცალა მოსახლეობისგან, ხოლო აგარაკი და თხინვალა შეუერთდა თბილისს.

წერილობით წყაროებში ლისი XVI საუკუნიდან იხსენიება. 1523 წელს დათარიღებული სიგელის მიხედვით სოფელი ბარათაშვილების საგვარეულო საკუთრებაა. 1578 წელს ოსმალთა შემოსევის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი აიყარა და ხიზნად წავიდა. 1625 წელს ლისი თბილისის ციხეში მყოფმა ყიზილბაშთა გარნიზონმა დაარბია. გადაწვა სახლები და დიდი ნადავლი ჩაიგდო ხელში. ლისიდან გაბრუნებულ მტრის რაზმს მოულოდნელად თავს დაესხა გიორგი სააკაძე 60 კაცით. ამ ბრძოლაში მტერმა შვიდასამდე კაცი დაკარგა და სასტიკი მარცხი განიცადა. XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ლისი თარხან-მოურავების საგვარეულო საკუთრებაში გადავიდა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 598 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[2] 294 -- --
2002[3]   375 171 204
2014[1]   598 293 305

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. ენციკლოპედია „თბილისი“, თბილისი, 2002 წ., გვ. 626.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II