ლისარდო გარსია სოროსა (ესპ. Lizardo García Sorroza; დ. 26 აპრილი, 1844 — გ. 29 მაისი, 1927) — ეკვადორის პრეზიდენტი 1905 წლის 1 სექტემბრიდან 1906 წლის 15 იანვრამდე.

ლისარდო გარსია
ლისარდო გარსია
ეკვადორის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი, 1905 – 15 იანვარი, 1906
წინამორბედილეონიდას პლასა
მემკვიდრეელოი ალფარო

დაბადებული26 აპრილი, 1844
გუაიაკილი
გარდაცვლილი27 მაისი, 1927

ბიოგრაფია რედაქტირება

ლისარდო გარსია დაიბადა 1844 წლის 26 აპრილს გუაიაკილში. მან დააარსა გუაიაკილის სავაჭრო პალატა და თავის მშობლიურ ქალაქში მეხანძრეების წევრი გახდა. 1895 წელს, ლისარდო გარსია ეკონომიკის მინისტრია. ამის შემდეგ, იგი გუაიასის პროვინციის სენატორად დაინიშნა, ხოლო მოგვიანებით სენატის ვიცე-პრეზიდენტად და გუაიაკილის საბჭოს წევრად.

1905 წელს, გარსია ეკვადორის პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ იგი ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე მართავდა. ელოი ალფაროს რევოლუციის შემდეგ, მან იძულებით დატოვა თანამდებობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება