ლისანდრე (გ. ძვ. წ. 395) — სპარტელი მხედართმთავარი. პელოპონესის ომის დროს ძვ. წ. 407 წელს ლისანდრეს მეთაურობით სპარტის ფლოტმა ნოტიონის კონცხთან დაამარცხა, ხოლო ძვ. წ. 405 წელს ეგოს-პოტამოსთან გაანადგურა ათენის ფლოტი. ამის შემდეგ ლისანდრემ დაიპყრო ათენის მორჩილი ბერძნული კუნძულები, თრაკიის და მცირე აზიის პოლისები, ჩააყენა იქ სპარტის გარნიზონები და დაამყარა ოლიგარქიული წყობილება. ძვ. წ. 404 წელს აიღო ათენი, მოსპო დემოკრატია და დაამყარა „ოცდაათი ტირანის“ ოლიგარქია. ლისანდრე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მას თაყვანს სცემდნენ როგორც ღვთაებას. ამავე დროს გამოირჩეოდა სისასტიკითა და თვითნებობით. დაიღუპა ბრძოლაში.

ლიტერატურა რედაქტირება