ლისაბონის მეტროპოლიტენი
ლისაბონის მეტროპოლიტენი (პორტ Metropolitano de Lisboa) — პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის მიწისქვეშა ტრანსპორტის სისტემა. ქვეყანაში პირველი მეტროსისტემა. 2007 წლის მონაცემებით, ლისაბონის მეტროს აქვს 4 ხაზი (საერთო სიგრძე 39 კმ) და 46 სადგური.
ისტორია რედაქტირება
მეტროს მშენებლობა 1955 წელს დაიწყო, ექსპლუატაციაში კი 1959 წელს შევიდა Y-მაგვარი ხაზითა და ორი განშტოებით. ხაზების საერთო სიგრძე იმხანად 6.5 კმ იყო. მომდევნო წლებში უკვე ჩრდილოეთის უბნებისკენ დაიწყო მეტროს განვითარება, რასაც სწრაფადვე მოჰყვა ქალაქის სამხრეთის ათვისებაც. დღეისათვის ლისაბონის მეტროს ოთხი ხაზი აქვს.