ტერმინს „ლიპარიტ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლიპარიტ.

ლიპარიტ I დადიანიოდიშის ერისთავი 1414-1470, მამია II დადიანის ძე. ერისთავობა მიიღო საქართველოს მეფის ალექსანდრე I-სგან. ლიპარიტ I დადიანის დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ოდიშის დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბების საქმეში. იგი იმერეთის მეფეს ბაგრატ VI-ს დაეხმარა ჩიხორის ბრძოლაში ქართლის მეფის გიორგი VIII-ის წინააღმდეგ, რისთვისაც დასავლეთ საქართველოს სხვა ერისთავებთან ერთად განთავისუფლდა ყოველგვარი სამეფო ვალდებულებისაგან წვევისა და ლაშქრობა-ნადირობის გარდა.

ლიტერატურა რედაქტირება