ლინგვისტური გეოგრაფია

ლინგვისტური გეოგრაფიასაზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგი, რომელიც იკვლევს ენობრივ მოვლენათა ტერიტორიულ განლაგებას. წარმოიშვა დიალექტთა შესწავლის პროცესში XIX-XX სს. მიჯნაზე. შემდგომში მისი მეთოდები მეზობელ ენებშიც გამოიყენეს საერთო მოვლენათა შესასწავლად.

ლინგვისტური გეოგრაფია იყენებს კარტოგრაფირების მეთოდს. რუკაზე აღინიშნება ამ თუ იმ ენობრივი მოვლენის გავრცელების არეალი. ხაზებს, რომლებიც აერთებენ ერთი და იმავე თავისებურების გავრცელების პუნქტებს, იზოგლოსებს უწოდებენ. სხვადასხვა ენობრივი მოვლენის რუკებზე გადატანის შედეგად ვიღებთ ლინგვისტურ ატლასს.

მსოფლიოში უდიდესია გერმანული დიალექტოლოგიური ატლასი (შეადგინეს გ. ვენკერმა და ფ. ვრედიმ 1876-1926 წწ.) და საფრანგეთის ლინგვისტური ატლასი (გამოაქვეყნეს ჟიულ ჟილიერონმა და ე. ედმონმა ტ. 1-7 1902-1912 წწ.).

რუსული ენის ლინგვისტურ ატლასზე მუშაობა დაიწყო 1903 წელს. დღემდე გამოქვეყნებულია რამდენიმე დიალექტოლოგიური ატლასი. ლინგვისტური ატლასის გამოყენება დიალექტთა შესწავლის ერთ-ერთი მეთოდია. იგი ვერ შეცვლის დიალექტთა მონოგრაფიულ კვლევას.

ლიტერატურა რედაქტირება