ლიმონათი - ყვითელი ფერის უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი. ტრადიციულად, შეიცავს ლიმნის წვენს ან ლიმონმჟავას, წყალს და შაქარს, სიროფს ან თაფლს [1] სიტკბოსთვის, ინდოეთში და პაკისტანში - მარილს ან შაფრანს. ჩვეულებრივად ცივად იხმარება. ლიმონათი განსხვავდება ქვეყნის მიხედვით, უმეტესად გაზიანობით და სხვა ინგრედიენტების დამატებით. სხვა ხილისგან, მაგ. ცაცხვისგან, ალუბლისგან ან ფორთოხლისგან დამზადებულ მსგავს სასმელევბს ხშირად ასევე ლიმონათს უწოდებენ. ლიმონათი თირკმელისთვის სასარგებლოდ ითვლება.

დასავლურ ქვეყნებში ყველაზე პოპულარულია ტრადიციული, ახალი ლიმნის წვენისგან უმეტესად სახლში დამზადებული ლიმონათი. გამთბარს მას ყელის ტკივილის წამლადაც ხმარობენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში არსებობს ზაფხულის თვეებში ბავშვების და მოზარდების მიერ ფულის ასაგროვებლად ქუჩაში ლიმონათის სტენდების გახსნის ტრადიცია. ქარხნულად დამზადებულ ლიმონათს სზვადასხვა ხილის წვენით, არომატიზატორით და დანამატით ხშირად ვარდისფერ ლიმონათს უწოდებენ. არსებობს ასევე ყავისფერი ლიმონათი, რომელსაც ყავისფერ შაქარს უმატებენ.

ისტორია რედაქტირება

პირველად ლიმონათი გაჩნდა ინდოეთში - ლიმონის და შაქრის სამშობლოში. პირველი ლიმონათი ნიმბუ პანის სახელით იყო ცნობილი [2] დაარქივებული 2020-09-16 საიტზე Wayback Machine. . ეგვიპტეში ნაპოვნია ლიმონათის ადრეული წერილობითი ხსენება, რომელიც თარიღდება დაახლოებით 1000 წლით. ითვლება, რომ ლიმნის ნაყოფი აზიიდან შემოიტანეს დაახლოებით 700 წელს. გლეხები წყალზე ამზადებდნენ ლიმნის, ფინიკისა და თაფლის სასმელს. 1676 წელს პარიზში დაარსდა კომპანია Compagnie de Limonadiers, რომელმაც ლიმონათის გაყიდვაზე მონოპოლია დაამყარა. ლიმონათი იყიდებოდა ქუჩებში ჭიქებით, გამყიდველები მას ტომარაში ზურგით ატარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაზიანი წყალი 1767 წელს გამოიგონეს, გაზიანი ლიმონათის პირველი ხსენება გვხვდება 1833 წელს. წყაროდან ცნობილია, რომ სასმელი პოპულარობით სარგებლობდა ბრიტანეთში. ვარდისფერი ლიმონათი გამოიგოეს XIX საუკუნეში ჭიქაში შემთხვევით დარიჩინის ჩაგდებით.

ლიმონათის წარმოშობაზე არსებობს ლეგენდა, რომ საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო I კარზე მეღვინეს ერთმანეთში აერია წვენი და ღვინო. წვენი უკვე მეფის სუფრაზე მიჰქონდათ და მან მხოლოდ მინერალური წყლის დამატება მოასწრო. მეფეს სასმელი მოეწონა და მან ფრანგულ არისტოკრატიულ წრეში პოპულარობა მოიპოვა.

წყაროები რედაქტირება