ლილიან ბლანდი (დ. 22 სექტემბერი, 1878 — გ. 11 მაისი, 1971) — ანგლო-ირლანდიელი ჟურნალისტი და მფრინავი, რომელიც 1910–1911 წლებში გახდა მსოფლიოში პირველი ქალი, რომელმაც დაგეგმა და ააგო თვითმფრინავი, რომლითაც გაფრინდა.

მაისის ბუზი

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ბლანდი დაიბადა მაიდსტოუნში, კენტში 1878 წლის 22 სექტემბერს ანგლო-ირლანდიელ თავადაზნაურთა ოჯახში. ის იყო მესამე შვილი ჯონ ჰამფრი ბლანდისა და მისი მეუღლის ემილი შარლოტე ბალნდის, ისინი ცხოვრობდნენ ვილინგტონის სახლში, ვილინგტონის ქუჩაზე (ყოფილი ვილინგტონის გზა). მან დაიწყო მუშაობა ჟურნალისტად და ფოტოოპერატორად ლონდონის სხვადასხვა ჟურნალებში. ის ცხოვრობდა იმ პერიოდისთვის მიუღებელი ცხოვრების სტილით, ლილიანი ეწეოდა, ეცვა შარვალი და ვარჯიშობდა საბრძოლო ხელოვნებაში.

1900 და 1906 წლებს შორის დედის გარდაცვალების შემდეგ, ბლანდი და მამამისი გადავიდნენ ტობერკორანის სახლში კარნმანიში, ბელფასტის ჩრდილოეთით, რათა ეცხოვრათ მამიდა სარასთან ერთად. სარა ბლანდი დაქორწინებული იყო გენერალ ვილიამ ჯეიმზ სმიტზე, რომელიც 1887 წელს გარდაიცვალა, მათ არ ყოლიათ შვილები, ამიტომ და-ძმამ გადაწყვიტეს ეცხოვრათ ერთად. ამის შემდეგ ლილიანმა განაგრძო თავისი ფოტოგრაფიული კარიერა. ის დღეებს ატარებდა შოტლანდიის კუნძულების ზღვის ფრინველების სურათების გადაღებაში.

საავიაციო კარიერა რედაქტირება

ბლანდის ბიძამ რობერტმა გაუგზავნა მას ბლერიოტ მონოპლანის ბარათი პარიზიდან, სადაც შთააგონებდა ლილიანს გამხდარიყო მფრინავი. იმ ეტაპზე ირლანდიაში ვერავინ შეასრულა ძლიერი ფრენა - პირველი უნდა ყოფილიყო ჰარი ფერგუსონი დეკემბერში. ლილიანს ასევე თავად უნდა აეწყო საფრენი აპარატი. მისმა ბიძამ, გენერალმა ჯეიმზ სმიტმა, რომელიც ასტრონომი და სამეფო საზოგადოების წევრი იყო, ლილიანი უზრუნველყო სახლით, რომელიც სრულად იყო აღჭურვილი სახელოსნოთი და ძმები ვრაითების ხელოსნობის ცოდნის დახმარებით ბლანდმა წარმატებით ააშენა ბიპ­ლა­ნის საფრენი მოდელი.

ამის შემდეგ მან განავითარა სრულმაშტაბიანი პლანერი, რომელიც აგებული იყო ნაძვის, ბამბუკისა და ტილოსგან, ხოლო დასრულებულ იქნა 1910 წელს. შედეგად მაისის ბუზი გამოსცადეს სრიალში კარმანი ჰილიდან, ის თანდათანობით გაძლიერდა და გამოცდაც გაიარა მძიმე ტვირთის ტარებაში, ამის შემდეგ ბლანმა იგრძნო, რომ ეს ძრავის ჩასადგმელად საკმარისად ძლიერი იყო. მან შეუკვეთა 20 ცხენის ძალის მქონე ორ ინსულტიანი ძრავა A. V. Roe & Co-სგან. და რამდენიმე შეფერხების შემდეგ ივლისში ჩაუვიდა მას კარმანიში.

ჰორიზონტალურად საწინააღმდეგო ორ ცილინდრიანმა ძრავამ მიაღწია 20 ცხენის ძალასა და 1000 ბრუნვა წამში. ბლანდი მოწადინებული იყო ძრავით აღჭურვილი თვითმფრინავის გამოსაცდელად, სანამ მისი ბენზინის ავზი მზად იქნებოდა. მაშასადამე მან მოახდინა იმპროვიზაცია: ძრავის შლანგის ნაცვლად უნდა გამოეყენებინათ ცარიელი ვისკის ბოთლი, მაგრამ ლილიანმა მის ნაცვლად გამოიყენა ყრუ დეიდის ყურის აპარატის შლანგი. ეს კონსტრუქცია წარმატებული არ აღმოჩნდა - ძრავის ვიბრაციამ საფრთხეში ჩააგდო თვითმფრინავის კაკალები და ჭანჭიკები, ამიტომ ბლანდის გაფრენას კიდევ მოუწევდა შეყოვნება.

საშინელი ამინდის შემდეგ პირველი წარმატებული ფრენა განხორციელდა აგვისტოს დასასრულს რანდალსტაუნში, რომელიც მოიცავდა მიწიდან მოკლე აფრენას. ირლანდიაში ბლანდი ამ აფრენამ მხოლოდ პირველ ქალ მფრინავად არ აქცია, არამედ მისი შექმნილი მაისის ბუზი გახდა პირველი ძლიერი ბიპ­ლა­ნი ირლანდიაში. მან განაგრძო ექსპერიმენტები შორს ფრენებით, სიგრძეში უმეტესად ოცდაათი ნაბიჯისა (ათი მეტრი). ზოგჯერ მოითხოვდა ადგილის გამოკვლევას, რათა განესაზღვრათ, როდის დაეშვებოდა მაისის ბუზი. ცხადი იყო, რომ ყველაფრის მიუხედავად თვითმფრინავი ვერ შეძლებდა უფრო მეტს და ვერ გაუმკლავდებოდა უფრო დიდ ძრავას.[1] ლილიანმა დაიწყო გაუმჯობესებული ვერსიის დაგეგმარება და სთავაზობდა ეყიდათ მაგალითები და ძრავა 250 ფუნტ სტერლინგად, ამით კი დაეფინანსებინათ მაისის ბუზის შემდგომი განვითარება.[2]

შემდგომი ცხოვრება რედაქტირება

ბლანდის ფრენებმა მამის შეშფოთება გამოიწვიეს, რომელიც ფიქრობდა, რომ ეს ძალიან სახიფათო იყო, ასევე ახალგაზრდა ქალისთვის უღირსი საქციელი. წლის ბოლოს მამამ დაარწმუნა ლილიანი, რომ დაეთმო მაისის ბუზი, ამის ნაცვლად კი უყიდა მანქანა. 1911 წლის აპრილში ის აწარმოებდა გარიგებებს მანქანაზე ბელფასტში, მაგრამ ოქტომბერში ლილიანმა დათმო ეს ბიზნესიც, რათა ცოლად გაჰყოლოდა თავის ბიძაშვილ ჩარლს ლოფტუს ბლანდს. ის გადავიდა კანადაში.[2]

ბლანდი ბრიტანეთში დაბრუნდა 1935 წელს და დაბინავდა კენტში. 1950 წელს კი გავიდა პენსიაზე კორნუოლში, სადაც 1971 წლის 11 მაისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უკვდავყოფილია ლურჯი ტაბლეტით Ulster History Circle კარმონიში ოჯახის სახლში.

თვითმფრივანი რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bland, Lilian (17 December 1910). „The Mayfly: the first Irish biplane and how she was built“. Flight: 1025–1029. ციტირების თარიღი: 9 December 2013.
  • Lebow, Eileen (2002), Before Amelia: Women Pilots in the Early Days of Aviation, Potomac Books, ISBN 9781574884821
  • McIlwaine, Eddie (12 August 2010). „Journalist, photographer, crackshot and the first woman to fly an aeroplane... the amazing Lilian Bland“. Belfast Telegraph. ციტირების თარიღი: 5 October 2012.
  • Newmann, Kate. Lilian Bland (1878–1971). Dictionary of Ulster Biography. Ulster History Circle. ციტირების თარიღი: 5 October 2012.
  • Russell, Mary (2012), The Blessings of a Good Thick Skirt, HarperCollins, ISBN 9780007464142
  • Warner, Guy (2010), Lilian Bland, Nicholson and Bass, ISBN 9781905989515
  • „Lilian Bland remembered“. BBC Cornwall. 31 August 2010.

სქოლიო რედაქტირება

  1. Lewis (1964), p. 141
  2. 2.0 2.1 Andrews (2010)