ლიკოპოდიუმი (Lycopodium) — ლიკოპოდიუმისებრთა ოჯახის მარადმწვანე ბალახოვანი მცენარეების გვარი. სასპორე თავთავები (სტრობილები) კენწრული და მკვრივია. შედგება ღერძისა და სპირალურად განლაგებული სპოროფილებისაგან, რომელთა ზედა მხარეზე მოთავსებულია სპორანგიუმები.

ლიკოპოდიუმი
Lycopodium annotinum
Lycopodium annotinum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ლიკოპოდიუმები
ოჯახი:  ლიკოპოდიუმისებრნი
გვარი:  ლიკოპოდიუმი
ლათინური სახელი
Lycopodium
სახეობები
  • Lycopodium clavatum
  • Lycopodium annotinum

10-მდე სახეობა ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყის ზონაშია გავრცელებული. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: Lycopodium clavatum და Lycopodium annotinum. ლიკოპოდიუმის და ზოგიერთი მისი მონათესავე გვარის სახეობათსა სპორები გამოიყენება სამკურნალოდ და სამსხმელო წარმოებაში.

ლიტერატურა რედაქტირება