ლიზა მაიტნერი

ავსტრიელი ფიზიკოსი

ლიზა მაიტნერი (გერმ. Lise Meitner; დ. 7 ნოემბერი, 1878 — გ. 27 ოქტომბერი, 1968) — ავსტრიელი ფიზიკოსი და რადიოქიმიკოსი, მოღვაწეობდა ბირთვული ფიზიკის, რადიოქიმიის, ბირთვული ქიმიის და რადიოაქტიურობის სფეროში. მაიტნერი და ოტო ჰანი ერთად ხელმძღვანელობდნენ მეცნიერების მცირე ჯგუფს, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ურანის ბირთვული დაშლის პროცესი (როცა ურანის ბირთვში ზედმეტი ნეიტრონი აღწევს). კვლევის შედეგები 1939 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა. მაიტნერი და ჰანი მიხვდნენ, რომ დაშლის პროცესი, რომელიც ხლეჩს ურანის ატომბირთვს ორ მცირე ბირთვად, უნდა მიმდინარეობდეს ენერგიის გამოთავისუფლების თანხლებით. ბირთვული გახლეჩის პროცესი გამოიყენება ბირთვულ რეაქტორებში, სითბოს და შემდგომ, ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით[22]. აღნიშნული პროცესი, აგრეთვე, ბირთვული იარაღის საფუძველია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეიქმნა და 1945 წელს, აშშ-მა იაპონიის წინააღმდეგ გამოიყენა.

ლიზა მაიტნერი
გერმ. Elise Meitner
დაბ. თარიღი 7 ნოემბერი, 1878(1878-11-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბ. ადგილი ვენა[1] [3] [13] [11] [12] [14]
გარდ. თარიღი 27 ოქტომბერი, 1968(1968-10-27)[1] [2] [3] [4] [15] [16] [5] [7] [8] [10] [9] [11] [12](89 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[1] [11]
დასაფლავებულია St James Churchyard[17]
მოქალაქეობა ცისლეიტანია
 ავსტრია[13]
 შვედეთი[13]
საქმიანობა ბირთვული ფიზიკოსი[3] , უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიკოსი და ფიზიკოსი[13]
მუშაობის ადგილი ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი[13] , ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი და The Catholic University of America
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი[3] [18] და Akademisches Gymnasium
განთქმული მოსწავლეები ნიკოლაუს რილი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე [13]
მამა ფილიპ მეიტნერი[3] [13]
დედა Hedwig Meitner
ნათესავ(ებ)ი Otto Robert Frisch[13]
ჯილდოები ლიბენის პრემია, მაქს პლანკის მედალი, ენრიკო ფერმის პრემია[19] , ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, Otto Hahn Prize for Chemistry and Physics, ვილჰელმ ექსნერის მედალი[20] , Prize of the City of Vienna for Natural Sciences, ლაიბნიცის ვერცხლის მედალი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[21] და ორდენი „დამსახურებისათვის“
ხელმოწერა

სამეცნიერო კარიერის ძირითადი ნაწილი, მაიტნერმა ბერლინში, გერმანიაში გაატარა, სადაც იგი ფიზიკის პროფესორი და კაიზერ-ვილჰელმის განყოფილების ხელმძღვანელი იყო. მაიტნერი გერმანიაში პირველი ქალი იყო, რომელიც ფიზიკის სრული პროფესორი გახდა. 1930-იან წლებში, ნაცისტური გერმანიის ანტი-ებრაული ნიურნბერგის კანონების გამო, მან ეს თანამდებობები დაკარგა და 1938 წელს, შვედეთში გაიქცა, სადაც იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა. საბოლოოდ, მან შვედეთის მოქალაქეობა მოიპოვა.

სიცოცხლის მანძილზე, მაიტნერმა არაერთი ჯილდო და წოდება მოიპოვა, თუმცა, 1944 წელს, ნობელის პრემია ქიმიის დარგში, ბირთვული დაშლის აღმოჩენისთვის მხოლოდ მის თანამშრომელს, ოტო ჰანს მიენიჭა. 1990-იან წლებში, გამოქვეყნდა იმ კომიტეტის ჩანაწერები, რომელმაც პრემიის მინიჭების საკითხი გადაწყვიტა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეცნიერებმა და ჟურნალისტებმა, მაიტნერის გამოტოვებას „უსამართლობა“ უწოდეს. გარდაცვალების შემდეგ, ლიზა მაიტნერმა მრავალი საპატიო წოდება მიიღო, მათ შორის, 1992 წელს, მის საპატივცემოდ, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის 109-ე ელემენტს, მაიტნერიუმი ეწოდა[23][24][25][26][27][28][29][30].

ადრეული წლები რედაქტირება

 
მაიტნერი 1906 წელს

ელიზა მაიტნერი დაიბადა 1878 წლის 7 ნოემბერს, ზედა საშუალო ფენის ებრაულ ოჯახში, ვენაში. ოჯახის რვა შვილიდან, იგი მესამე იყო. მისი მამა, ფილიპ მაიტნერი[31] ერთ-ერთი პირველი ებრაელი ადვოკატი იყო ავსტრიაში[28][29]. ელიზამ სახელის მოკლე ვარიანტი აირჩია და ლიზა დაირქვა[32]. ვენის ებრაული საზოგადოების სიებში, მაიტნერის დაბადების თარიღად რეგისტრირებულია 1878 წლის 17 ნოემბერი, თუმცა, ყველა სხვა დოკუმენტში ამავე წლის 7 ნოემბერია მოხსენიებული[33] . ზრდასრულ ასაკში, იგი ქრისტიანობაზე მოექცა, გახდა ლუთერანობის მიმდევარი[33][34] და 1908 წელს მოინათლა[35].

განათლება რედაქტირება

კვლევების ჩატარება, მაიტნერმა ჯერ კიდევ რვა წლის ასაკში დაიწყო. იგი ბალიშის ქვეშ ინახავდა საკუთარ ჩანაწერებს. მაიტნერი განსაკუთრებით მათემატიკით და მეცნიერებით იყო დაინტერესებული. 1900-იან წლებში, ვენაში, უმაღლესი განათლების საჯარო ინსტიტუტებში ქალებს არ ჰქონდათ სწავლის უფლება, მაგრამ მაიტნერმა მაინც მოახერხა და კერძო განათლება მიიღო ფიზიკაში.

ლიზა მაიტნერმა განაგრძო ფიზიკის შესწავლა და გახდა მეორე ქალი, რომელმაც ვენის უნივერსიტეტში, 1905 წელს, მოიპოვა დოქტორის ხარისხი ფიზიკაში (მისი დისერტაცია „თბოგამტარობა არაერთგვაროვან სხეულებში“ იყო)[28][29]. უნივერსიტეტში იგი ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს. იმის გამო, რომ მაიტნერმა ზუსტად არ იცოდა, რის შესწავლა სურდა - ფიზიკის თუ მათემატიკის, იგი მრავალ ლექციას ესწრებოდა, ორივე მიმართულებით.

დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ, მაიტნერმა უარი განაცხადა გაზის სანათების ქარხანაში მუშაობაზე. მამის და ფინანსური შესაძლებლობის მხარდაჭერით, იგი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც, ცნობილმა ფიზიკოსმა — მაქს პლანკმა, ლიზა მაიტნერს საკუთარ ლექციებზე დასწრების ნება დართო, რაც იმ დროისთვის მეტად უჩვეულო იყო, ვინაიდან, პლანკს ყოველთვის უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა თავის ლექციებზე ქალების დაშვების მიმართ[36][37].

სამეცნიერო კარიერა რედაქტირება

 
მაიტნერი და ჰანი 1912 წელს

პლანკის ლექციებზე დასწრებიდან ერთი წლის შემდეგ, ლიზა მაიტნერი მისი თანაშემწე გახდა. თავდაპირველად, იგი ქიმიკოს ოტო ჰანთან ერთად მუშაობდა. მათ ერთად აღმოაჩინეს რამდენიმე ახალი იზოტოპი. 1909 წელს, მაიტნერმა წარმოადგინა ორი ნაშრომი ბეტა გამოსხივების შესახებ. აგრეთვე, ოტო ჰანთან ერთად, მან აღმოაჩინა და განავითარა ფიზიკური დაყოფის მეთოდი, რომლის დროსაც, შვილეული ბირთვი ძლიერად სწყდება მატრიცას.

1912 წელს, მაიტნერ-ჰანის კვლევითი ჯგუფი, ახლად დაარსებულ კაიზერ-ვილჰელმის ინსტიტუტში (KWI) გადავიდა, ბერლინის სამხრეთ-დასავლეთით. ჰანის რადიოქიმიის განყოფილებაში, მაიტნერი ხელფასის გარეშე მუშაობდა. 1913 წელს, 35 წლის ასაკში, მას პრაღაში წასვლა და ასოცირებული პროფესორი თანამდებობა შესთავაზეს, ამის შემდეგ კი, მან მუდმივი თანამდებობა დაიკავა KWI-ში.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, იგი რენტგენის აღჭურვილობის ხელმძღვანელ მედდად მუშაობდა. 1916 წელს, მაიტნერი ბერლინში დაბრუნდა, კვლევების გასაგრძელებლად, თუმცა იგი თავს დარცხვენილად გრძნობდა კვლევითი სამუშაოების გაგრძელების სურვილის გამო, ვინაიდან, იგი გამუდმებით ფიქრობდა ომის შედეგად დაზარალებულებზე, აგრეთვე, მათ სამედიცინო და ემოციურ მოთხოვნილებებზე[38].

1917 წელს, ლიზა მაიტნერმა და ოტო ჰანმა აღმოაჩინეს ელემენტ პროტაქტინიუმის ერთ-ერთი იზოტოპი, რისთვისაც, მაიტნერი ბერლინის მეცნიერებათა აკადემიამ ლაიბნიცის მედლით დააჯილდოვა. ამავე წელს, მას გადაეცა ფიზიკის საკუთარი განყოფილება კაიზერ-ვილჰელმის ინსტიტუტში[28].

1922 წელს, მან აღმოაჩინა ელექტრონების ზედაპირზე წარმოქმნილი ემისიის გამომწვევი მიზეზი, რომლის შედეგადაც ენერგია გამოთავისუფლდება[39]. 1923 წელს, ფრანგმა მეცნიერმა — პიერ ვიქტორ ოჟემ დამოუკიდებლად აღმოაჩინა იგივე ეფექტი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მაიტნერი პირველაღმომჩენი იყო, აღნიშნული პროცესი ცნობილია სახელწოდებით — „ოჟეს ეფექტი“[40][41].

 
ლიზა მაიტნერი და ოტო ჰანი ლაბორატორიაში

1926 წელს, მაიტნერი გახდა პირველი ქალი (გერმანიის მასშტაბით), რომელმაც მოიპოვა ფიზიკის სრული პროფესორის თანამდებობა, ბერლინის უნივერსიტეტში. 1935 წელს, როგორც კაიზერ-ვილჰელმის ინსტიტუტის ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლიზა მაიტნერმა, KWI-ის დირექტორთან, ოტო ჰანთან ერთად „ტრანსურანის კვლევის“ პროგრამა წამოიწყო. 1938 წლის დეკემბერში, მაიტნერის გერმანიიდან წასვლიდან ნახევარი წლის შემდეგ, აღნიშნულ პროგრამას, შედეგად მძიმე ბირთვების ბირთვული დაშლის პროცესის მოულოდნელი აღმოჩენა მოჰყვა. ალბერტ აინშტაინი, მას „გერმანელ მარი კიურის“ უწოდებდა[28][42][43].

კაიზერ ვიილჰელმის უნივერსიტეტში ყოფნისას, ლიზა მაიტნერს კავშირი ჰქონდა ჯეიმზ ჩედვიკთან, რომელიც კემბრიჯში, კავენდიშის ლაბორატორიაში მოღვაწეობდა. იმის გამო, რომ ჩედვიკი ცდილობდა ნეიტრონის არსებობის დადასტურებას, მაიტნერმა მას პოლონიუმი გაუგზავნა, ექსპერიმენტებში გამოსაყენებლად. შემდგომ, ჯეიმზ ჩედვიკმა ბევრად მეტი პოლონიუმი მიიღო ბალტიმორში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოდან, თუმცა, იგი ყოველთვის იყო მაიტნერის მადლობელი[44] და ამბობდა, რომ დარწმუნებული იყო იმაში, რომ მაიტნერი აუცილებლად აღმოაჩენდა ნეიტრონებს, კავენდიშში წლობით მუშაობის უპირატესობა რომ ჰქონოდა, ისევე, როგორც თვითონ[45].

1930 წელს, ლიზა მაიტნერმა ლეო ზილარდთან ერთად, ბირთვული ფიზიკის და ქიმიის შესახებ ჩატარებულ სემინარს უხელმძღვანელა. 1930-იანი წლების დასაწყისში ნეიტრონის აღმოჩენის შემდეგ, სამეცნიერო საზოგადოებამ ივარაუდა, რომ ლაბორატორიულ პირობებში შესაძლებელი იქნებოდა ურანზე (ატომური ნომერი 92) მძიმე ელემენტების შექმნა. შემდგომ, დაიწყო სამეცნიერო მარათონი სამეცნიერო გუნდებს შორის — ერნესტ რეზერფორდი დიდ ბრიტანეთში, ირენ ჟოლიო-კიური საფრანგეთში, ენრიკო ფერმი იტალიაში და ლიზა მაიტნერი და ოტო ჰანი გერმანიაში. ამავდროულად, ყველა ამ საკითხებით დაინტერესებულ ადამიანს სჯეროდა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ აბსტრაქტული კვლევა იყო ნობელის პრემიის მოსაპოვებლად და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს კვლევები ბირთვული იარაღის შექმნით დასრულდებოდა.

 
ლიზა მაიტნერი და ოტო სტერნი (1943 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში)

1933 წელს ჰიტლერის მიერ ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, მაიტნერი კვლავ ხელმძღვანელობდა კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტის ფიზიკის განყოფილებას. მიუხედავად იმისა, რომ მას ავსტრიის მოქალაქეობა იცავდა, ყველა სხვა ებრაელი მეცნიერი, მათ შორის ლეო სილარდი, ფრიც ჰაბერი, მისი ძმისშვილი ოტო რობერტ ფრიში და მრავალი გამოჩენილი მოღვაწე, დაითხოვეს ან იძულებულნი გახადეს, რომ დაეტოვებინათ საკუთარი თანამდებობები. მათი უმრავლესობა, გერმანიიდან ემიგრაციაში წავიდა. 1938 წლის მარტის ანშლუსის შემდეგ, მაიტნერის მდგომარეობა გართულდა. ოტო ჰანის და ნიდერლანდელი ფიზიკოსების — დირკ კოსტერის და ადრიან ფოკერის დახმარებით, იგი ნიდერლანდებში გაემგზავრა. კოსტერმა დაარწმუნა გერმანელი იმიგრაციის ოფიცრები რომ მას ნიდერლანდებში გამგზავრების ნებართვა ჰქონდა. გერმანიის დატოვებამდე, ოტო ჰანმა, მაიტნერს საკუთარი დედისგან მემკვიდრეობით მიღებული ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა იმ მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში, მაიტნერს სასაზღვრო მცველებისთვის გადაეცა შეუფერხებელი მგზავრობის სანაცვლოდ. თუმცა, მსგავსი ქმედება არ გახდა საჭირო, მაიტნერმა მშვიდობიანად მიაღწია დანიშნულების ადგილს[46] და ზემოხსენებული ბეჭედი საბოლოოდ, მისი დისშვილის მეუღლეს გადაეცა.

გრონინგენის უნივერსიტეტში მაიტნერის დასაქმება ვერ მოხერდა, რის გამოც, შვედი ფიზიკოსების — ევა ფონ ბარის და კარლ ვილჰელმ ოზეენის დახმარებით, იგი სტოკჰოლმში გაემგზავრა, სადაც, კარლ მანე სიგმანის ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც სიგმანის ქალ მეცნიერთა მიმართ დამოკიდებულებით იყო გამოწვეული. ამ პერიოდში, მაიტნერმა შრომითი ურთიერთობა ჩამოაყალიბა ნილს ბორთან, რომელიც რეგულარულად მოგზაურობდა კოპენჰაგენსა და სტოკჰოლმში. ლიზა მაიტნერი, აგრეთვე არ წყვეტდა კავშირს ოტო ჰანთან და სხვა გერმანელ მეცნიერებთან.

ბირთვული დაშლა რედაქტირება

 
ბირთვული დაშლის ექსპერიმენტული მოწყობილობა, რეკონსტრუირებული გერმანიის მუზეუმში, მიუნხენი

1938 წლის 10 ნოემბერს, კოპენჰაგენში (ნილს ბორის ინსტიტუტში), ოტო ჰანის ლექციაზე ერთმანეთს შეხვდნენ ჰანი, ლიზა მაიტნერი, ნილს ბორი და ოტო ფრიში. მოგვიანებით, ისინი განაგრძობდნენ ერთმანეთთან მიმოწერას. ამავე წლის დეკემბერში, ჰანი და ფრიც შტრასმანი რთულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ ბერლინ-დალემის ლაბორატორიაში. შემონახული წერილების მიხედვით, ჰანი მიხვდა, რომ ბირთვული დაშლა ერთადერთა ახსნა იყო ურანის ბირთვის გახლეჩისა. ამ შედეგის მიღების შემდეგ, მან მაიტნერთან მიმოწერა განაახლა. მოსაზრება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო ნეიტრონებით ბომბარდირებისას ურანის ბირთვის გახლეჩა, წლების წინაც არსებობდა. ეს მოსაზრება, განსაკუთრებით. იდა ნოდაკთან ასოცირდება. თუმცა, კარლ ვაიცზეკერის ფორმულის გამოყენებით[47] მაიტნერი და ფრიში პირველები გახდნენ, რომელთაც ჩამოაყალიბეს თეორია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ატომბირთვის მცირე ნაწილაკებად დაშლა: ურანის ნეიტრონებით ბომბარდირების დროს წარმოიქმნება ბარიუმი და კრიპტონი, ამ პროცესს კი თან ახლავს გარკვეული რაოდენობის ნეიტრონების და უზარმაზარი ენერგიის გამოთავისუფლება. აგრეთვე, პირველად ისინი მიხვდნენ, რომ ალბერტ აინშტაინის ცნობილი განტოლება E = mc2 განმარტავდა უძრაობის მასის კინეტიკურ ენერგიად გარდაქმნის შედეგად გამოთავისუფლებული უზარმაზარი ენერგიის წყაროს. ბედის ირონიით, მაიტნერი მოტივირებული იყო ამ გამოთვლების ჩასატარებლად, რადგან ეჩვენებინა, რომ ირენ ჟოლიო-კიურის მიერ წარმოდგენილი გარკვეული ექსპერიმენტების ახსნა ვაიზცეკერის ფორმულას არ შეესაბამებოდა.

ნობელის პრემია ბირთვული დაშლის აღმოჩენისთვის რედაქტირება

მაიტნერის მიერ ცხოვრების მანძილზე დამსახურებული არაერთი ჯილდო და ტიტული, გადაფარა იმ ფაქტმა, რომ 1944 წელს ქიმიის დარგში გაცემული ნობელის პრემია მხოლოდ ოტო ჰანს მიენიჭა. 1945 წლის 15 ნოემბერს, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ გამოაცხადა, რომ 1944 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში ოტო ჰანი გახდა, მძიმე ატომბირთვების გახლეჩის აღმოჩენისთვის[48].

ამავდროულად, მაიტნერმა წერილი დაწერა, სადაც ამბობდა: „ეჭვგარეშეა, რომ ჰანი ნამდვილად იმსახურებდა ნობელის პრემიას ქიმიის დარგში. ეს ნამდვილად ასეა. თუმცა, ვფიქრობ, რომ მე და ოტო რობერტ ფრიშმა საკმაო წვლილი შევიტანეთ ურანის გახლეჩის პროცესის განმარტებაში — როგორ იღებს აღნიშნული პროცესი სათავეს და როგორ თავისუფლდება დიდი რაოდენობით ენერგია, ეს ყველაფერი კი ჰანისთვის მეტად შორეული იყო“[49]. მაიტნერის ყოფილმა თანაშემწემ, კარლ ფრიდრიხ ვაიცზეკერმა შემდგომ დასძინა: „რა თქმა უნდა, ჰანი იმსახურებდა პრემიის ლაურეატობას. მას ნამდვილად ეკუთვნოდა ეს ჯილდო, ამ აღმოჩენის არარსებობის შემთხვევაშიც კი. თუმცა, ყველა დამეთანხმება, რომ ატომბირთვის გახლეჩის პროცესის აღმოჩენა ეჭვგარეშე იმსახურებს ნობელის პრემიას“[50][51].

ჰანის მიერ ნობელის პრემიის მოპოვება დიდი ხნის მოსალოდნელი იყო. ორივე მათგანი, მაიტნერიც და ჰანიც არაერთხელ იყვნენ ნომინირებული პრემიაზე, ქიმიის და ფიზიკის დარგებში, ბირთვული დაშლის აღმოჩენამდეც კი[52][53]. 1945 წელს, შვედეთის ნობელის პრემიის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ლაურეატი მხოლოდ და მხოლოდ ჰანი გამხდარიყო. 1990-იან წლებში, ნობელის კომიტეტის ჩანაწერები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დალუქული იყო, გასაჯაროვდა და ამერიკელმა განმანათლებელმა და მკვლევარმა — რუთ ლევინ საიმმა ისარგებლა გამოაშკარავებული ჩანაწერებით, რათა ხელახლა განეხილა მაიტნერის პრემიაზე გაუთვალისწინებლობის საკითხი[54]. ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების მიერ გამოცემულ ჟურნალ Physics Today-ში, 1997 წლის ერთ-ერთ სტატიაში საიმი და მისი კოლეგები — ელიზაბეთ ქროუფორდი და მარკ უოლკერი წერდნენ: „როგორც ჩანს, ლიზა მაიტნერს ოტო ჰანთან ერთად იმიტომ არ მიენიჭა 1944 წლის პრემია, რომ იმ პერიოდში ნობელის კომიტეტი არასათანადოდ აფასებდა დარგთაშორის საქმიანობებს. ქიმიის დარგის კომიტეტის წევრებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ, რომ მაიტნერის წვლილი სამართლიანად შეეფასებინათ. მაიტნერის ჯილდოდან გამოკლების ფაქტი, შესაძლოა შეჯამდეს როგორც დისციპლინარული მიკერძოების, პოლიტიკური გაუგებრობის და იგნორირების ნარევი“[24].

შემდგომი წლები რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მაიტნერი აკრიტიკებდა ოტო ჰანს, მაქს ფონ ლაუეს და სხვა გერმანელ მეცნიერებს, რომელთაც მისი აზრით, ნაცისტებთან ითანამშრომლეს და არაფერი მოიმოქმედეს ჰიტლერის რეჟიმის გასაპროტესტებლად. იგი ამბობდა: „ვერნერ კარლ ჰაიზენბერგი და მასთან ერთად მილიონობით ადამიანი, იძულებულნი უნდა იყვნენ, რომ ნახონ ეს ბანაკები და ნაწამები ხალხი“. 1945 წლის ივნისში, ჰანის მისამართით მაიტნერმა წერილი დაწერა, თუმცა, არასდროს გაუგზავნია ადრესატთან. წერილში იგი წერდა:

 
„თქვენ ყველანი ნაცისტური გერმანიისთვის მუშაობდით. და მხოლოდ პასიურ წინააღმდეგობას უწევდით ნაცისტებს. რა თქმა უნდა, სინდისის გამოსყიდვის მიზნით ეხმარებოდით დევნილებს, მაგრამ ამ დროს მილიონობით უდანაშაულო ადამიანს კლავდნენ. პირველ რიგში, თქვენ უღალატეთ მეგობრებს, შემდეგ თქვენს შვილებს, რადგან ნება დართეთ, რომ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდოთ და კრიმინალურ ომში ჩაბმულიყვნენ. და ბოლოს, თქვენ უღალატეთ თავად გერმანიას, რადგან როცა ომი სრულიად უიმედო ფაზაში შევიდა, თქვენ არაფერი იღონეთ გერმანიის უაზროდ განადგურების წინააღმდეგ.[55]

1950-იან და 1960-იან წლებში, მაიტნერი კვლავ სტუმრობდა გერმანიას და სხვადასხვა სიტუაციებში, რამდენიმე დღეს ჰანთან და მის ოჯახთან ერთად ატარებდა. 1959 წლის 8 მარტს, იგი ესწრებოდა ჰანის მე-80 დაბადების დღეს გეტინგენში. აგრეთვე, ოტო ჰანი საკუთარ მემუარებში (გამოქვეყნდა 1968 წელს, მისი გარდაცვალებიდან მცირე ხნის შემდეგ) წერდა, რომ მას და მაიტნერს მთელი ცხოვრების მანძილზე ახლო მეგობრობა აკავშირებდათ[56], მიუხედავად იმისა, რომ ეს მეგობრობა გამოცდებით აღსავსე იყო[57].

1947 წელს, ლიზა მაიტნერი სიგბანის ინსტიტუტიდან წამოვიდა და დაიწყო კვლევების ჩატარება ახალ ლაბორატორიაში, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნა ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტის შვედეთის ატომური ენერგიის კომისიის მიერ. 1949 წელს, მან შვედეთის მოქალაქეობა მიიღო. 1960 წელს, მაიტნერი პენსიაზე გავიდა და გაერთიანებულ სამეფოში გადავიდა საცხოვრებლად. იგი განაგრძობდა ნახევარ განაკვეთზე მუშაობას და ლექციებს კითხულობდა.

1964 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების წინ, მაიტნერს გულის შეტევა განუვითარდა, რის გამოც, რამდენიმე თვე გამოჯანმრთელებას დაუთმო. მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა ათეროსკლეროზის გამო თანდათან უარესდებოდა, ამიტომ, მან ვერ შეძლო აშშ-ში გამგზავრება ენრიკო ფერმის პრემიის მისაღებად. აღნიშნული ჯილდო მას ნათესავებმა გადასცეს. 1967 წლის შემოდგომაზე ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის და რამდენიმე უაცრად განვითარებული შეტევის შემდეგ, მაიტნერმა მოახერხა ნაწილობრივ გამოჯანმრთელება, მაგრამ იმდენად დასუსტდა, რომ კემბრიჯის მოხუცთა სამკურნალო დაწესებულებაში დარჩენამ მოუწია. 1968 წლის ივლისში, ოტო ჰანი გარდაიცვალა, თუმცა, მაიტნერს მომხდარი არ შეატყობინეს, რადგან მისი ოჯახის წევრებს მიაჩნდათ, რომ დაუძლურებული ადამიანისთვის ეს დიდი დარტყმა იქნებოდა[22].

1968 წლის 27 ოქტომბერს, 89 წლის ასაკში, ლიზა მაიტნერი ძილის დროს გარდაიცვალა[22]. საკუთარი სურვილის მიხედვით, მაიტნერი ჰემფშირის სოფელ ბრემში, თავის უმცროს ძმასთან (გარდაიცვალა 1964 წელს) ახლოს დაკრძალეს. მის დისშვილს, ფრიშს ეკუთვნის წარწერა მაიტნერის სასაფლაოს ქვაზე:

 
„ლიზა მაიტნერი — ფიზიკოსი, რომელსაც არასდროს დაუკარგავს ადამიანურობა.“

ტიტულები და ჯილდოები რედაქტირება

 
ლიზა მაიტნერის ძეგლი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ბაღში, ბერლინი

1946 წელს აშშ-ში ვიზიტისას, ეროვნულმა პრეს-კლუბმა მაიტნერს „წლის მანდილოსნის“ ტიტული მიანიჭა. იგი მიიწვიეს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენთან და პრეს-კლუბის სხვა წევრებთან ერთად გამართულ სადილზე. მაიტნერი ლექციებს კითხულობდა პრინსტონში, ჰარვარდსა და სხვა ამერიკულ უნივერსიტეტებში. მან საპატიო დოქტორის ტიტულიც მიიღო. 1949 წელს, ოტო ჰანთან ერთად, გერმანიის ფიზიკოსთა საზოგაოებამ იგი მაქს პლანკის მედლით დააჯილდოვა, 1955 წელს კი — იგი გერმანიის ქიმიკოსთა საზოგადოების მიერ დაწესებული ოტო ჰანის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა. 1957 წელს, გერმანიის პრეზიდენტმა თეოდორ ჰოისმა, ლიზა მაიტნერი მეცნიერთათვის განკუთვნილი უმაღლესი გერმანული ორდენით დააჯილდოვა. იგი ათეულზე მეტჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე, თუმცა, ვერ მოიპოვა.

1945 წელს, მაიტნერი შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადებიის უცხოელ წევრად აირჩიეს, 1951 წელს კი — მისი სტატუსი შეიცვალა და შვედი წევრი გახდა. ოთხი წლის შემდეგ, 1955 წელს, იგი სამეფო საზოგადოების წევრი გახდა[58], 1960 წელს კი — ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემიის საპატიო უცხოელ წევრად აირჩიეს[59].

მაიტნერმა სამეცნიერო საქმიანობისთვის, 21 ტიტული და ჯილდო მოიპოვა (მათ შორის, 5 საპატიო დოქტორის ხარისხი და 12 აკადემიის წევრობა). 1947 წელს, მან ვენის სამეცნიერო ჯილდო მოიპოვა. იგი პირველი ქალი იყო ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კლასის წევრებს შორის. 1960 წელს, ლიზა მაიტნერი ვილჰელმ ექსნერის მედლით, ხოლო 1967 წელს — ავსტრიის მეცნიერების და ხელოვნების საპატიო ნიშნით დაჯილდოვდა.

1966 წელს, ოტო ჰანი, ფრიც შტრასმანი და ლიზა მაიტნერი ერთობლივად დაჯილდოვდნენ ენრიკო ფერმის ჯილდოთი, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის და ამერიკის შეერთებული შტატების ატომური ენერგიის კომისიის (USAEC) მიერ.

1968 წელს გარდაცვალების შემდეგ, მაიტნერს არაერთი პატივი ხვდა წილად. 1997 წელს, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის 109-ე ელემენტს მის საპატივცემოდ მაიტნერიუმი უწოდეს[28][60][61]. იგი დღემდე ერთადერთი არამითოლოგიური ქალია, რომლის საპატივცემოდაც ქიმიურ ელემენტს ესა თუ ის სახელი უწოდეს (კიურიუმი ერთობლივად, მარი და პიერ კიურის საპატივცემოდაა). აგრეთვე მის საპატივცემოდ, ბერლინში ერთ-ერთ ინსტიტუტს ჰანი-მაიტნერის ინსტიტუტი ეწოდა. აღსანიშნავია, რომ მთვარეზე და ვენერაზე არსებულ გარკვეულ კრატერებს მაიტნერი, ხოლო ასტეროიდთა სარტყელის ერთ-ერთ ასტეროიდს, მაიტნერი 6999 ეწოდება.

2000 წელს, ევროპის ფიზიკოსთა საზოგადოებამ ჩამოაყალიბა „ლიზა მაიტნერის პრემია“, რომელიც წელიწადში ორჯერ გაიცემა ბირთვულ მეცნიერებაში ჩატარებული მნიშვნელოვანი კვლევებისთვის[62]. 2006 წელს, შვედეთში მდებარე გეტებორგის უნივერსიტეტმა, „გეტებორგის ლიზა მაიტნერის პრემია“ დააწესა[63]. 2008 წელს, ავსტრიის შეიარაღებული ძალების (NBC) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის სკოლამ, მისი სახელობის ჯილდოს ჩაუყარა საფუძველი.

2010 წლის ოქტომბერში, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის შენობამ, რომელიც ოტო ჰანის სახელს ატარებდა, ჰანი-მაიტნერის სახელი მიიღო[64]. 2014 წლის ივლისში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ბაღში ლიზა მაიტნერის ძეგლი აღიმართა, მაქს პლანკის და ჰერმან ფონ ჰელმჰოლცის ძეგლების გვერდით[65].

ავსტრიის და გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში, ქუჩები და სკოლები მის სახელს ატარებენ[66][67].

2017 წელს, „ARPA-E“-მ ბირთვული ენერგიის კვლევის მთავარ პროგრამას მის საპატივცემოდ „ლიზა მაიტნერის პროგრამა უწოდა“[68].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • (1959) Trends in Atomic Physics: Essays Dedicated to Lise Meitner, Otto Hahn, Max von Laue on the Occasion of their 80th Birthday. New York: Interscience. 
  • Goldberg, Stanley (July 1996). „With friends like these ...“. Bulletin of the Atomic Scientists. pp. 55–57. Contemporaneous review of Ruth Lewin Sime's biography of Meitner.
  • Haber, Louis. Women pioneers of science. Harcourt Brace Jovanovich, 1979, New York. ISBN 9780152992026.
  • Hahn, Otto (1966). A Scientific Autobiography. Preface by Glenn T. Seaborg. Charles Scribner's sons, New York, 1966. English edition (1967): McGibbon & Kee, London.
  • Hahn, Otto (1970). My Life. Preface by Sir James Chadwick. Macdonald, London. American edition (1970): Herder and Herder, New York.
  • Hoffmann, Klaus (2001). Otto Hahn – Achievement and Responsibility. New York: Springer Verlag. ISBN 0-387-95057-5. 
  • Meitner, Lise (2005). Erinnerungen an Otto Hahn (de). Stuttgart: S. Hirzel. ISBN 978-3-7776-1380-2. OCLC 180889711. 
  • Rhodes, Richard (1995). The Making of the Atomic Bomb. Simon & Schuster. ISBN 9781439126226. 
  • Rife, Patricia (1999). Lise Meitner and the Dawn of the Nuclear Age, John Archibald Wheeler (foreword), Birkhäuser. ISBN 9780817637323. OCLC 38130718. 
  • Sime, Ruth Lewin (2006). „Lise Meitner“, Out of the Shadows: Contributions of 20th-Century Women to Physics. Cambridge University Press.. 
  • Sime, Ruth Lewin (1996). Lise Meitner: A Life in Physics. Berkeley: University of California Press. ISBN 0-520-08906-5. OCLC 32893857. 
  • Sime, Ruth Lewin. (2005) From Exceptional Prominence to Prominent Exception: Lise Meitner at the Kaiser Wilhelm Institute for Chemistry. Geschichte der Kaiser-Wilhelm-Gesellschaft im Nationalsozialismus. ციტატა: „For the first twenty years, hers is an expansive story of a woman who achieves exceptional prominence in physics; after 1933 her story gradually narrows until nothing is left for her as a person of Jewish origin in Germany.“ ციტირების თარიღი: 2015-11-26. Sime's article is the 24th publication in the series History of the Kaiser Wilhelm Institute under National Socialism.
  • Weston, Tom (2011). Fission. Boston: tom weston media. ISBN 978-0-9819413-5-6. 
  • Yount, Lisa (1996). Twentieth Century Women Scientists. New York: Facts on File. ISBN 0-8160-3173-8. 
  • Bentzen, S. M. (2000). „Lise Meitner and Niels Bohr—a historical note“. Acta oncologica (Stockholm, Sweden). 39 (8): 1002–1003. doi:10.1080/02841860050216016. PMID 11206992.
  • Kyle, R. A.; Shampo, M. A. (1981). „Lise Meitner“. JAMA: the Journal of the American Medical Association. 245 (20): 2021. doi:10.1001/jama.245.20.2021. PMID 7014939.
  • Frisch, O. R. (1973). „Distinguished Nuclear Pioneer—1973. Lise Meitner“. Journal of Nuclear Medicine. 14 (6): 365–371. PMID 4573793.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118580477 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Elise (Lise) Meitner — 1917.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. 7.0 7.1 Frauen in Bewegung 1848–1938Österreichische Nationalbibliothek, 2006.
  8. 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  9. 9.0 9.1 The Fine Art Archive — 2003.
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Gadzinski A. KALLIOPE Austria: Frauen in Gesellschaft, Kultur und WissenschaftWien: Bundesministerium für Europa, Integration und Äußeres, 2015. — S. 218–219. — ISBN 978-3-9503655-5-9
  12. 12.0 12.1 12.2 Amson-Bradshaw G. Pioneers of Science and Technology — 2018. — P. 21. — 48 p. — ISBN 978-1-5263-0422-3
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 13.7 Elise (Lise) Meitner
  14. biografiA: Lexikon österreichischer Frauen — 2016. — ტ. 2. — S. 2225–2227. — ISBN 978-3-205-79348-9doi:10.7767/9783205793489
  15. Find a Grave — 1996.
  16. FemBio database
  17. Lise Meitner
  18. https://scopeq.cc.univie.ac.at/Query/detail.aspx?ID=209512
  19. https://science.osti.gov/fermi/Award-Laureates
  20. https://www.wilhelmexner.org/en/medalists/
  21. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 241.
  22. 22.0 22.1 22.2 „Lise Meitner Dies; Atomic Pioneer, 89. Lise Meitner, Physicist, Is Dead. Paved Way for Splitting of Atom“. The New York Times. 28 October 1968. ციტირების თარიღი: 18 April 2008. ციტატა: „Dr. Lise Meitner, the Austrian born nuclear physicist who first calculated the enormous energy released by splitting the uranium atom, died today in a Cambridge nursing home. She was 89 years old.“
  23. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-04. ციტირების თარიღი: 2018-04-07.
  24. 24.0 24.1 Crawford, Elisabeth; Sime, Ruth Lewin; Walker, Mark (1997). „A Nobel Tale of Postwar Injustice“. Physics Today. 50 (9): 26–32. Bibcode:1997PhT....50i..26C. doi:10.1063/1.881933.
  25. Perutz, Max F. (2002). „Splitting the Atom“, I Wish I'd Made You Angry Earlier: Essays on Science, Scientists, and Humanity, გვ. 27. ISBN 9780879695248. OCLC 37721221.  Originally published as book review; see Perutz, Max (20 February 1997). „A Passion for Science“. The New York Review of Books.
  26. Judson, Horace Freeland (20 October 2003). „No Nobel Prize for Whining“. The New York Times. ციტირების თარიღი: 3 August 2007. ციტატა: „Lise Meitner, the physicist first to recognize that experiments reported by two former colleagues in Berlin meant that atoms had been split, never got a prize, even though one of those colleagues, Otto Hahn, did in 1944.“
  27. [hhttps://www.sciencehistory.org/historical-profile/otto-hahn-lise-meitner-and-fritz-strassmann Otto Hahn, Lise Meitner and Fritz Strassmann]. Science History Institute. ციტირების თარიღი: 20 March 2018.
  28. 28.0 28.1 28.2 28.3 28.4 28.5 Bartusiak, Marcia. (17 March 1996) The Woman Behind the Bomb. The Washington Post.
  29. 29.0 29.1 29.2 Westly, Erica. (6 October 2008) No Nobel for You: Top 10 Nobel Snubs. Scientific American.
  30. 1972-, Burmester, Ralph, (2015). Wissenschaft aus erster Hand : 65 Jahre Lindauer Nobelpreisträgertagungen = Science at first hand : 65 years Lindau Nobel Laureate Meetings, 3. erweiterte Auflage. ISBN 9783940396501. OCLC 935264435. 
  31. Associated Papers of Lise Meitner. Janus. ციტირების თარიღი: 8 January 2008.
  32. Hitler's Scientists: science, war and the devil's pact. Viking 2003, გვ. 66. ISBN 0-670-03075-9. OCLC 52761187. 
  33. 33.0 33.1 Sime, Ruth Lewin (1996). Lise Meitner: A Life in Physics, California studies in the history of science. University of California Press, გვ. 1. ISBN 0-520-08906-5. 
  34. Lise Meitner and Nuclear Fission. ციტირების თარიღი: 9 April 2012.
  35. Roqué, Xavier. „Meitner, Lise (1878–1968), physicist“. Oxford Dictionary of National Biography. Oxford, England: Oxford University Press. ციტირების თარიღი: 27 October 2009.
  36. Drezgic, Marija. Lise Meitner | Famous Women in Physical Sciences and Engineering. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-12. ციტირების თარიღი: 2016-10-28.
  37. Lise Meitner | Jewish Women's Archive. ციტირების თარიღი: 2016-10-28.
  38. Kerner, Charlotte (1999). Lise, Atomphysikerin. Die Lebensgeschichte der Lise Meitner, second (de), Weinheim: Beltz & Gelberg. ISBN 978-3-407-78812-2. OCLC 612209107.  Second edition of a 1986 book for secondary school students.
  39. „Über die Entstehung der β-Strahl-Spektren radioaktiver Substanzen“. Zeitschrift für Physik. 9: 131–144. 1922. Bibcode:1922ZPhy....9..131M. doi:10.1007/BF01326962.
  40. Auger, P. (1923). „Sur les rayons β secondaires produits dans un gaz par des rayons X“ [On the secondary β-rays produced in a gas by X-rays]. Comptes rendus hebdomadaires des séances de l'Académie des science (ფრანგული). 177: 169–171.
  41. Meitner published before Auger, but the effect does not bear her name. The issue of whether Meitner's name should have been included is examined in: Duparc, Olivier Hardouin (2009). „Pierre Auger – Lise Meitner: Comparative contributions to the Auger effect“. International Journal of Materials Research. 100 (9): 1162–1166. doi:10.3139/146.110163. ციტატა: „...the Auger effect has rightly been attributed to Auger.“
  42. Yount, Lisa. A to Z of Women in Science and Math, Infobase Publishing, 2008, ISBN 0-8160-6695-7, p. 204
  43. L'Annunziata, Michael F. Radioactivity: Introduction and History, Elsevier, 2007, ISBN 0-444-52715-X, p. 229
  44. Rhodes, Richard (1995). The Making of the Atomic Bomb. Simon & Schuster, გვ. 159–161. ISBN 9781439126226. 
  45. Rhodes, Richard (1995). The Making of the Atomic Bomb. Simon & Schuster, გვ. 233. ISBN 9781439126226. 
  46. Cornwell, Hitler's Scientists, 207–13
  47. Richard Rhodes, The Making of the Atomic Bomb (1986), Simon & Schuster, New York, NY pp. 257–60
  48. The Nobel Prize in Chemistry 1944. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 26 August 2011.
  49. Letter to B. Broomé-Aminoff in November 1945; see Hardy, Anne; Sexl, Lore (2002) Lise Meitner. Rowohlt Verlag, გვ. 119. ISBN 3-528-08934-2. 
  50. Meitner, Lise (2005): in Recollections of Otto Hahn. (Ed.: Dietrich Hahn). S. Hirzel, Stuttgart 2005. p. 138. ISBN 3-7776-1380-0.
  51. Otto Robert Frisch letter to Carl Seelig, September 14, 1955. See: Seelig, Carl (ed.) |title=Helle Zeit – Dunkle Zeit In memoriam Albert Einstein. Europa Verlag, Zurich 1956. p. 114. Reprint: Friedr. Vieweg & Sohn, Braunschweig/Wiesbaden 1986. p. 114. ISBN 3-528-08934-2.
  52. Nomination Database: Otto Hahn. Nobelprize.org.
  53. Nomination Database: Lise Meitner. Nobelprize.org.
  54. Sime, Ruth Lewin (1996). Lise Meitner: A Life in Physics. University of California. ISBN 9780520089068. OCLC 32893857. 
  55. Cornwell, Hitler's Scientists, p. 411.
  56. Cropper, William H. (2004) Great Physicists: The Life and Times of Leading Physicists from Galileo to Hawking. Oxford (UK): Oxford University Press, გვ. 343. ISBN 978-0-19-517324-6. 
  57. Hahn, Otto (1970). My Life. London: Macdonald & Co.. 
  58. „Lise Meitner. 1878–1968“. Biographical Memoirs of Fellows of the Royal Society. 16: 405–426. 1970. doi:10.1098/rsbm.1970.0016.
  59. Book of Members, 1780–2010: Chapter M. American Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: 29 July 2014.
  60. Hahn, Otto. (13 December 1946) From the natural transmutations of uranium to its artificial fission. Nobel Lecture.. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 24 September 2007.
  61. Hardy, Anne. (4 March 2004) Otto Hahn – Entdecker der Kernspaltung German. Pro Physik, Wiley Interscience GmbH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 24 September 2007.
  62. EPS Nuclear Physics Division - Lise Meitner Prize. European Physical Society. ციტირების თარიღი: 12 December 2015.
  63. Gothenburg Lise Meitner Award. Chalmers University of Technology. ციტირების თარიღი: 12 December 2015.
  64. Neukam, Viola. (28 October 2010) 'More than Just a Name Change': Freie Universität Renames Otto Hahn Building as Hahn-Meitner Building. Freie Universität Berlin.
  65. Herbold, Astrid (9 July 2014). „Große Physikerin, späte Ehrung“ [Great Physicist, Belated Honour]. Der Tagesspiegel (გერმანული).
  66. Lise Meitner Gymnasium: Hamburg de. Offenes Hamburger. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-28. ციტირების თარიღი: 2016-03-05.
  67. Lise-Meitner-Gymnasium de. LMG Falkensee. ციტირების თარიღი: 2016-03-05.
  68. MEITNER: Modeling-Enhanced Innovations Trailblazing Nuclear Energy Reinvigoration. U. S. Department of Energy (October 20, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 12, 2020. ციტირების თარიღი: იანვარი 22, 2021.