ლივნური ყველიყველი, რომლის პირველი წარმოება XIX საუკუნეში მოხდა ლივნოს რაიონში (დღ. ბოსნია და ჰერცეგოვინა), გრუიერის ყველის ფრანგული ტექნოლოგიებით წარმოების საფუძველზე. თავდაპირველად, ლივნურ ყველს ცხვრის რძისგან აკეთებდნენ, თუმცა დღესდღეობით მას უკვე ცხვრისა და ძროხის რძის შენარევისგან ამზადებენ. ყველის მომზადების დრო 60-დან 66 დღემდე პერიოდს მოიცავს. ყველი მყარი სტრუქტურისაა, როგორც ყველა დაძველებულ ყველს ოდნავ ცხარე გემო დაჰკრავს. ყველის ამ სახეობას ძირითადად აწარმოებენ კომპანიები Mljekara Livno და Lura Dairy d.o.o. Livno, რომლებიც ყოველწლიურად 500 ტონაზე მეტ ყველს ამზადებენ.

ლივნური ყველი
ბოსნ. Livanjski sir/Ливанњски сир
წარმოშობის ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ქალაქი, რეგიონი ლივნო, ტროპოლიე
რძე ძროხის
პასტერიზებული არა
ტექსტურა მყარი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.