ლიველინი (უელსის პრინცი)

ლიველინ გრაფიდის ძე (დ. დაახლ. 1223 — გ. 11 დეკემბერი, 1282) — უელსის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, პრინცი 1258–1282 წლებში. უელსის პრინც ლიველინ ბრწყინვალის შვილიშვილი, გრაფიდის ძე. ტახტზე ავიდა ინგლისელთა მიერ მამამისის მკვლელობის შემდეგ. მან უელსის უმეტესი ნაწილის დამორჩილება შესძლო, მაგრამ ინგლისის მეფე ედუარდ I-მა (1272–1307) უელსის საბოლოო დამორჩილება გადაწყვიტა, ლიველინი მოკლეს და ტახტი ედუარდ I-მა დაიკავა 1283 წელს. მან უელსის პრინცად თავისი ვაჟი ედუარდი აკურთა 1301 წელს. ედუარდ I-ის ინიციატივით 1283 წლიდან ჩრდილოეთ უელსში მრავალი ციხესიმაგრე აშენდა. აჯანყებულები რომლებიც თავისუფლებისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ დამარცხდნენ. უელსმა დამოუკიდებლობა დროებით დაკარგა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება