ლიეპაია (ლატვ. Liepāja) (ყოფილი ლიბავა) — ქალაქი ლატვიაში. გაუყინარი ნავსადგური ბალტიის ზღვაზე, სარკინიგზო ხაზების კვანძი. მოსახლეობა შეადგენს 78 144 ადამიანს (2016). ტალახით სამკურნალო და ზღვისპირა კურორტი.

ქალაქი
ლიეპაია
Liepāja
დროშა გერბი

ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
დაქვემდებარება რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი
რეგიონი კურზემე
კოორდინატები 56°30′30″ ჩ. გ. 21°00′40″ ა. გ. / 56.50833° ჩ. გ. 21.01111° ა. გ. / 56.50833; 21.01111
მმართველი Uldis Sesks
დაარსდა 1625
პირველი ხსენება 1253
ადრეული სახელები ლიბავა
ამჟამინდელი სტატუსი 1625
ფართობი 60,4 კმ²
ცენტრის სიმაღლე 14 მეტრი
მოსახლეობა 78 144[1] კაცი (2016)
სიმჭიდროვე 1294 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+371) 34
საფოსტო ინდექსი LV-3403, LV-3405, LV-3407, LV-3409, LV-3412, LV-3414, LV-3416, LV-3417
ოფიციალური საიტი http://www.liepaja.lv/
ლიეპაია — ლატვია
ლიეპაია

ისტორია რედაქტირება

ლიეპაია პირველად იხსენიება 1253 წელს. 1795 წელს კურლანდიასთან ერთად შეუერთდა რუსეთს. 1919 წლიდან ლატვიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1940 წლის 21 ივლისს მოხდა ლიეპაიას ოკუპაცია კომუნისტური რუსეთის მიერ. 1941 წლის 29 ივნისს გაათავისუფლა ნაცისტურმა გერმანიამ, თუმცა 1945 წლის 8 მაისიდან კვლავ რუსეთის ოკუპაციაში მოექცა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწრაფად გაიზარდა ქალაქის მრეწველობა. მთავარი საწარმოა მეტალურგიული ქარხანა. 1954 წელს შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებელი ქარხანა და თევზსაკონსერვო კომბინატი. ძველი საწარმოებია ხის დასამუშავებელი და კარაქის კომბინატები, შაქრის ქარხანა, ფეხსაცმლის ფაბრიკა და სხვა. 1972 წელს ამუშავდა საფეიქრო-საგალანტერეო კომბინატი.

ქალაქში შემორჩენილია შუა საუკუნეების არარეგულარული დაგეგმარება. ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ტრისვიენიბასის ეკლესია (1742-58, არქიტექტორი ი.ჰ. დორნი), სახლი, რომელშიც 1697 წელს ცხოვრობდა პეტრე I (ახლა ისტორიისა და სამხატვრო მუზეუმის ფილიალი) და სხვა.

ლიეპაიაში არის პედაგოგიური ინსტიტუტი, რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადტექნიკური ფაკულტეტი, საღამოს პოლიტექნიკუმი, 4 სპეც. სასწავლებელი. 2 დრამატული თეატრი, 2 მუზეუმი, სანატორიუმი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • www.liepaja.lv - ქალაქის ოფიციალური საიტი

სქოლიო რედაქტირება