ლიდია ბეკერი (ინგლ. Lydia Ernestine Becker; დ. 24 თებერვალი, 1827 — გ. 18 ივლისი, 1890) — დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ქალთა საარჩევნო უფლებების ადრეული მოძრაობის ლიდერი. ასევე ცნობილია როგორც მოყვარული მეცნიერი, ბიოლოგიასა და ასტრონომიაში. მან დააარსა და 1870-1890 წლებში გამოცემდა ჟურნალს — „Women's Suffrage Journal“.

ლიდია ბეკერი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა მანჩესტერში, კოპერ-სტრიტზე. ის თიურინგიელი ემიგრანტის ერნსტ ბეკერის უფროსი ქალიშვილი იყო. ლედიამ იმ დროის გოგების მსგავსად განათლება სახლში მიიღო. 1850-იანებში შეისწავლა ასტრონომია და ბიოლოგია, 1862 წელს სამეცნიერო ჟურნალში მებაღეობაზე გამოქვეყნებული წერილისთვის ოქროს მედალი მიიღო.[1] მის განათლებაში ბიძამისს უფრო დიდ წვლილი მიუძღვის ვიდრე მშობლებს. ხუთი წლის შემდეგ მანჩესტერში დააარსა ქალთა ლიტერატურული საზოგადოება. მას მიმოწერა ჰქონდა ჩარლზ დარვინთან,[2][3][4] რომელსაც წერილებთან ერთად მცენარეების ნიმუშებს უგზავნიდა.[5] მან ასევე გაუგზავნა Botany for Novices-ის ასლი.[6] ლიდია იყო XIX საუკუნის ქალთაგან ერთ-ერთი, რომელმაც დარვინის ნაშრომში წვლილი შეიტანა.[7]

1860-იანებში მან მიიღო ეროვნული ჯილდო, მცენარეთა ნიმუშების გამოშრობის ახალი მეთოდის შემუშავებისთვის, რომელიც მცენარეებისთვის ბუნებრივი ფერების შენარჩუნების შესაძლებლობას იძლეოდა. 1869 წელს ბრიტანეთის მეცნიერებათა განვითარების ასოციაციის შეხვედრისთვის მოამზადა ნაშრომი მცენარეთა სახეობების სექსუალურ განვიტარებაში სოკოვან დაავადებათა ეფექტის შესახებ.[8] მიუხედავად ბოტანიკისადმი მისი ინტერესისა მის ცხოვრებაში მთავარი როლი ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭებისთვის ბრძოლას ეჭირა. აქტიურად იყო ჩართული გოგონებისა და ქალებისთვის სამეცნიერო განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნის საქმეში.

1866 წლის შემოდგომაზე ის ესწრებოდა სოციალური მეცნიერების განვითარების ეროვნული ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრას, სადაც ის აღფრთოვანდა ბარბარა ბოდიშონის ნაშრომით — „Reasons for the Enfranchisement of Women“ („ქალების დაფინანსების მიზეზები“). მან თავი მიუძღვნა ამ საკითხის ორგანიზებას და 1867 წელს მოიწვია მანჩესტერელ ქალთა ხმის უფლება კომიტეტის პირველი ყრილობა. მსგავსი ყრილობა პირველი იყო ინგლისის მასშტაბით.[9]

რამდენიმე თვის შემდეგ, მაღაზიის მფლობელი ქვრივი ლილი მაქსველი შეცდომით აღმოჩნდა ხმის მიმცემთა სიაში. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, თუმცა ის აღმოჩნდა კარგი მაგალითი თემის საჯარო განხილვებისთვის.[10] ბეკერი ესტუმრა ლილის და ხმის მისაცემ უბნამდე მიაცილა. ხმის მიცემის კომისარმა მაქსველი სიაში იპოვა და ხმის მიცემის უფლება დართო. ბეკერმა მაშინვე დაიწყო სხვა საკუთრების მქონე ქალების მოძიება და მათი მოტივირება ამომრჩეველთა სიაში მოხვედრილიყვნენ. მათი მოთხოვნები სასამართლოს ჯონ კოლერიჯმა და რიჩარდ პანხურსტმა წარადგინეს, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.[11]

1868 წლის 14 არილში, ნაჩესტერში თავისუფალი ვაჭრობის დარბაზში პირველად მოეწყო ქალთა საარჩევნო უფლების ეროვნული საზოგადოების საჯარო შეხვედრა. სამი მთავარი გამომსვლელი იყო: აგნეს პოჩინი, ანე რობინსონი და ბეკერი.[12] ბეკერმა წამოაყენა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ქალებს საარჩევნო უფლება ისევე უნდა ქონოდათ როგორც მამაკაცებს.

ბეკერმა მოგვიანებით, საზოგადოების სახელით დაიწყო ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქებში ლექციების ჩატარება. 1869 წლის ივლისში, ბეკერმა და მისმა თანამოაზრეებმა ადგილობრივ არჩევნებში ქალებისთვის ხმის უფლების მოპოვებას მიაღწიეს.[13] სასკოლო საბჭოში ქალების ჩართულობის კამპანიის ფარგლებში, 1870 წელს ის იყო იმ ოთხ ქალს შორის რომელიც აირჩიეს საბჭოს წევრად, სადაც ის გარდაცვალებამდე მსახურობდა. იმავე წელს ბეკერმა და მისმა მეგობარმა ჯესი ბუჩერეტმა დააარსეს ჟურნალი Women's Suffrage Journal. ჟურნალი XIX ბრიტანეთში, ქალთა ხმის უფლებებს მიძღვნილი ყველაზე პოპულარული გამოცემა იყო.

1880 წელს ბეკერი მონაწილეობდა მენის კუნძულების პარლამენტის არჩევნებში და მოულოდნელად წარმატებას მიაღწია. ბეკერი გახდა ქალთა საარჩევნო უფლების ეროვნული საზოგადოების ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე.

ბეკერი ადრეული ფემინისტებისგან იმით განსხვავდებოდა, ქალებსა და მამაკაცებს შორის ინტელექტუალურ განსხვავებას არ აღიარებდა. ის არა-გენდერული განათლების სისტემას უჭერდა მხარს.[14] ასევე სხვებისგან განსხვავებით ის ასევე დაუქორწინებელი ქალებისთვისაც ითხოვდა ხმის უფლებას. მას სჯეროდა, რომ მარტოხელა ქალებს უფრო მეტად ჭირდებოდათ ხმის უფელბა. ამ პოზიციის გამო ის ხშირად ხდებოდა საგაზეთო შარჟების სამიზნე.[15]

1890 წელს, ბეკერი იმყოფებოდა საკურორტო ქალაქ ეკს-ლე-ბენში სადაც ის დიფტერიით დაავადდა და 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.[14] მისი გარდაცვალების შემდეგ Women's Suffrage Journal-ის გამოცემა შეწყდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Fulford, Roger. Votes for Women: The Story of a Struggle. London: Faber and Faber Ltd, 1957.
  • Herbet, Michael. Up Then Brave Women: Manchester's Radical Women 1819 – 1918. North West Labour History Society, 2012. ISBN 978-0-9523410-1-7
  • Holton, Sandra Stanley. Suffrage Days: Stories from the Women's Suffrage Movement. London: Routledge, 1996. ISBN 0-415-10942-6.
  • Liddington, Jill and Jill Norris. One Hand Tied Behind Us: The Rise of the Women's Suffrage Movement. London: Virago Limited, 1978. ISBN 0-86068-007-X.
  • Phillips, Melanie. The Ascent of Woman: A History of the Suffragette Movement and the Ideas Behind It. London: Abacus, 2004. ISBN 0-349-11660-1.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Holton, p. 22.
  2. Harvey, J. (2009). „Darwin's 'Angels': The Women Correspondents of Charles Darwin“. Intellectual History Review. 19 (2): 197–210. doi:10.1080/17496970902981686.
  3. http://www.darwinproject.ac.uk/entry-5327
  4. http://www.darwinproject.ac.uk/entry-4189
  5. http://www.darwinproject.ac.uk/entry-4170
  6. http://www.darwinproject.ac.uk/entry-4441
  7. 'Women and Science' section of the 'Darwin & Gender' resources of the Darwin Correspondence Project
  8. Abir-Am, ed. by Pnina G.; Rossiter, Dorinda Outram (1989) Uneasy careers and intimate lives : women in science, 1789-1979, 2. pbk. pr., New Brunswick: Rutgers university press. ISBN 978-0813512563. 
  9. Liddington and Norris, p. 70; Fulford, pp. 54–55.
  10. Martin Pugh (2000). The March of the Women: A Revisionist Analysis of the Campaign for Women's Suffrage, 1866-1914. Oxford University Press, გვ. 21. ISBN 978-0-19-820775-7. 
  11. Liddington and Norris, p. 71; Phillips, p. 103; Fulford, pp. 63–64.
  12. The Struggle for Suffrage, English Heritage
  13. Herbet, pp 37–38
  14. 14.0 14.1 "Lydia Becker – The Life and Times". Famous Chaddertonians. Chadderton Historical Society. 25 May 2008. Accessed on 6 August 2008.
  15. Liddington and Norris, p. 74.