ლიაკათ ალი ხანი (ურდუ: لیاقت علی خان   დ. 1 ოქტომბერი, 1895, კარნალი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი — 16 ოქტომბერი, 1951, რავალპინდი, პენჯაბი, პაკისტანი) —პაკისტანის სახელმწიფო მოღვაწე, პაკისტანის პირველი პრემიერ -მინისტრი (1947—1951), მუჰამედ ალი ჯინას თანამოაზრე.[1]

ლიაკათ ალი ხანი
ურდუ لیاقت علی خان
ლიაკათ ალი ხანი ურდუ لیاقت علی خان
ლიაკათ ალი ხანი 1945 წელს
პაკისტანის დროშა პაკისტანის 1-ლი პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 1947 – 16 ოქტომბერი, 1951
მონარქი  ჯორჯ VI
პრემიერ-მინისტრი  თვითონ
მემკვიდრეხავაჯა ნაზიმუდინი

პაკისტანის დროშა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 1947 – 27 დეკემბერი, 1947
მემკვიდრემუჰამედ ზაფრულა ხანი

დაბადებული1 ოქტომბერი 1895
კარნალი,პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი17 ოქტომბერი, 1951 (56 წლის)
რავალინდი, დასავლეთ პენჯაბი, პაკისტანი
პოლიტიკური პარტიამუსლიმთა ლიგა
ინდოეთის მუსლიმთა ლიგა
მეუღლერაანა ლიაქათ ალი ხანი
განათლებაალიგარჰის მუსლიმური უნივერსიტეტი
ოქსფორდის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიაისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბრიტანეთის ინდოეთში რედაქტირება

დაიბადა კეთილშობილ მუსლიმთა ოჯახში, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ბრიტანეთის მთავრობას შორის. ოჯახის მფლობელობაში გახლდათ  300 სოფელი, მათ შორის 60 კარნალში. მიწის საკუთრება ვრცელდებოდა აღმოსავლეთ პენჯაბსა და "გაერთიანებულ პროვინციებზე". ოჯახი დიდ პატივს სცემდა ინდოელ მუსლიმ მოაზროვნეს და ფილოსოფოსს საიდ აჰმად ხანს.[2]

მამას სურდა, რომ  ვაჟიშვილს განათლება მიეღო ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემაში. 1918 წელს მან დაამთავრა მუჰამედის ანგლო-აღმოსავლური კოლეჯი, ახლანდელი ალიგარჰის მუსლიმური უნივერსიტეტი,  მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებსა და  სამართალში. 1921 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსტერის კოლეჯი ბრინჯაოს მედლით. როგორც ოქსფორდის ასპირანტი,  აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სტუდენტურ კავშირებში, იგი აირჩიეს „მეჯლისის“ (სტუდენტური კავშირი, რომელიც დაარსდა ინდოელი მუსლიმი სტუდენტების მიერ უნივერსიტეტში მათი უფლებების დასაცავად )საპატიო ხაზინადარად.[3]

ლიაკათ ალი ხანი, განათლებით  იურისტი, 1922 წელს ადვოკატთა კოლეგიის წევრი გახდა  და  საკუთარი იურიდიული პრაქტიკა დაიწყო.[4]

1923 წელს იგი  ინდოეთში დაბრუნდა. თავდაპირველად  ინდოეთის ეროვნულ კონგრესთან თანამშრომლობდა  და შეთავაზებაც კი მიიღომ რომ გაწევრიანებულიყო, მაგრამ ჯავაჰარალალ ნერუსთან შეხვედრის შემდეგ მისი შეხედულებები შეიცვალა და შეუერთდა მუსლიმთა ლიგას. 1926 წელს იგი „გაერთიანებული პროვინციებიდან”, აირჩიეს საკანონმდებლო საბჭოში ხოლო 1932 წელს —თავმჯდომარის მოადგილედ.  ლიაკათ ალი ხანი, ცდილობდა ხშირად წამოეწია ის პრობლემები, რასაც მუსლიმები აწყდებოდნენ გაერთიანებულ პროვინციებში.

ლიაკათ ალი ხანმა აკადემიკოს ზიაუდინ აჰმედთან ერთად მთელი ძალისხმევა მიმართა მუსლიმური სტუდენტური კავშირებიდან ერთიანი სტუდენტური საბჭოს შესაქმნელად. საბოლოოდ, მუსლიმთა უფლებების ძლიერმა პროპაგანდამ მას ეროვნული ცნობადობა მოუტანა.

1936 წელს ლიაკათი გახდა მუსლიმთა ლიგის რეორგანიზაციის ერთ -ერთი მთავარი ინიციატორი,  მისი საპატიო გენერალური მდივანი და ამ პარტიის ლიდერის მოადგილე,  ასევე იყო პარტიული გამოცემა "განთიადის" დირექტორი. 1940 წელს იგი გახდა ქვეყნის ცენტრალური საკანონმდებლო ასამბლეის წევრი, რომელიც იმ დროს  დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა.1946 წელს ლიაკათი მუსლიმთა ლიგის ლიდერი გახდა.

1947 წლის 15 აგვისტოს ლიაკათ ალი ხანი დაინიშნა პაკისტანის ახალი სახელმწიფოს პრემიერ მინისტრად, რომელიც რელიგიური ნიშნით გამოეყო ყოფილ ბრიტანეთის ინდოეთს. ამ პერიოდში  მუსულიმთა ლიგის პოზიციები სერიოზულად შეირყა დასავლეთ პაკისტანში სოციალისტებისა და აღმოსავლეთ პაკისტანის კომუნისტების მოქმედებით. მთავრობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებას წარმოადგენდა ქვეყანაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის შემდგომი განვითარებისათვის. მთავრობამ საფუძველი ჩაუყარა სინდის უნივერსიტეტის დაარსებას და გააგრძელა ინდოეთიდან პაკისტანში მუსლიმი მეცნიერებისა და ინჟინრების მოწვევის პოლიტიკა.

 
ლიაკათ ალი ხანი და ჰარი ტრუმენი

პრემიერ-მინისტრმა  ეკონომიკის დაგეგმის ხუთწლიანი სისტემა შემოიღო, რომელიც  კადრების ნაკლებობის გამო ვერ განხორციელდა. მალე ეკონომიკური პოლიტიკა დამოკიდებული გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და აღებული იქნა   თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის კურსი მთავრობის ჩარევის გარეშე. 1949 წელს პრემიერ -მინისტრმა პაკისტანის დამფუძნებელ კრებაზე ინიციირება გაუკეთა  რეზოლუციის განხილვას " მიზნების განსაზღვრის შესახებ", რომლის მიხედვითაც გამოაცხადა  ისლამური რესპუბლიკის შექმნის გზა, რაც   გახდა ქვეყნის მომავალი კონსტიტუციის  საფუძველი.

1947-1949 წლებში  დაიწყო ომი მეზობელ ინდოეთთან სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამავე დროს, ლიაკათ ალი ხანი ცდილობდა მოეგვარებინა კონფლიქტი მუსლიმებსა და ინდუსებს შორის, ასევე გადაეჭრა ავღანეთთან ეთნიკური პუშტუნებით დასახლებული  სასაზღვრო ზონის პრობლემი. პოლიტიკოსი იცავდა იმ თვალსაზრისს, რომ მეტი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო სიტუაციის მოგვარების მკაცრ დიპლომატიურ მიდგომაზე და არა სამხედროზე, როგორც ჯინას გენერალ გუბერნატორი  ვარაუდობდა.

თანდათანობით, პაკისტანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გაუარესდა, რადგან ამერიკელებმა წამოიწყეს რთული დიპლომატიური თამაში, რომლის მიხედვით ცდილობდნენ ინდოეთი ჩაერთოთ საგარეო პოლიტიკის დოქტრინის ორბიტაზე, შედეგად, ხანმა მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების ქვეყნიდან გაყვანა, რაც უკიდურესად უსიამოვნო სიურპრიზი იყო პრეზიდენტ ტრუმენისთვის. მაშინაც კი, ზოგიერთი ცნობით, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დაიქირავეს პუშტუნი მკვლელები, დაპირდნენ ავღანელ პუშტუნებს, რომ შექმნიდნენ ერთიანი სახელმწიფო პუშტუნისტანს. იმავდროულად, პაკისტანის მთავრობის მეთაურმა დაიწყო მჭიდრო ურთიერთობების განვითარება საბჭოთა კავშირთან, ჩინეთთან, პოლონეთთან და ირანთან. მან ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა ქვეყანას საბჭოთა კავშირის ლიდერ იოსებ სტალინს და პოლონელ ლიდერს ვლადისლავ გომულკას. 1948 წელს პაკისტანმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა სსრკ -სთან, ხოლო 1950 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, იმავე წელს ხელი მოეწერა ლიაკვატა-ნერუს პაქტს ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის შესამცირებასა და რელიგიური უმცირესობების დაცვაზე საზღვრის ორივე მხარეს.[5]

ამავდროულად, გაუარესდა ურთიერთობა კაბინეტის ხელმძღვანელსა და სამხედროებს შორის, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ მისი დიპლომატიური მიდგომით ინდოეთთან ტერიტორიული დავის გადაწყვეტისას. შედეგად, გამოცხადდა სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ -მაიორი აქბარ ხანი, პაკისტანის კომუნისტური ლიდერის ფაიზ აჰმად ფეიზის მხარდაჭერით. სამხედრო პოლიციამ მასობრივი დაპატიმრებები განახორციელა სამხედროებს შორის.14 -ზე მეტ ოფიცერს ბრალი წაუყენეს გადატრიალების ორგანიზებაში. დაკავებულები გასაიდუმლოებულად გაასამართლეს და მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა.

მკვლელობა და ხსოვნა რედაქტირება

1951 წლის 16 ოქტომბერს, 56 წლის ლიაკათ ალი ხანს რავალპინდის პარკში გამართულ მიტინგზე ორჯერ ესროლეს. მსროლელი იყო ავღანელი ფანატიკოსი შაად აქბარი, რომელიც მესაზღვრეებმა ადგილზე მოკლეს. ლიაკათ ალი ხანის მკვლელობის მოტივები არ გამოვლენილა. 2006 წელს გაშიფრული დოკუმენტები ნათელს ჰფენს ამერიკის შეერთებული შტატების როლს ამ დანაშაულის ორგანიზებაში.[6][7]

მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკოსმა მიიღო შაჰიდ-მილათის, ანუ ერის მოწამის საპატიო წოდება. ის დაკრძალეს კარაჩიში, ჯინას მავზოლეუმში. მუნიციპალურ პარკს, სადაც ის მოკლეს, ეწოდა ლიაკათის ბაღი მის საპატივცემოდ. 2007 წლის დეკემბერში სწორედ იქ მოკლეს პაკისტანის პრემიერ მინისტრი ბენაზირ ბჰუტო.[8]

სქოლიო რედაქტირება

  1. "Tributes paid to Liaquat Ali Khan on his death anniversary". The News International. 18 October 2020. Retrieved 27 February 2021.
  2. Kazmi, Muhammad Raza (2003). Liaquat Ali Khan: His Life and Work. Oxford University Press. p. xv. ISBN 978-0-19-579788-6.
  3. Kazmi, Muhammad Raza (2003). Liaquat Ali Khan: His Life and Work. Oxford University Press. pp. 3–4. ISBN 978-0-19-579788-6.
  4. Ziauddin Ahmad (1970). Liaquat Ali Khan, leader and statesman. Islamabad, Pakistan: Oriental Academy, 1970.
  5. Aminv, Shahid M. (17 October 2010). "The foreign policy of Liaquat Ali Khan". Dawn. Retrieved 31 January2012.
  6. Zaidi, Syed Mohammad Zulqarnain (2010). "The Assassination of Prime minister Liaquat Ali Khan: The Fateful Journey" (PDF). Pakistan Journal of History and Culture. XXXI (1).
  7. "Liaquat Bagh adds to its gory history". Dawn. 28 December 2007. Retrieved 24 November 2018.
  8. Khuhro, Zarrar (27 December 2010). "Unexplained assassinations, Benazir's assassination changed Pakistan's future, but there are others that have altered the course of history". The Express Tribune. Retrieved 24 November 2018.