ლეჩხუმის ქედი

ქედი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

ლეჩხუმის ქედი — ქედი საქართველოში, ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში. წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთ განშტოებას და მდინარეების ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფს. იწყება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე ფასისმთასთან და მთავრდება დაბა ლენტეხთან. სიგრძე დაახლ. 60 კმ. ჩრდილოეთი კალთა ვიწროა და ციცაბო, სამხრეთი — განიერი, დატოტვილი. უმაღლესი წერტილია ჭუთხაროს მასივი (მწვერვალი სამერცხლე, 3584 მ).

ლეჩხუმის ქედი
კოორდინატები: 42°42′16″ ჩ. გ. 43°09′20″ ა. გ. / 42.704639° ჩ. გ. 43.155667° ა. გ. / 42.704639; 43.155667
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
უმაღლესი წერტილი სამერცხლე
სიმაღლე 3584 
სიგრძე 60 კმ
ამგებელი ქანები ფიქალი, ქვიშაქვა, პორფირიტი და კირქვა
ლეჩხუმის ქედი — საქართველო
ლეჩხუმის ქედი
ლეჩხუმის ქედი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ლეჩხუმის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

ქედი აგებულია ქვედაიურული ფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუაიურული პორფირიტული წყებით, უკიდურესი სამხრეთი მონაკვეთი — ცარცული კირქვებით. გაბატონებულია რელიეფის ეროზიული, სტრუქტურული და მყინვარული ფორმები. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია მარადმწვანე ქვეტყიანი ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილა, წიფელი). ზედა — მუქწიწვიანით (ნაძვი, სოჭი). თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება