ლეპონტის ალპები (იტალ. Alpi Lepontine) — ქედი დასავლეთ ალპებში, იტალია-შვეიცარიის საზღვარზე. შეჭრილია შვეიცარიის კანტონების — ვალეს, ტიჩინოსა და გრაუბიუნდენის ტერიტორიებზე და იტალიის პიემონტის რეგიონში. ვრცელდება სიმპლონის უღელტეხილსა (დასავლეთით) და მდინარე უკანა რაინს (აღმოსავლეთით) შორის. სიგრძე დაახლოებით 130 კმ. სიმაღლე 3553 მ-მდე (მთა მონტე-ლეონე).

ლეპონტის ალპები
ლეპონტის ალპების უმაღლესი წერტილი — მონტე-ლეონე
ლეპონტის ალპების უმაღლესი წერტილი — მონტე-ლეონე
კოორდინატები: 46°25′ ჩ. გ. 8°40′ ა. გ. / 46.417° ჩ. გ. 8.667° ა. გ. / 46.417; 8.667
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
უმაღლესი წერტილი მონტე-ლეონე
სიმაღლე 3553 
სიგრძე 130 კმ
ლეპონტის ალპები — იტალია
ლეპონტის ალპები

ჩრდილო-დასავლეთით გამოეყოფა ბერნის ალპებს მდინარე რონის ხეობით, სამხრეთ-დასავლეთით პენინის ალპებს ფურკისა და სენ-გოტარდის უღელტეხილებით, ჩრდილოეთით გლარნის ალპებს წინა რაინის ხეობით. მდინარეები რონა და რაინი სათავეს იღებენ ლეპონტის ალპებში. შესამჩნევად დაბლდება აღმოსავლეთისაკენ.

ლეპონტის ალპები აგებულია გრანიტებით, გნაისებითა და ფიქლებით. აქვს ალპური ტიპის წვეტიანი მწვერვალებიანი ვიწრო თხემი, პატარა მყინვარები, დაფარულია მუდმივი თოვლით. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით, 1600-1800 მ-ის ზევით მთის ბუჩქნარი და მდელოებია. სენ-გოტარდისა და სიმპლონის უღელტეხილებზე გადის საავტომობილო გზა და გაყვანილია სარკინიგზო გვირაბები. განვითარებულია ალპინიზმი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება