ლეონიდ კრავჩუკი (უკრ. Леонід Макарович Кравчук; დ. 10 იანვარი, 1934, ველიკი-ჟიტინი, ახლანდ. როვნოს ოლქი — გ. 10 მაისი, 2022, კიევი) — უკრაინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. უკრაინის პირველი პრეზიდენტი (5 დეკემბერი, 1991 — 19 ივლისი, 1994). უკრაინის უმაღლესი რადის II–IV მოწვევების დეპუტატი.

ლეონიდ კრავჩუკი
ლეონიდ კრავჩუკი
უკრაინის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 დეკემბერი, 1991 – 19 ივლისი, 1994
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრელეონიდ კუჩმა

უკრაინის სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ივლისი, 1990 – 24 აგვისტო, 1991
წინამორბედივლადიმირ ივაშკო
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

უზენაესი რადის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 აგვისტო, 1991 – 5 დეკემბერი, 1991
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეივან პლიუში

დაბადებული10 იანვარი, 1934
ველიკი-ჟიტინი, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდაცვლილი10 მაისი, 2022 (88 წლის)
კიევი, უკრაინა
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნებაუკრაინელი
მეუღლეანტონინა კრავჩუკი
შვილებიალექსანდრე კრავჩუკი
განათლებაკიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაეკონომისტი
ჯილდოები
უკრაინის გმირი
უკრაინის გმირი
ოქტომბრის რევოლუციის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი
ხელმოწერა
საიტიleonid-kravchuk.com.ua

1958 წელს დაასრულა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, 1970 წელს — სკკპ ცკ-სთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.[1]

1970 წლიდან მუშაობდა უკრაინის კომპარტიის ცკ-ის აპარატში, 1988–1990 წლებში იყო იდეოლოგიის განყოფილების გამგე, უკრაინის კომპარტიის ცკ-ის მდივანი. 1990 წელს მეორე მდივნად დაინიშნა, 1990–1991 წლებში იყო პარტიის პოლიტბიუროსა და სკკპ ცკ-ის წევრი. 1990 წლის მარტში აირჩიეს უკრაინის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1990–1991 წლებში იყო მისი თავმჯდომარე, 1991 წლის აგვისტოში გამოაცხადა სკკპ-დან გასვლის შესახებ. 1991 წლის 1 დეკემბერს აირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად (მის სასარგებლოდ ხმა მისცა ამომრჩეველთა 61,59%-მა). ამავე წლის 5 დეკემბერს განაცხადა 1922 წლის საკავშირო ხელშეკრულების უკრაინის მიერ ცალმხრივად დენონსაციის შესახებ. 7–8 დეკემბრის ღამეს ბორის ელცინთა და სტანისლავ შუშკევიჩთან ერთად ხელი მოაწერა ბელოვეჟის შეთანხმებას. 1994 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 45,1% მიიღო და დამარცხდა ლეონიდ კუჩმას სასარგებლოდ. 1994 წელს აირჩიეს უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატად, ფრაქცია „სოციალურ-საბაზრო არჩევანი“, შემდგომში შევიდა სადეპუტატო ჯგუფ „კონსტიტუციურ ცენტრში“. 1998-2009 წლებში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის (გაერთიანებული) წევრი. 1998 და 2002 წლებში ამ პარტიის სიიდან აირჩიეს უმაღლესი რადის დეპუტატად, ხელმძღვანელობდა მის საპარლამენტო ფრაქციას. 2006 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია დამარცხდა და ვერ შევიდა უმაღლეს რადაში.[1]

გარდაიცვალა 2022 წლის 10 მაისს, 88 წლის ასაკში.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Борисёнок Е. Ю. Кравчук Леонид Макарович // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 557.
  2. „Идеолог компартии, сторонник НАТО. Умер первый президент Украины Леонид Кравчук“. BBC News Русская служба (რუსული). ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)