ლეონდინგი (გერმ. Leonding) — ქალაქი ავსტრიაში, ლინცის სამხრეთ-დასავლეთით, ზემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 25 295 ადამიანს შეადგენდა. ჩრდილოეთით გაედინაბა მდინარე დუნაი.

ქალაქი
ლეონდინგი
გერბი

ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ფედერალური მიწა ლინცი
კოორდინატები 48°16′45″ ჩ. გ. 14°15′10″ ა. გ. / 48.27917° ჩ. გ. 14.25278° ა. გ. / 48.27917; 14.25278
მმართველი Sabine Naderer-Jelinek
ფართობი 24.04 კმ²
ცენტრის სიმაღლე 287 მეტრი
მოსახლეობა 28 698 (1 იანვარი, 2018)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0732
საფოსტო ინდექსი 4060[2]
საავტომობილო კოდი LL
ოფიციალური საიტი http://www.leonding.at/
ლეონდინგი — ავსტრია
ლეონდინგი

ლეონდინგი ლინცთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. იშლება ალპების ულამაზესი ხედი, რაც საცხოვრებლად მაღალ სოციალურ კლასს იზიდავს. ლინცის სიახლოვისა და კარგი სატრანსპორტო კავშირების წყალობით, ქალაქი ასევე იზიდავს მსხვილ კომპანიებს.

18981905 წლებში, ლეონდინგში ცხოვრობდა ადოლფ ჰიტლერი, სადაც ის ჯერ ადგილობრივ დაწყებით სკოლაში სწავლობდა, შემდეგში კი ლინცის სიახლოვეს, გრამატიკის სკოლაში. ლეონდინგშია მისი მშობლების — ალოისისა და კლარას საფლავები. აქვეა დაკრძალული მისი ძმა — ედმუნდი. 1938 წელს ჰიტლერმა მშობლების საფლავები მოინახულა. მამამისი, 1903 წელს გარდაიცვალა ლეონდინგის ერთ-ერთ ბარში, როდესაც ჭიქა ღვინოს შეექცეოდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება