ლეონარდ მაკ-კოი

ვარსკვლავური გზის პერსონაჟი

ლეონარდ მაკ-კოი (ინგლ. Leonard McCoy) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალის და სრულმეტრაჟიანი ფილმების ერთ ერთი მთავარი გმირი.

ლეონარდ მაკ-კოი
რასა ადამიანი
სქესი მამრობითი
დაბადების თარიღი 2227[1]
საქმიანობა

USS Enterprise NCC-1701 (მთავარი ექიმი)

USS Enterprise NCC-1701-A (მთავარი ექიმი)
წოდება ლეიტენანტი, კომანდერი, ადმირალი
თანამდებობა მთავარი ექიმი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი
ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი
ვარსკვლავური გზა: ფილმი
ვარსკვლავური გზა II: ხანის რისხვა
ვარსკვლავური გზა III: სპოკის ძიება
ვარსკვლავური გზა IV: გზა შინისაკენ
ვარსკვლავური გზა V: უკანასკნელი ზღვარი
ვარსკვლავური გზა VI: აღმოუჩენელი ქვეყანა
ვარსკვლავური გზა (2009)

ვარსკვლავური გზა: ბნელში
მსახიობი

დეფორესტ კელლი

კარლ ურბანი
IMDB IMDb პროფილი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
ლეონარდ მაკ-კოი, სპოკთან და ჯეიმზ კირკთან ერთად

ლეონარდ მაკ-კოი დაიბადა 2227 წელს ატლანტაში. მამამისი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ხომალდ იორკთაუნთან ერთად. დედა დაეღუპა და ზრდიდა პაპა. სწორედ პაპამ, რომელიც პროფესიით ექიმი იყო, იმოქმედა მისი პროფესიის არჩევაზე.

ლეონარდის მამა გამოჩნდა რამდენიმე რლის შემდეგ, მაგრამ იგი იყო ავად განუკურნებელი სენით. ლეონარდი უვლიდა მამას. როცა ავადმყოფია ტანჯვა გახდა აუტანელი მან სთხოვა შვილს გამოერთო აპარატი. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ ლეონარდმა შეასრულა მისი თხოვნა. ამ შემთხვევამ ძლიერ იმოქმედა მასზე, რადგან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინეს წამალი რომელსაც შეეძლი მამამისის განკუნვა.

2253 წელს მან შეიმუშავა თავის ტვინზე ოპერაციის გაკეთების ახალი მეთოდი.

2266 წელს მაკ-კოი დაინიშნა ხომალდზე USS ენტერპრაიზ NCC-1701 მთავარ ექიმად. მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრი ხშირად არ ემთხვეოდა კაპიტან კირკის აზრს, ისინი მალე დამეგობრდნენ. სწორედ კირკმა მისცა მას მეტსახელი ბოუნსი.

მაკ-კოი ხშირად კამათობდა მისტერ სპოკთან , ძირითადა თემაზე „ლოგიკა ემოციის წინააღმდეგ“, თუმცა საბოოლოოდ მათ შორი ჩამოყალიბდა მეგობრული ერთიერთობა.

ხუთწლიანი მისიის დასრულების შემდეგ მაკ-კოი დაბრუნდა დედამიწაზე. მან გადაწყვიტა აღარასოდეს დაბრუნებულიყო ვარსკვლავურ ფლოტში, მიუხედავად ამისა 18 თვის შემდეგ ადმირალმა ნოგურამ, გამოიყენა რა კანონი რემობილიზაციის შესახებ, დააბრუნა იგი სამსახურში. ადმირალმა კირკმა სთხოვა მას დახმარება ვიჟერის პრობლემის მოგვარებაში. კრიზისის დასრულების შემდეგ მაკ-კოი დარჩა ხომალდზე.

2285 წელს მაკ-კოი და კირკი ამზადებენ ახალ გუნდს რომელიც უნდა დაინისნოს ახალ ხომალდზე ენტერპრაიზ NCC-1701-A, როცა ხან ნუნენ სინგხი თავს ესხმის რეგულა 1_ს. სპოკი იძულებულია ხომალდის გადასარჩენად შევიდეს რეაქტორში, რომელიც სავსეა რადიაციით. იგი ასწრებს და გადასცემს თავი კატრას მაკ-კოის. კირკი რისკავს თავის კარიერას და ბრუნდება პლანეტა გენეზისსე რათა იპოვოს სპოკის სხეული.

რამდენიმე წლის შემდეგ მაკ-კოი და ჯეიმზ კირკი დაადანაშაულეს კლინგონთა კანცლერის მკვლელობაში და მუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, თუმცა სპოკის დახმარებით ისინი გაამართლეს და გაათავისუფლეს.

 
ლეონარდ მაკ-კოი 24_ე საუკუნეში, დეიტასთან ერთად (კადრი სერიალიდან ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა)

ლეონარდ მაკ-კოი აგრძელებს თავის კარიერას 24-ე საუკუნეშიც. იგი ჩანს სერიალ შემდეგი თაობის პირველ ეპიზოდში.

ალტერნატიული რეალობა რედაქტირება

 
კარლ ურბანი ლეონარდ მაკ-კოის როლში

2009 წლის ფილმში გადმოცემულია ალტერნატიული რეალობა[2], მაკ-კოი და კირკი დამეგობრდნენ ვარსკვლავური ფლოტის აკადემიაში, სადაც მაკ-კოი შევიდა განქორწინების შემდეგ. მოგვიანებით იგი ეხმარება კირკს ენტერპრაიზზე მოხვედრაში.

2009 წლის ფილმში ლეონარდ მაკ-კოის როლს ასრულებს კარლ ურბანი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.startrek.com/database_article/mccoy-leonard
  2. Burr, Ty (2009-05-05). „Star Trek“. The Boston Globe. p. 1. ციტირების თარიღი: 2009-05-06.