ლენონი–მაკ-კარტნი

ლენონი–მაკ-კარტნი (ინგლ. Lennon–McCartney) — ჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის, როგორც სიმღერების ავტორების შემოქმედებითი დუეტის სახელწოდება. 1962–1969 წლებში მათ ერთად დაახლოებით 180 სიმღერა შექმნეს, რომელთა უმეტესობა ჩაწერილი იქნა The Beatles-ის მიერ და შეტანილია მათ სტუდიურ ალბომებსა თუ კრებულებში. განსხვავებით მსგავსი შემოქმედებითი თანამშრომლობებისგან, ლენონიც და მაკ-კარტნიც სიმღერისა და მუსიკის ავტორები იყვნენ.

ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი 1964 წელს.

ლენონისა და მაკ-კარტნის ერთობლივმა სიმღერებმა არაერთი ქავერ-ვერსიის სახე შეიძინეს. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, სიმღერა „Yesterday“ დღესდღეობით კვლავ სარეკორდო რაოდენობის ქავერ-ვერსიების სახით არის წარმოდგენილი.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-10. ციტირების თარიღი: 2006-09-10.