„ლენის სვეტები“ (იაკუტ. Өлүөнэ турууктара, რუს. Ленские столбы) — გეოლოგიური წარმონაქმნი და ამავე სახელწოდების ბუნებრივი პარკი რუსეთში, მდინარე ლენის სანაპიროზე. მდებარეობს იაკუტიაში, ქალაქ პოკროვსკიდან 104 კმ-ში. „ლენის სვეტები“ წარმოადგენს მრავალ კილომეტრზე გადაჭიმულ ვერტიკალურად ამოშვერილ კლდეების ერთობლიობას, რომელიც ექსცენტრულად არის განლაგებული მდინარე ლენის სანაპიროს გასწვრივ, სადაც ამაღლებული ლენისპირა პლატო მდებარეობს. „ლენის სვეტები“ ყველაზე მეტ სიმჭიდროვეს აღწევს სოფლებს პეტროვსკოესა და ტიტ-არის შორის.

ლენის სვეტები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 60°40′00″ ჩ. გ. 127°00′00″ ა. გ. / 60.66667° ჩ. გ. 127.00000° ა. გ. / 60.66667; 127.00000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2012  (36-ე სესია)
ნომერი 1299
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1299
ინგლ.რუს.ფრ.

უცნაური და კლდოვანი ციცაბო ფერდობების სიმაღლეა 100 მ. აგებულია კამბრიული ასაკის კირქვებით.[1] ტექტონიკური თვალსაზრისით, „ლენის სვეტები“ მოქცეულია ციმბირის ბაქნის ფარგლებში. ამგებელი ქანების ასაკი ადრეული კამბრიულით არის დათარიღებული (დაახლოებით 560-540 მლნ.), ხოლო საკუთრივ ლენის სვეტების, როგორც გეომორფოლოგიური ერთეულების ფორმირება 400 ათასი წლის წინ დასრულდა. ციმბირის ბაქნის ტერიტორია ექვემდებარებოდა თანდათანობით აზევებას, რის შედეგად წარმოიქმნა ნაწევი და მდინარეთა ღრმა ხეობები. შედეგად განვითარდა კარსტული პროცესები, რომლებმაც ქანების ხანგრძლივ ეროზიულ გამოფიტვასთან ერთად ხელი შეუწყო ექსცენტრული და მრავალგვარი ფორმების შექმნას.[2]

ბუნებრივი პარკი — „ლენის სვეტები“ ორგანიზებული იყო სახის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე 1994 წლის 16 აგვისტოდან და მთავრობის დადგენილების საფუძველზე 1995 წლის 10 თებერვლიდან და ექვემდებარება ბუნების დაცვის რეგიონულ სამინისტროს. ფართობი 485 ათ. ჰა. პარკის მთავარი ამოცანაა ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება. 2012 წლის 2 ივლისს „ლენის სვეტები“-ს პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება